27

931 85 11
                                    


ვივიანის pov:

ჯანდაბაა... ეს.....ეს.......ახლა გამახსენდა ყველაფერი!.....ვივი, შე დებილო! ღმერთო, ეს როგორ დავმალო?! ჯანდაბა, ჯანდაბა! მაგრამ არა, მაშინვე პანიკას არ ავყვეთ. იქნებ არ ახსოვს?

ჯიმინს ნელა ავხედე, რომელსაც მკვდრის ფერი ედო

ვაიმე, ახსოვს!

-აჰამ...-ყელი ჩავიწმინდე-ამ ფოტოების არავისთვის ჩვენებას არ ვაპირებ!-ვთქვი მკაცრი სახით და იმდენად ბოხი ხმით, რომ ვააა, ვივიიი, იუ ნაის, ქიფ გოინგ!

-რა, რატომ?-აყვირდა თაე.

-არა - მეთქი! არაა აუცილებელი ნახოთ.-თვალები დავუბრიალე და ეგრევე მიჩუმდა-ეს რომ ვინმემ ნახოს, სკანდალი არ აგვცდება, ამიტომ ახლავე წავშლი ყველა ფოტოს.-ვთქვი დემონსტრაციულად და ვითომ ფოტოების წაშლა დავიწყე. შანსი არაა ეს ფოტოები წავშალო.

-ნამჯუნ, ჭამას მორჩი?-თემა ეგრევე შევცვალე. ბიჭმა თავი დამიქნია.-მაშინ მაღაზიაში ჩადი. ჯინი დაგიწერს საყიდლების სიას.

-კარგი.

ჯინი ხმისამოუღებლად გავიდა სამზარეულოდან სიის ჩამოსაწერად, ნამჯუნიც მას გაჰყვა. როგორც სჩანს არც მათთვისაა ამ ფოტოების ფრიალი სასიამოვნო რამ.

თეჰიონი ჯიმინთან ერთად მისაღებში გავიდა. ჯონგუკი და ჰოსოკიც მათ მიყვნენ.

ოთახიდან ყველა რომ გავიდა, იუნგიმ მაშინ ამოიღო ხმა.

-ახლა დაწვრილებით ამიხსნი გუშინ რა მოხდა-მითხრა ბიჭმა და სკამზე ჩამოჯდა. მეც გვერდით მივუჯექი და მოყოლა დავიწყე.

-შემთხვევით ჯგუფურიც ხომ არ გვქონდა?

-იუნგი!

-კაი, კაი, ჰოო,-გაიცინა ბიჭმა-ამდენი რამის შემდეგ ეგ არ გამიკვირდებოდა.

-ხუმრობის დროა ახლა?!

-იქნებ არ ახსოვს? ტყუილად რატომ ნერვიულობ?

-არა, ვიცი რომ ახსოვს. რომ შევხედე ეტყობოდა ყვირილამდე ცოტა აკლდა-ჩამეცინა.

-აბა, რას აპირებ?

-არ ვიცი. ისე მოვიქცევი, თითქოს ვერ შევამჩნიე, ან შევამჩნიე და დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭე, მალე იმედია დაავიწყდება.

-იმედია...

-ისე, როგორი შეგრძნება იყო...

-რა?

-ჯიმინის ლოკვა-იუნგის ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. მის ნათქვამზე დავიმორცხვე და გამეცინა კიდევაც.

-ასეთ რამეს ნუ მეკითხები!-ვუთხარი მუშტისრტყმით.

-მაინტერესებს!-აქეთაც ვითომ შემომყვირასავით, მის ხმაზე კი სიცილი ვეღარ შევიკავე.

-იტყვი?-ჩემი სიცილით გამხიარებულმა გამიმეორა კითვა.

-არ ვიცი, იუნგი რა გითხრა. სიტყვებით ვერ აღვწერ. რაღაც ღვთიური იყო.

-ღმერთო, შენ სულ გაგიფრენია-გაიცინა.

-იუნგიი! მეგობრებს ასე არ ამხნევებენ!

-ვინ თქვა რომ გამხნევებ?

-ჰოდა, გამამხნევე მაშინ!

-ამ, ისაა...-საუბარი ოთახში შემოსულმა ჯიმინმა შემაწყვეტინა. ღმერთო! იმედია არ გაუგიაა! მის დანახვაზე სახე გამიწითლდა და საპირისპირო მხარეს გავიხედე. ჩემ ამ მოქმედებაზე თვითონაც გაწითლდა და ჩუმად ენის ბორძიკით თქვა-...ვიღაც ბიჭია მ..მოსული...ეუნჯი ჰქვია, მგონი...თქვა ვიოლეტას ვიცნობო- ამოღერღა ძლივს.

-ეუნჯი?!!-წამოვხტი და ეგრევე მისაღებისკენ გავექანე სადაც ეუნჯი დამხვდა.

-ეუნჯიი!!-მივახტი-როგორ მომენატრე!

-მეც-მითხრა ნაზი ღიმილით.

საერთოდ არ ველოდი მის აქ გამოჩენას. 1 თვე უკვე გავიდა?? ალბათ, კი.

-ვივი, ეს ვინაა?-მკითხა ჯინმა.

-გაიცანით, ეს ჩემი შეყვარებულია, ეუნჯი-ვთქვი სიცილით და ეუნჯის გავუღიმე

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now