20

1.1K 100 22
                                    


მეორე დღეს"

-ადექით, დროზე!-ეს იყო ის ხმა, რომელმაც დილის სიმყუდროვე დაურღვია შვიდივე ბიჭს.

-რა....რა....რახდება?-საბანში შეძვრა ჯონგუკი.

-გუშინ ხომ გაგაფრთხილეთ, ვარჯიშზე მივდივართ.

-სად?!-ამოიღნავლა ბიჭმა.

-ვარჯიშზე.

-რატომ?

-უნდა ვივარჯიშოთ.

-რისთვის?

-ჯონგუკ, 2 თვეში მორიგი დაჯილდოების ცერემონიაა ჩვენ კი ერთად გვაქვს პერფორმანსი.

-და რატომ?

-ღმერთო ჩემო-გოგო ოთახიდან გავიდა და ამჯერად ნამჯუნსა და ჯინს ეწვია.

-ჯინ, ნამჯუნ, ადექით!-ფარდები გადაწია გოგომ და ოთახში მზის სხივებს შეუძღვა. შემდეგ დანარჩენებიც გააღვიძა, ჯიმინი კი როგორც გემრიელი ლუკმა ბოლოსკენ მოიტოვა.

-ჯიმინ, ადექი!-ჩაჰყვირა გოგომ ყურში ბოლო ხმაზე.

-ააააააააააააა რა ხდებააა!!!-წამოხტა უცებ ბიჭი და იატაკზე გაიშოტა.

-ადექი, სტუდიაში გვაგვიანდება-უთხრა უკვე დატკბილებული ხმით, ოთახიდან გავიდა და შიგნით იატაკზე მგდომი ჯიმინი დატოვა, რომელიც თან ყურს იზელდა და თან - იგინებოდა.

გოგო სამზარეულოში შევიდა და ფუსფუსი დაიწყო

5 წუთში ყველა გამოიკრიფა ოთახიდან. ყველას ჩაშავებული თვალები და მოჟღამული სახეები ჰქონდათ.

-დილა მშვიდობისა- თბილად უთხრა გოგომ და ყავის ჩამოსხმა დაიწყო.

-დილას მშვიდობიანის არაფერი ეტყობა-თქვა იუნგიმ.

-იუნგი, ნუ ცხარობ. ბევრი გვაქვს დღეს სავარჯიშო, ამიტომაც გაგაღვიძეთ ასე ადრე-თავი გაიმართლა გოგომ- აგერ, საუზმე. უცებ მიირთვით და წავიდეთ.

-ამან გადაგარჩინა-უთხრა იუნგიმ და გემრიელი ყავის სუნი ხარბად შეისუნთქა.

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now