14

1.2K 104 25
                                    

ბიჭებს მთელი ერთი დღე ეძინათ. პირველმა თვალი ისევ ნამჯუნმა გაახილა. საათი 11-ის 20 წუთს უჩვენებდა.

ბიჭმა ოთახში მიმოიხედა. გუშინდელ არეულ ოთახს ახლა მბზინვარება გაუდიოდა. ცენტრში არსებულ მაგიდაზე 7 ჭიქა, რაღაც გაურკვეველი წამლის ყუთები და დიდი ქვაბი იდო. ბიჭი რომ წამოდგა და მაგიდას მიუახლოვდა, პატარა წერილიც შეამჩნია, სადაც ლამაზი ხელწერით ეწერა.

"სიცხე გაიზომეთ და ბულიონი აუცილებლად მიირთვით. ჯერ შეათბეთ. ჯინ, ამ საქმეს შენ განდობ. ნამჯუნი ქვაბთან არ მიუშვათ (პატარა სიცილის სმაილი). ამ დილით სახლი უკეთ მოვათვალიერე და უფრო მეტი საჭირო წამალიც ვიპოვე. ყვითელ ყუთში რომ დევს, ის ორ-ორი ჭამის მერე დალიეთ, მეორე კი - წყალში გახსენით. ხილიც მიირთვით, შემდეგ კი დაისვენეთ.

ვივი :)"

-საყვარელი,-ჩაეღიმა ბიჭს და დანარჩენებიც გააღვიძა. შემდეგ ჯინს გადასცა წერილი, თვითონ კი ხელებ აწეული დაჯდა მაგიდაზე, ქვაბისგან რაც შეიძლება შორს. (Cute^^)

ჯინმა რამდენიმე ტკბილი სიტყვით შეამკო გოგო, ამაში ჰოსოკიც დაეხმარა, შემდეგ კი ბულიონი სამზარეულოში გაიტანა.

-წავალ ვივის გავაღვიძებ,-უეცრად ადგა თაე და მისი ოთახისკენ გაემართა.

-თაე, უკან მობრუნდი,-გააჩერა იუნგიმ.-გოგო დაღლილი იქნება. აცადე დასვენება.

-მართალი ხარ-დაეთანხმა და ისევ მაგიდას შემოუჯდა.

სანამ ჯინი გაცხელებული ბულიონით დაბრუნდებოდა, ბიჭებმა მათ ქამბექზე დაიწყეს საუბარი.

5 წუთში ჯინიც შემოვიდა.

-ასეთი გემრიელი წვნიანი მე ჯერ არ გამისინჯავს!-თქვა ჰოსოკმა და კიდევ გადაიღო.

ჯინმა წარბები შეჭმუხნა
-მართალია, გემრიელია, მაგრამ ამდენ კომპლიმენტსაც ნუ ანთხევთ.

-მართლაც გემრიელია,-ჯიმინიც გემრიელად მიირთმევდა. იუნგიმ წარბი ასწია. როგორც ახსოვს, ჯიმინს ვივიანი არ მოსწონდა.

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now