8

1.3K 106 11
                                    

გოგონამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და სიმღერაც დაიწყო.

თავიდან ბიჭებმა ვერც შეამჩნიეს რაიმე ცვლილება. მუსიკა ხომ ნაზი იყო და ის ხმაც, რომელიც მღეროდა შესანიშნავად უწევდა მას კომპანიონობას.

ვივის ხმა მართლაც ანგელოზური იყო. ისეთი ნაზი და თბილი, თავს ერთადერთად გაგრძნობინებდა.

ვივიანი თითქოს მთელი არსებით მღეროდა. სახის გამომეტყველება სიმღერის ტექსტთან ერთად ეცვლებოდა და ბიჭებმა დაასკვნეს, რომ მისგან არაჩვეულებრივი მსახიობიც გამოვიდოდა.

გოგოს ხმა უსაშველოდ ნაზი, თბილი და ამავდროულად ძლიერი იყო, რადგან ისეთ ნოტებს წვდებოდა, რომლიც არც ისე მარტივი იყო. ის რაღაც წმინდა ხელშეუხებელს და მიუწვდომელს გაგონებდათ. ადამიანში თითქოს საუკეთესო გრძნობებს აღძრავდა და იმონებდა. იმონებდა იმდენად, რომ იქ მყოფ ჯიმინსაც კი ყველანაირი ნეგატიური გრძნობა გოგოს მიმართ დაჰკარგვოდა და მისით უსაზღვროდ აღფრთოვანებული იყო.

სიმღერაც დამთავრდა და ვივიანმა ბიჭებს ლეკვის თვალებით შეხედა.

-ვივიან, სიტყვები არ მყოფნის,-დაიწყო ნამჯუნმა, მაგრამ უეცრად ჰოსოკი წამოხტა და ვივიანს შეახტა.

-ღმერთო ჩემო, რატომ მგონია რომ განძი აღმოვაჩინეთ?!-შეუერთდა ჯინი ჰოსოკს და გოგოს მჭიდროდ მოეხვია.

-ჯეკპოტის მოგებასავითაა,-თქვა ჯონგუკმა-მშვენიერი ხმა გაქვს. წარმოიდგინე დუეტში ჩემს ხმას როგორ დააკვდება. პირდაპირ საოცრება.

-ვივიან, ძალიან მაგარი იყო!-ცქმუტუნებდა თაე.

-ბიჭებო? ვეღარ ვსუნთქავ!-გოგომ შეძლებისდაგვარად გაიცინა.

-დარწმუნებული ვარ, ხალხიც ვეღარ ისუნთქებს შენი ხმის გამგონე.-უთხრა ჯინმა.

-იუნგი, იქნებ გაიღვიძო?

-არ მძინავს, უბრალოდ, თვალი მოვხუჭე.-გაიზმორა იუნგი.

The Lack of happiness🍀(დასრულებული)Where stories live. Discover now