4

1.4K 118 12
                                    


-ვივიან, მოიცადე! - დაუძახა ჯინმა ვივიანს, როცა უკვე ვივიანი საპირფარეშოში შედიოდა.

გოგონამ სახეზე წყალი შეისხა და გაიმშრალა. ცოტა ხანს თავის ანარეკლს უყურებდა. შემდეგ კი ოთახიდან გამოვიდა. გარეთ ჯინი და ჰოსოკი დახვდნენ, რამაც ძალიან გააკვირვა.

-კარგად ხარ? - კითხა თბილად ჰოსოკმა.

-კი, მადლობა

-მათ მაგივრად მე გიხდი ბოდიშს, - უთხრა ჯინმა - უბრალოდ, ახლა, რთული პერიოდი გვაქვს და ამის გამო მკაცრად იქცევიან. დარწუნებული ვარ, გაიგებ

-ვიცი, მესმის, უბრალოდ არ მინდა ჩემ გამო იჩხუბოთ.

"რა საყვარელიაა!" - გაიფიქრეს ჰოსოკმა და ჯინმა

-ერთმანეთი კარგად ვერ გავიცანით. მე ჯონ ჰოსოკი ვარ! - თქვა ჰოსოკმა და ვივიანს ხელი გაუწოდა. - ჰოსოკი დამიძახე - უთხრა და გაუღიმა.
გოგომაც გაუღიმა.- ვივიანი, შეგიძლია ვივი დამიძახო. - უთხრა ღიმილით და ხელი ჩამოართვა.

-კიმ სოკ ჯინი. ჯინი დამიძახე. - უთხრა ჯინმა და მანაც ხელი ჩამოართვა.

-მოდი, მათთან მივიდეთ და ვუთხრათ, რომ სადმე წავალთ და შემდეგ სახლში მივიდეთ. შენი ბარგი სადაა? -კითხა ჯინმა.

-დირექტორმა თქვა, რომ დღეს თქვენთან მიიტანდნენ.

-ძალიან კარგი! მე მივალ და დავეთხოვები, შემდეგ კი ერთი ადგილი ვიცი, სადაც უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. წავიდეთ და გავისნჯოთ. - თქვა ჰოსოკმა

გოგომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

ჰოსოკი დირექტორის კაბინეტში შევიდა. ბიჭები დამშვიდებულები ჩანდნენ.

-დირექტორო, ჩვენ სამი სადმე წავალთ და ერთმანეთს კარგად გავიცნობთ, როგორც ჩანს, ჯგუფის სხვა წევრებს ამის სურვილი არ აქვთ. - თქვა ჰოსოკმა და გასვლა დააპირა ისე ნამჯუნმა შეაჩერა.

-მოიცადე, ჰოსოკ, ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ვივიანს ბოდიში მოვუხადოთ.

-რაა?! ამაზე არ შევთანხმებულვართ! - წამოხტა ჯიმინი

ნამჯუნმა ჯიმინი დააიგნორა და დირექტორს მიუბრუნდა.

-ჩვენც წავალთ.

-კარგი, წადით და გოგო არ გამიბრაზოთ კიდევ, თორემ მართლა დაგშლით - უთხრა დირექტორმა ღიმილით ბიჭებს.

-ეს ვერ არის, რა... - ჩაილაპარაკა ჯიმინმა.

-ჯიმინ მესმიის - მოაძახა დირექტორმა ღიმილით.

ოთახიდან გავიდნენ თუ არა ჰოსოკმა ბიჭებს ჰკითხა:

-ასე უცებ რამ შეგაცვლევინათ აზრი?

-ჯერ ერთი, რაიმე არასწორად რომ არ გაიგო, მე ისევ იმავე აზრზე ვდგავარ - თქვა იუნგიმ.

-დიახ, მეც იმავე აზრზე ვარ და არ ვაპი....

-ისევ ჩხუბს თუ აპირებთ არ წამოხვიდეთ - მოუჭრა პირდაპირ ჰოსოკმა.

-ჰოსოკ, მე პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ახლა ცუდ მდგომარეობაში ვართ და იქიდან გამომდინარე, რომ მასზე ვამყარებთ მთელ იმედებს, მკაცრად მოპყრობა გვიწევს. არ მინდა ოცნებებში იცხოვროს და შემდეგ ამან ჩვენზე მოახდინოს გავლენა - თქვა ნამჯუნმა.

-საერთოდ ვერ ვხვდები ამის აზრს. რა საჭიროა მკაცრად მოპყრობა, როცა მასთან დამეგობრება შეგიძლია. ის ხომ ასეთი საყვარელია...

ბიჭები ჯინს და ვივიანს მიუახლოვდნენ. გოგომ ინტერესიანი სახით ჰოსოკს შეხედა.

-აპირებენ, რომ ბოდიში მოგიხადონ და ჩვენთან ერთად მოდიან. - თქვა ნიშნის მოგებით ჰოსოკმა.

-ჰეი მე არ ვაპირებ ვინმეს ბოდიში მოვუხადო! - თქვა ჯიმინმა.

-არა, ბოდიშის მოხდა არაა საჭირო. თქვენი სიტუაცია მესმის.

-თუ გესმის მაშინ შეგიძლია წახვიდრ არ გვ...აუუჩ!!

-ამას ყურადღება არ მიაქციო-გაუღიმა ჯინმა

-აბა, ვივიან...

-გთხოვ, ვივი დამიძახე.

-კარგი, ვივი...რაღაც ბევრი ლაპარაკი არ გიყვარს, ხომ? - თაე გოგოს გვერდით ამოუდგა და ხელი გაუყარა.

-რომ დავფიქრდეთ ლაპარაკისთვის დრო არც მოგიციათ-გაიცინა გოგომ. ბიჭებმაც უხერხულად გაიცინეს.

-მაშინ მოდი ეს შეცდომა რესტორანში გამოვასწოროთ.

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now