30

1.1K 84 112
                                    

ამ თავმა ბოლო მომიღო🙂(ჩემს გამსწორებელსაც :დ) თან ბედობას რომ დამებედა : გეფიცებით მთელი ერთი დღეა ვასწორებიმედია თქვენ მაინც ისიამოვნებთ🤧

ჯიმინის pov:

საკუთარ თავს უკვე აღარ ვეწინააღმდეგები. არ აქვს აზრი იმის რწმუნებას, რომ მე ვივიანი არ მომწონს. ჯანდაბა! რამ გამოიწვია ჩემი ეს უეცარი ხასიათის ცვლილება? მისდამი დამოკიდებულებები სრულიად საპირისპიროდ შემეცვალა. ყველაზე უარესი ფაქტი კი ისაა, რომ თავს ვერაფერს ვუხერხებ. თავიდანვე ვცდილობდი ჩემი ამ სიმპათიის ჩაკვლას, მანამ სანამ ეს უფრო ძლიერ გრძნობად გადაიქცეოდა, მაგრამ ვერ შევძელი.

როდიდან გავხდი ასეთი სუსტი საკუთარი თავის მიმართ? ყველა მის ქცევას თვალს ვადევნებ, მასთან საუბრისას გული მიჩქარდება, მის ღიმილზე კი ვდნები. ეუნჯის რომ ახსენებს ხოლმე, თავის გაკონტროლებას ძლივს ვახერხებ, რადგან ეგრევე ეჭვიანობის გრძნობა იღვიძებს ჩემს გულში და გონებასაც ეპატრონება. მინდა, მის მიერ წარმოთქმული ყველა თბილი სიტყვის ადრესატი ეუნჯის ნაცვლად მე ვიყო. მინდა, ეუნჯის ნაცვლად მე ვაბედნიერებდე. მინდა, ეუნჯის ნაცვლად მე ვიყო მის გვერდით. მინდა, ეუნჯის ნაცვლად მე ვუყვარდე....

აი, ჯიმინ, სადამდე მოხვედი. მთელი არსებით იმისკენ ილტვი, რაც ერთ დროს შენი იყო და შენივე სირული მოქმედებების წყალობით დაკარგე. ნეტავ, იმ დროში დაბრუნება შემეძლოს. ნეტავ, შემეძლოს და აღარ მოვათრევდი სახლში ჰანას, აღარ ვატკენდი გულს მხოლოდ იმისათვის, რომ მე საკუთარ გრძნობებში გავრკვეულიყავი. არ გავუშებდი ასეთ შანსს ხელიდან. ნეტავ, არ გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე. ახლა ხომ ბედნიერი ვიქნებოდი? ჩემს მიერ ჩადენილ ყველა საქციელს ვნანობ. მინდა ვიოლეტას ბოდიში მოვუხადო თითოეული საქციელის გამო. მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ უკვე დაგვიანებულია. უკვე ძალიან გვიანია.

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now