1

2.6K 126 10
                                    

პირველი რამდენიმე თავი მოცულობით ცოტაა მაგრამ მერწმუნეთ მალე ზომაში მოიმატებს.
.
.
.

-ბიჭებო, დროა-გადმოსძახა ახალგაზრდა ქალმა ბიჭებს, რომლებიც კულისებში ცეკვის ილეთებს იმეორებდნენ.

თითოეული მათგანი ძალიან ნერვიულობდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი რეიტინგი საგრძნობლად დაცემულიყო, რის გამოც მაქსიმალურად ცდილობდნენ მათი სიმღერები, ქორეოგრაფია, შოუ და საერთოდ ყველაფერი უმაღლეს დონეზე წარმოეჩინათ.

ბიჭები მალე სცენაზე გავიდნენ, რასაც ომახიანი შეძახილები მოჰყვა, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც წინა წლებში იყო ხოლმე.

როდესაც ხალხს გადახედეს და მათი რაოდენობა ნახეს, იმედები გაუცრუვდათ.

სიმღერას მათი ლიდერი იწყებდა. ლიდერმა ძალიან დიდი მოტივაციით დაიწყო სიმღერა, რის გამოც სხვა წევრებსაც იმედი მიეცათ.

ყველა ერთხმად თანხმდებოდა იმაზე, რომ კიმ ნამჯუნი საუკეთესო ლიდერი იყო. რთულ სიტუაციებში ის ყველას მხარში ედგა და ამხნევებდა. როცა რაიმე ცუდად ან არასახარბიელოდ მიდიოდა, მაქსიმალურად ცდილობდა, სიტუაცია გამოესწორებინა. მისი ასეთი შემართება ყველაზე კარგად მოქმედებდა. ის აანალიზებდა, რომ ფსიქოლოგიურად არასდროს უნდა გამტყდარიყო, მიუხედავად იმისა თუ რა მოხდებოდა, რადგან მასზე იყო დამოკიდებული მთელი ჯგუფი. ის ბითიესის შემკვრელი იყო და რაც არ უნდა მომხდარიყო ის თუ წევრებს იმედს მისცემდა, ყველაფერი კარგად იქნებოდა.

იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი უარესობისკენ მიიწევდა და ყოველ მათ კონცერტზე სულ უფრო და უფრო ცოტა ხალხი მიდიოდა, ის მაინც მაგრად უნდა დამდგარიყო, რადგან თუ ის გატყდებოდა ყველა გატყდებოდა.

ზუსტად ამიტომ ცეკვავს ახლა ასე მონდომებით. მთელ მის ენერგიას ცეკვაში აქსოვს და ბოლომდე იხარჯება. მაქსიმუმის მაქსიმუმს აკეთებს და ყველა საზღვარს კვეთს.

კონცერტი როგორც იქნა დასრულდა და დაქანცული ბიჭები სახლისკენ გაემართნენ. წამოსვლის წინ მათმა უფროსმა დაუბარა:

"ხვალ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ, ამიტომ ოფისში გელით"

ყველამ იცოდა საუბარი მათ მომავალზე რომ იქნებოდა. ისიც კი გაიფიქრეს ჯგუფი დაიშლებაო და ანერვიულდნენ, მაგრამ ლიდერმა ყველა დაამშვიდა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ისინი ერთ დღესაც მოიპოვებდნენ იმაზე უფრო მეტ პოპულარობას, ვიდრე აქამდე ჰქონიათ და გააგრძელებდნენ ერთად სიმღერას.

პოპულარობას დახარბებული ადამიანები არ გეგონოთ. მათ ცნობადობა მეტნაკლებად აინტერესებთ. მათ უბრალოდ ერთად ყოფნა უნდათ. 6 წელია რაც ერთად არიან და ერთმანეთისთვის ოჯახივით არიან. რა თქმა უნდა თავიანთი ოჯახიც ენატრებათ, მაგრამ ამ ოჯახის მიტოვებაც არ უნდათ. მარტივი ცხოვრება არც ერთს ჰქონია. რომ დავუფიქრდეთ, ცხოვრება საერთოდ არაა მარტივი. მათ ეს ჯგუფი სჭირდება.
სჭირდებათ იმისათვის, რომ მათმა მშობლებმა იამაყონ.
სჭირდებათ იმისათვის, რომ იმედები გაამართლონ.
სჭირდებათ იმისათვის, რომ ძვირფას ადამიანებს ბედნიერი ცხოვრება შეუქმნან.

ყველას ენატრება ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, რომელთა ნახვის შესაძლებლობაც იშვიათად აქვთ ხოლმე. წუხან იმიტომ, რომ მათთან კონტაქტი ისე არ შეუძლიათ, როგორც აქამდე შეეძლოთ. ეს პოპულარობის მეორე მხარეა, მაგრამ ახლა ეს პოპულარობაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ და უდიდეს აგონიაში არიან.

ახლა მხოლოდ ერთმანეთი ჰყავთ და სხვა არც არავინ სჭირდებათ.

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now