Mell's Pove
ჩემს ოთახში ვიჯექი, კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
-მელლ! ჩამოდი გოგო ძირს!
-აუ რა იყო დედა?!
-საგიჟედან არიან გამოქცეულები და შენ გკითხულობენ.
-ამოეთრიონ მერე რას დგანან მანდ.
ლამის ჩამოიღეს ჩემი ოთახის კარი ისე შემოგლიჯინდა. ოთხი მხეცი.
-რა იყოთ ხალხო დავრჩი კარის გარეშე.
-არაუშავს განიავდები ხომლე)) დამგესლა მერიემმა.
-ნუ ტლიკინებ ბევრს შენ.
ნინა და მერიემი მოვიდნენ და ლოგინზე დამახტნენ თავზე.
-რა იყოთ? რამ შეგაწუხათ? სად გვაქვს გასვლა? - ვიკითხე სასხვათაშორისოდ.
-ხვალ ხო სკოლა იწყება, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ხოდა წავედით! - მითხრა ალექსმა და თან ჩემს კარადაში შეძვრა.
-აა ესენი ჩავიცვი, მიდი მალე ახლა! - ხელში ტანსაცმელი მომაჩეჩა, რომელიც თვითონ აარჩია.
-და სად მივდივართ?
-საშოპინფოდ გოგო, აეგდე ფეხზე. - ლუკი მოვიდა და საწოლიდან გადმომაგდო.
-ლუკკკ! - ბოლო ხმაზე ვიჯღავლე.
-ნუ ჯღავი გოგო მომძვრა ყურები - მითხრა მერიემმა, ნინამ კი თავში ხელი წამომარტყა.
ბოლოს და ბოლოს ავეგდე და გამოვიცვალე.
-დეეეეე! გავდივარ მე!
-იქნებ დაგვდო პატივი ქალბატონო მელ და გვითხრა საით მიბრძანდები? - ხელების სავსავით მითხრა დედაჩემმა.
-ჩემო ლამაზო დედიკო ხო იცი რა ძაან მიყვარხარ - პატარა ბავშვივით გავუღიმე და ხელები კისერზე მოვხვიე.
-ახლა რა გინდააა? - ლოყაზე მაკოცა დედაჩემმა.
-შენი აზრით?
-მიდი ჩემს ოთახში შედი და ამოიღე რამდენიც გინდა - თავისი ოთახისკენ გაიშვირა თითი.
-ოოო როგორ მიყვარხარ ვერც კი წარმოვიდგენ.
-გადი, გადი ნუ აფერისტობ - მომაძახა დედაჩემმა.
მეც საძინებელში შევედი და ფული ავიღე.
რომ გამოვედი ცალი ხელი ავწიე და ისე ვთქვი:
-აბა! გზა ხსნილია, დავაწექით!
გარეთ გავედით. ჩვენს შორის მხოლოდ ლილია სრულწლოვანი და მარტო მას ჰყავს მანქანა, ჩვენ კიდე მშვენივრად გვყოფნის ერთი მანქანა.
-მე წინ ვჯდები! - დავიყვირე სანამ მანქანასთან მივიდოდით და გავიქეცი.
-სულ შენ რატო ჯდები წინ ეეე... - ამოიოხრა ალექსმა.
-კარგი რა ალექს ხო იცი ცოდად ვხდები.
-რა გხდის ცუდად? უკან ჯდომა? - მითხრა მერიემმა.
-უკან ჯდომა კი არ ხდის ცუდად უბრალოდ იქ თავის ჭკუაზე რთავს მუსიკებს. - აყვა ნინაც.
-ხოდა მთელი გზა გვასმენინებს მერე საშინელებებს- შანსის მოგებით თქვა ლუკმა.
-ჰმმ... თქვენ ისეთი უგემოვნოები ხართ 90იანების ჰიტებს მომასმენინებთ ან საერთოდ არაფერს ჩართავთ, უპუნტობით მოვკვდებით, მე კიდე გახალისებთ და თქვენ კიდე მადლობასაც არ მეუბნებით.
-იმის თქმა გინდა რომ შენს გარეშე უპონტობა იქნებოდა- კითხვისნიშნიანი სახით გამომხედა მერიემმა.
-დიახადაც! მე რომ არ ვიყო თქვენ სერიოზული და წიგნებზე გადამკვდარი სასტავი იქნებოდით.
-ეგრე მწარედ ნუ ღადაობ გოგონი - მითხრა ლუკმა.
-არაფერსაც არ ვღადაობ ნაგავო)) - სწერვა ღიმილი ვესროლე ლუკს. მუსიკები ჩავრთე და ბოლო ხმაზე ავუწიე.
-უსმინეთ და დატკბით!
-რა ნაგლი ხარ გოგო! - მითხრა მერიემმა.
-მეც მიყვარხარ პაწკუ - ვუთხარი და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილზე.
-ესი იგი, ბალღებო გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ყველანი უგემოვნოები ხართ ჩემგან განსხვავებით, მე დაგეხმარებით ტანსაცმლის არჩევაში - ისე გავუღიმე ბავშვებს, ლამის 32ივე კბილი გამოვაჩინე.
-ნუ ნაგლობ იდიოტო - დამგესლა ალექსმა.
-იდიოტი თვითონ ხარ სიყვარულო - ტუჩები მოვკუმე თითქოს ვკოცნიდი. ტანსაცმელები ვიყიდეთ და დატვირთულები გამოვედით მაღაზიიდან.
-ვაიმე ესენი ჩავალაგოთ ალექს მანქანაში, თორემ აღარ შემიძლია უკვე დამატყდა ხელები - დავიწყე წუწუნი.
-სულ როგორ უნდა წუწუნებდე გოგო შენ? - შემეკამათა ალექსი.
-ოოო მიდი და ათრიე აბა შენ ამდენი პარკები.
-არ ვათრევ მერე?
-ხო მაგრამ შენ ბიჭი ხარ და ჩემზე მეტი ძალა გაქვს მოტვინე მაგდენი.
-ნუ წუწუნებ. ახლა არ გაქვს ძალა ხო? რომ გითხრა მცემე თქო სულ დამალურჯებ.
-არ გეკადრება ალექს, მე შენ როგორ დაგარტყამ.
-კაი ხოო, დადე ეგ პარკები. ჩემებს ჩავალაგებ და მოგეხმარები.
-ხალხო მიბაძეთ ამ პიროვნებას და ჯელტმენობა ისწავლეთ.
-მაგას ჩემს გასაგონად ამბობ მელ? - მომიტრიალდა ლუკი.
-შეიძლება ძვირფასო.
-თავს ნუ მაცემინებ ძეტკა.
-ნუ მაცინებ. - პარკები ძირს დავალაგე და ალექსს გავძახე:
-ალექსს გელოდები.
-არ იკადრო შენ აქამდე მოტანა, ფრჩხილები გაგიფუჭდება - ასისინდა ნინა.
-ყველა ჩემი ნერვების მოშლას რატომ ცდილობთ? ხომ იცით მაინც არაფერი გამოგივათ. - ნიშნის მოგებით ვუთხარი ოთხივეს.
-ვაფშე ყველაფერი გკიდია და შეუძლებელია რამემ გაგაბრაზოს - ატლიკინდა მერიემიც.
-ხოდა მაგიტომ ვიცხოვრებ თქვენზე დიდხანს.
-საიდან იცი?
-გული მიგრძნობს.
-შენ დაჟე გულიც გაქვს? - დაცინვით მკითხა ლუკმა.
-შენ წარმოიდგინე და კი...
სახლამდეც მივედით, პარკები ჩამოვალაგეთ და სახლებში გავნაწილით იმ პირობით რომ საღამოს ყველა ავიდოდით მერიემთან ფილმის საყურებლად.
-დეეე მოვედიიიი...
-ქალბატონი მობრძანდა - დაიძახა დედაჩემმა.
-დიახ, დიახ ქალბატონი მელი მობრძანდა და თუ შეიძლება მხურვალე აპლოდისმენტებით შევეგებოთ მას- ხმამაღლა ვთქვი და ტაშის დაკვრა დავიწყე.
-ნუ მსახიობობ გოგო
სამზარეულოდან გამოვიდა მამა.
-მააა! სახლში ხაარ?
-არა შვილო, გეჩვენები - ჩემთან მოვიდა და მომეხვია.
მამა ბიზნესმენია და ხშირად უწევს საზღვარგარეთ გასვლა. ახლაც ერი კვირაა სახლში არ ყოფილა.
-ეს კიდე ტელევიზორთან აგდია? - ჩემი ძმისკენ წავედი.
-ნერვებს ნუ ამიშლი ახლა - ისე მითხრა კრისმა არც კი გამოუხედავს.
-არა, რა სულ სახლში როგორ შეიძლება რომ იყო, გარეთ გადი, მეგობრებთან წადი, დალიე, გაერთე ან რაღაც ქენი. სულ სახლში ყოფნა არ გბეზრდება?
-საკმარისად ვერთობი და ვსვავ კიდეც, უბრალოდ არ ვთვლი ანგარიში შენ ჩაგაბარო.
-ოჰო... როგორი ამბიციური განაცხადი იყო.
-მელ ნერვებს ნუ მიშლი, წადი შენ გიჟ მეგობრებთან.
-ვაპირებ კიდეც და სულ არ მჭირდება შენი შეხსენება - კრისთან მივედი და ლოყაზე ვაკოცე.
-მომშორდი, რამე არ გადამდო
და მეც არ გამაგიჟო თორე მომოწევს საგიჟეში წავიდე.
-ნწწ ვერ გაგაგიჟებ იმიტორო შენ უკვე ისედაც საგიჟეთში ხარ გამოსაკეტი.
-გამეცალე - მითხრა და ბალიში მესროლა.
-მიზანიც არ გაქვს შე საწყალო. დარჩი უცოლოდ.
-რაებს იძახი მელ? - გამომეკიდა დედაჩემი.
-ვსიო მოვრჩი- გავუღიმე დედას და ჩემს ოთახში ავედი.
საღამოს ყველა მერიემთან შევიკრიბეთ და საშინელებათა ფილმს ვუყურეთ, მერე ისევ სახლებში დავნაწილით..._____________________________
Vote & comment ❤️❤️❤️