33

992 80 60
                                    

ცოტახანი ვფიქრობდი რა მექნა, მაგრამ ბოლოს  უბრალოდ გადავწყვიტე, რომ აწმყოთი მესიამოვნა და მომავალზე შემდეგ მეფიქრა.

ვივის ნელა გავხადე ფეხსაცმელი და ჟაკეტი. თმიდან თმის სამაგრები მოვაშორე და მაღლა აწეული თმა დაბლა ჩამოვუშალე. მისი თმის შეხება იმაზე მეტ სიამოვნებას მგვრიდა, ვიდრე წარმომედგინა.

მისი ნაზი თმის შეხებით თავი, რომ დავიკმაყოფილე თითიდან ნელა წავაძრე პატარა ბეჭედი, რომელზეც ძაღლის თათები იყო გამოსახული. ჩემი პატარა ბავშვი. სამწუხაროა, რომ ჩემსას მხოლოდ ვეძახი და ეს რეალობას არ წარმოადგენს.

სამკაულებისგან რომ განვათავისუფლე, ცოტახანი იმაზე ვდაობდი, გამეხადა თუ არა ტანისამოსიც, მაგრამ ეს რომ მექნა, ხვალ სიკვდილი არ ამცდებოდა, ამიტომ თავი შევიკავე. თვითონ ტანსაცმლით რომ ჩავაწვინე და მე რომ გავიხადე, გვერდით მივუწექი.(რა თქმა უნდა, საღამური ჩავიცვი.)

-მაპატიე-ჩავილაპარაკე ჩუმი ღიმილით, მის ნატიფ კანს შევეხე ლოყაზე და პატარაზე მოვუთათუნე.

მანამ სანამ ჩამეძინებოდა სულ მას ვუცქერდი და წარმოვიდგენდი რა ბედნიერი ვიქნებოდი მასთან ერთად.
.
.

.

.

.

დილით მაღვიძარას ზარმა გამაღვიძა, რომელიც წინა ღამით თავად დავაყენე. ეგრევე წამოვარდი და მოვაკეტინე. ნამდვილად არ ვაპირებდი ჩემს გვერდით მწოლიარე ანგელოზის გაღვიძებას და თან არ მინდოდა მის გვერდით ვენახე. საათი სავარაუდოდ 6ს უნდა აჩვენებდეს და ასეცაა.

წამოვდექი ჩავიცვი და საღამურებით მოსიარულემ თეჰიონის ოთახის ძებნა დავიწყე. ბედი არ გინდა? ყველაზე ბოლოს ეს ყოფილა.

-თეჰიონ, ჩაიწიე, მეც დამაწვინე.

-ჰა...რა ხდებაა-გაიტყლარწა ბიჭი.

-მიიწიე და მიმაწვინე - მეთქი!

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ-ისე სწრაფად გადმოტრიალდა, დახრა ძლივს მოვასწარი კინაღამ თავში ხელი გამარტყა.

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now