36

817 84 31
                                    

Flashback:

-ჰიონ, ვიო ჯიმინთან გამოტყდომას აპირებს.

-მართლა?-ბიჭი გაოცდა. არ ეგონა ვივიანი ამას ოდესმე თუ გააკეთებდა, მითუმეტეს ეს თავად გოგომ უთხრა.

-თვითმფრინავის ამბების შემდეგ მგონი მოლბა და ცოტა თავდაჯერებულობაც შეემატა.

-შეემატებოდა გენაცვალე, მთელი მგზავრობა ერთმანეთზე იყვნენ მიწებებულები. ჯიმინი ეგრე რომ მომხვეოდა მეც ვიფიქრებდი, ხომ არ მოვწონვარ - მეთქი.

-რას ვაპირებთ, ამით ხელი ხომ არ შეგვეშლება?

-პირიქით ლაწირაკო!-იუნგი წამოხტა და ეუნჯი კინაღამ ფეხქვეშ მოიყოლა-ეს ძალიანაც გვაწყობს. ისე მოვაწყობთ რომ სიყვარულს ერთსა და იმავე დღეს აუხსნიან ერთმანეთს. მე ჯიმინთან მოვაგვარებ საქმეს, შენ ვივიანი დაიყოლიე, ბიჭებს არ ვუთხრათ, თეჰიონს წამოსცდება.

-არც ჯიმინს? თუ ეცოდინება რომ ვიოსაც მოსწონს უფრო თავდაჯერებული იქნება.

-რას ამბობ, ასე მთელი მხიარულება ჩაშლება-ეშმაკურად გაიცინა იუნგიმ.

End of flashback:


ბიჭი ძალიან ნერვიულობდა. უკვე ჩაბნელებულიყო მთის მიღმა კი პაწია შუქები ერთიმეორის მიყოლებით ინთებოდა. ნელ-ნელა რომანტიკული გარემო იქმნებოდა, რომელსაც სანთლის შუქები და ვარდის ფურცლებიც დააგვირგვინებდა.

წყვილი სულ რაღაც 10 15 ნაბიჯში იყო დანიშნულების ადგილიდან. ნელი ნაბიჯებით მიიწევდნენ მთის იმ ადგილისკენ, სადაც ორივე ერთმანეთს უნდა გამოტყდომოდა. სიჩუმეს ორივე ინარჩუნებდა, საუბრის ნაცვლად კი გონებაში გეგმის განხორციელებაზე ფიქრობდნენ.

როცა ადგილს მიუახლოვდნენ და ლამაზად მორთული სანთლებით გაბრწყინებული და ვარდებით დამშვენებული ადგილი გამოჩნდა ორივემ თავისთვის ჩაიცინა.

-ალბათ ვიღაცას დარჩა-თქვა გოგომ

-ხო...

-რა მნიშვნელობა აქვ,-ჩაახველა ვივიმ,- უბრალოდ წამოდი და ხედი ვნახოთ-თქვა და გორაკის კიდეს მიუახლოვდა. ჯიმინიც ნელა მივიდა მასთან და თავი მოიბილიზა.

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now