6

1.3K 110 16
                                    

-და ჩემოდნებს სად დაალაგებ? საერთოდ დღეს სად დაწვები?-კითხა ნამჯუნმა.

-ჩემგან ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ დირექტორმა თქვა, რომ რამდენიმე დღით რომელიმე თქვენთაგანის ოთახში დავრჩები, სანამ მეც გამომიყოფენ ოთახს.

-მართალი ხარ, შენგან ძალიან ცუდად ჟღერს.-იუნგის ნათქვამზე ვივიანმაც გაიღიმა.

-ჯიმინი მარტოა და მის ოთახში დაწვეს.-თქვა თაემ.

-ჰო, მართალია.-თავი დაუკრა გუკიმ.

-იდიოტები ხართ?-თქვა დამცინავად იუნგიმ-მისი ცალკე ყოფნის იდეა და ჩვენი ერთმანეთზე მისრესვა არ მომწონს, მაგრამ ის გოგოა და ცალკე ოთახი სჭირდება.

-ვშიშობ, იუნგი მართალია.-გაიღიმა გოგონამ.

-ჯიმინ, შენ ვინმესთან გადადი და ვივი დროებით შენს ოთახში დაწვება, ხვალ კი დირექტორს დაველაპარაკოთ და მისთვის ოთახს გამოყოფს სადმე.-თქვა ნამჯუნმა.

-აი, ზუსტად მაგას ვიზამ, რაა... ჩემ ოთახს არ დავთმობ!-თქვა მკაცრად ჯიმინმა.

-დიახაც, დათმობ და თან როგორ!-თქვა თაემ სიცილით.

-შენ რა გაცინებს? შენი ოთახი ყველაზე დიდია, ამიტომ ზუსტად შენთან გადმოვა.-თქვა ნამჯუნმა სიცილნარევი ხმით.

ჯიმინს ყელში ამოუვიდა, ვივიანს მხარი გაკრა და ოთახისკენ წავიდა ნივთების ასაღებად. ვივის ისე მაგრად დაეჯახა მის გვერდით ჰოსოკს, რომ არ დაეჭირა გოგო იატაკს გაეკრობოდა პროფილით.

-ამას ხომ კულტურა ვერ ვასწავლე!-ამოიწუწუნა ჯინმა.

ყველამ გაიცინა ვივიანის ჩათვლით.

-ბიჭებო, დიდი ბოდიში, ამდენ პრობლემებს რომ გიქმნით...-თქვა შეწუხებული ხმით ვივიმ.

-კარგია რომ ხვდები.

-მოკლედ, მე წავედი და თქვენც დაიშალეთ, რომელიმემ კი ვივის ოთახები ანახეთ. ძილინებისა.-ნამჯუნმა ოთახის კარები გამოიხურა.

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now