9

1.2K 100 6
                                    

-ასეთი ლამაზი ცეკვის შემდეგ ეს დაცემა სახეში სილის გაწნას გავდა.-თქვა ჯონგუკმა.

-ვაიმე, ბოდიში ხომ მოვიხადე უკვე 37ჯერ? კიდევ სამჯერ ვიტყვი და დავამრგვალებ, ოღონდ ამომასუნთქეთ!-ბიჭები და ვივიანი მანქანაში ისხდნენ და სახლში მიდიოდნენ, როცა დირექტორმა დარეკა.

-კი, ყველაფერი კარგადაა,-თავი დააქნია ნამჯუნმა-არა, მხოლოდ ერთი კვირა. დიახ. რა თქმა უნდა. ოთახი დაამატეთ? ბიჭებს გაუხარდებათ!-ნამჯუნმა მზერა ჯიმინისკენ გააპარა, რაზეც ყველამ გაიცინა-კარგით. კარგით. გასაგებია. აჰამ. კარგი...ჰოო....გავიგე, ვაააა!(ვიფხრიწები)-ნამჯუნმა ტელეფონი გამორთო და შუბლი მოისრისა-სულ ასეა,-თქვა საცოდავი სახით, რაზეც ასევე ყველამ გაიცინა.

-ვივიან, შენი ოთახი დაამატეს, ამიტომ შეგიძლია ჯიმინის ოთახიდან გამოცუნცულდე.

-აჰ, მართლა? კარგით. მადლობა ჯიმინ ოთახისთვის.-უთხრა გოგომ.

-არაფრის.-მოუჭრა უცებ ბიჭმა.

სახლში რომ მივიდნენ, ყველა თავისი საქმით დაკავდა. ჯინმა სადილის მომზადება დაიწყო, ჯიმინი გოგოს ნივთების გატანაში დაეხმარა, იუნგი კი შეტანაში. შეტანის შემდეგ გოგო გადაღლილი წამოწვა საწოლზე და თავისი ოთახი მოათვალიერა. ვარდისფერი შპალიერი და ხალიჩები დაუფენიათ. 7 წლის გოგონას რით ჰგავდა? ნუ, მაინც საყვარელი იყო და რამდენიმე დეტალს გამოჯანმრთელების შემდეგ მაინც შეცვლიდა, ახლა კი სიარულიც არ შეეძლო დამოუკიდებლად, ამიტომ გვერდი იბრუნა და ტელეფონი აიღო. მარტივი არაა ცარიელი ოთახის და ამდენი ბარგის ასე უბრალოდ ყურება, როცა მათი გადანაწილება არ შეგიძლია. გოგომ ოთახის დიზაინი გადაათვალიერა და სადილამდე ამით გაირთო თავი.

დაახლოებით ერთ საათში თეჰიონი შემოვიდა მის ოთახში და გოგოს გავლაში დაეხმარა. პატარა ეტლიც მოეტანათ მისთვის, რომელსაც შემდეგ გამოიყენებდა.

-გემრიელად მიირთვით!-გოგომ ჩხირები მარჯვედ აიღო და კერძი თეფშზე გადაიტანა.

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now