37

832 89 27
                                    


Flashback რამდენიმე საათის წინ:

იუნგის pov:

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ყველა შეფერხების გარეშე მივიწევთ გორაკისკენ. არც ვივიმ და არც ჯიმინმა არ იციან, რომ ორივეს ვატყუებთ.

ვგეგმავთ, რომ გორაკისკენ მიმავალ გზაზე ნელ-ნელა ჩამოვცილდეთ და წინასწარ მოფიქრებულ ადგილზე შევგროვდეთ საიდანაც გორაკი კარგად ჩანს.

მე უკვე მოვიმიზეზე ტელეფონის დაკარგვა და ჰოსოკთან ერთად აღნიშნულ ადგილზე მივედი. მალე ჯინი, ჯუნი და გუკიც გამოცხადდნენ.

-მხოლოდ თაე და ეუნჯი გვაკლია-თქვა ჯონგუკმა და თაეც მაშინვე მოვიდა.

-ეუნჯი წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს-თქვა მოსულმა ბიჭმა.

-მშვენიერი, ყველაფერი კარგად მიდის.

-გული რაღაც ცუდს მიგრძნობს-თქვა ჯინმა.

-კარგი, დამშვიდდი არაფერი ცუდი არ მოხდება-გაამხნევა ნამჯუნმა და ეუნჯიც მაშინვე მოვიდა.

-აბა? რა ხდება?-მივაყარეთ ეგრევე კითხვები.

-ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის-გვიპასუხა ეუნჯიმ-სანთლები და ვარდის ფურცლები ადგილზეა, ისევე როგორც წყვილი. მალე შუქებიც აინთება და სრულყოფილი რომანტიული გარემოც შეიქმნება.

-მაინც არ მომწონს ეს ამბავი-თქვა ისევ ჯინმა რასაც ჩემი ოხვრა მოჰყვა.

-ვაიმე, ჯინ, დამშვიდდი, რა.

-გეუბნები, რაღაც ცუდი წინათგრძ...-და უცებ გაისმა ორი შერეული ყვირილის ხმა.

-ჯანდაბა რა მოხდაა?!-დაიყვირა ეუნჯიმ და გორაკისკენ გაემართა სადაც არავინ იდგა.

-სად აორთქლდნენ?!-თქვა ჰოსოკმა.

-ნუთუ ორივე დაგორდა!-აღშფოთდა თაე.

-არა, ხომ ვამბობდი, რაღაც ისე ვერ არის თქო!-თქვა ჯინმა და ცოტაც და მასაც დავაგორებ აქედან. ნერვი წატყნა უკვე!

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now