12

1.1K 107 23
                                    

-ვივიან, ცუდი ამბავი მაქვს.-უთხრა ბიჭმა გოგოს და შეძლებისდაგვარად გაუღიმა.

გოგონა აზრზე ვერ მოსულიყო, ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა.

-რა ხდება, ნამჯუნ?-თვალები მოისრისა.
ბიჭმა ხელი ჩაჰკიდა და ძლივს თავიანთი ოთახისკენ გაიყვანა.

ოთახში გუკი ღრმად სუნთქავდა. გოგონა ბიჭს მიუახლოვდა და შუბლზე ხელი დაადო.

-ვაიმე, იწვის!-აღმოხდა ვივის-ღმერთო, სიცხე აქვს?-ბიჭი საბნის ქვეშ ვერ ისვენებდა და ბორგავდა.-რა ვქნათ...ვერავის შევატყობინებთ, ტელეფონის ხაზი არ იჭერს. გარეთაც ვერ გავალთ, საშინლად წვიმს.-ანერვიულდა გოგონა-ღმერთო, რა გავაკეთო!-ვივი სხვა ოთახებშიც შევიდა. ყველა ცხელი იყო და ოფლში იწურებოდა. მერე ნამჯუნთანაც მივიდა და მასაც დაადო შუბლზე ხელი.

-შენც ცხელი ხარ,-უთხრა ანერვიულებულმა გოგომ-ვამბობდი, ამოდით იმ წყლიდან, გაცივდებით-თქო მაგრამ ვინ მისმინა? სიცხე რომ არ გქონდეთ კარგად შემოგცხებდათ კაცი!

ნამჯუნმა გოგოს დაბოლილი ღიმილი აჩუქა და სკამზე წამოჯდა.

-ჯდომის დრო არ არის, ადექი,-ააყენა გოგომ.- მოდი ყველა მისაღებში გადავიყვანოთ, იქ ბუხარიცაა და თან ყველა ერთად იქნებით და იქით-აქეთ სიარულიც არ მომიწევს.-ნამჯუნმა თავი დაუქნია და ისევ დაჯდა. გოგომ ამოიოხრა. მასაც სიცხე ჰქონდა და, ალბათ, ფეხზე ძლივს იდგა. ბიჭების თრევას ვერ მოთხოვდა.-კარგი, შენ იჯექი და მე გადავიყვან.-ჯუნიმ თავი დაუქნია.

გოგო თავის ოთახში შევიდა, საბნები და პლედები ერთბაშად გამოიტანა. ერთი ერთ დივანზე დააწყო, მეორე - მეორეზე. საბედნიეროდ ბუხარი ელექტრო აღმოჩნდა.-მადლობა, ღმერთო!

გოგო პირველ რიგში ნამჯუნთან შევიდა, რომელიც ისევ სკამზე იჯდა.

-სიარული შეგიძლია?

-მგონი, კი.

-მაშინ, მოდი, მე გუკის წამოვიყვან და შენ შენით წამოდი,-ბიჭმა თავი დაუქნია და ადგა. ვივი რომ დარწმუნდა ნამჯუნის უსაფრთხოდ, მისვლაში თვითონ ჯონგუკთან მივიდა და მის წამოყენებას შეეცადა.

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now