Chapter 29

997 45 7
                                    

Mell's Pove
კიდევ ორი დღე ვიყავი საავადმყოფოში და ნამდვილად ვერ ვიტყვი,რომ მოვიწყინე.პირიქით მთელი ჩემი სასტავი თავზე მადგა და მართობდნენ.
ორი დღის შემდეგ ყველა ერთად წავედით სახლში და იმის გათვალისწინებით,რომ ჯერ კიდევ სუსტად ვიყავი,მხოლოდ ფილმების ყურებას დავჯერდით.
სამი დღე გარეთ გაუსვლელად გავატარე.დილიდან საღამომდე სახლში ვიყავი,დედაჩემის,მამაჩემის და კრისის ყურადღების ცენტრში.საღამოობით ჩემი ბავშვებიც მოდიოდნენ და მამხიარულებდნენ.სპეციალურად ჩემთვის დადგმული თოჯინების წარმოდგენაც კი მოაწყვეს და ბევრი მაცინეს.ნიკიც ჩემს გვერდით იყო და მაბედნიერებდა.
მეოთხე დღე გათენდა,თავს მშვენივრად ვგრძნობდი.ავდექი და სკოლაში წასვლა გადავწყვიტე.მოვწესრიგდი,ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
-დილამშვიდობისათ-მომღიმარი სახით მივესალმე ყველას.
-ასე ადრე რატო ადექი შვილო?-მკითხა დედამ.
-სკოლაში გადავწყვიტე წავიდე.
-ჯერ არ შეიძლება-მითხრა ჩემმა ძმამ და შუბლზე მაკოცა.
-ხო შვილო,ჯერ სუსტად ხარ კიდევ.
-არა რა დედა,კარგად ვარ მართლა-მუდარის თვალებით შევხედე მე,თუმცა ის მაინც არ აპირებდა გაშვებას ამიტომ ახლა მამას გავხედე იმის იმედით რომ ის მაინც დამთანხმდებოდა.
-წავიდეს როზი,კარგადა უკვე,თან მოიწყენდა ამდენხნიანი უმოქმედობით-დედას უთხრა მამამ.
-მიყვარხარ მაა-სიხარულით შევხტი და მამას მივვარდი.
-ოღონდ ფრთხილად იქნები იცოდე.
-ხო აბა რა.
-მე წაგიყვან მაშინ-მითხრა კრისმა.
-ბავშვები მომაკითხავენ.
-თავს გაუფრთხილდი-დარიგება მომცა კრისმა.
-აუცილებლად-ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე მათ და სახლიდან გამოვედი.
ქვემოთ რომ ჩამოვედი ნიკი დამხვდა.
-დილამშვიდობის პრინცესა-ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა.
-დილის საყვარელი ადამიანით დაწყება კარგის ნიშანია-გავუღიმე მე და თვალებში შევციცინე.
-ჩემო პატარა-კიდევ ერთხელ მაკოცა ლოყაზე.
-ჯერ სკოლისთვის ადრე არ იყო?-მკითხა დაეჭვებით ნიკმა.
-შენც ნიკ?-მობეზრებულად ვუთხარი.
-შენს ჯანმრთელობას ვუფრთხილდები.
-კარგად ვარ.
-ახალი ამბავი გაიგე?-გაბრწყინებული თვალებით შემომხედა.
-რა მოხდა?
-რა ამბავი?-მოუთმენლად ვკითხე.
-ბილი დააკავეს,არასრულწლოვნების გამო გამოსასწორებელსი გაუშვეს 6 წლით.
-6 წელი ცოტაა.
-ყველანაირად ვეცდები რომ არ გამოვიდეს იქიდან.
-მიყვარხარ-ყელში ვაკოცე.
ნიკმა თავისი მანქანით მიმიყვანა სკოლაში,ყველა გარეთ დამხვდა.
-მიკვირს კრისმა როგორ გამოგიშვა სახლიდან ჯერ-გადამკოცნა ალექსმა.
-ნამდვილად ვერ გაიგო რომ წამოხვედი-აყვა ლუკიც.
-ხალხო კარგად ვარ.
-ჯერ მაინც სუსტად იქნები-მხარი აუბა მათ ნინამაც.
-თავისი საქმე თვითონ იცის და იმასაც უკეთ გრძნობს კარგადაა თუ არა,მე შენსკენ ვარ მელ-გვერდით ამომიდგა მერიემი.
-მაგიტო მიყვარხარ ჩემო გოგო-ხელი მოვხვიე მე.
-აბა მიმიხედეთ შეყვარებულს-თვალი ჩამიკრა ნიკმა და ბავშვებს მიუბრუნდა-თქვენ გაბარებთ იცოდეთ.
-თმის ღერიც არ ჩამოუვარდება-სიცილით უთხრა ალექსმა.
-ერთად წავიდეთ ჩვენ-უთხრა ლუკმა ნიკს და სკოლის ეზოდან გავიდნენ,ჩვენ კი სკოლაში შევედით.
გაკვეთილებმა ჩვეულებრივად ჩაიარა და ბავშვებმა იმ მიზეზით რომ ჩემი დატვირთვა არ შეიძლებოდა სახლში გამომიშვეს მაშინვე,თან დამპირდნენ უშენოდ არაფერს ვიზამთო.მეც სახლში წამოვედი.
საღამოს ამომაკითხეს და ისევ ფილმს ვუყურეთ ყველამ ერთად,ოღონდ ამჯერად ლიზაც ჩვენთან იყო.ის არ მითქვამს ხო ლუკი და ლიზა ერთად რომ არიან?დიახ,დიახ,არ მოგესმათ ერთად არიან ჩვენი გვრიტები.
..................................................
მეორე დილით სკოლაში ისე წამოვედი რომ კრისი სახლში არ იყო.მშობლებს ვკითხე ასე ადრიანად სად წავიდათქო და მეგობრებთან ერთად გავიდაო.მე კი მივხვდი რომ ტყუილი იყო,წინააღმდეგ შემთხვევაში მეცოდინებოდა მეც და ჩემს სასტავსაც სად წავიდნენ.დამაინტერესა სად იყო ჩემი ძმა ამ დილაადრიანად,თან იტყუებოდა მეგობრებთან ერთად გავედიო.
სკოლაში მივედი და ყველა იქ დამხვდა გარდა მერიემისა.
-ბავშვებო მერიემი სადაა?-ვიკითხე მე.
-დილით ველაპარაკე და სიცხე მაქვსო-მიპასუხა ნინამ.
-რა დაემართა ნეტა?-ჩუმად ჩავიბუტბუტე ჩემთვის.
-გაცივდა ალბათ-თქვა ალექსმა.
სკოლაში შევედით და კლასებში წავედით.გაკვეთილების ბოლოს ისევ გარეთ შევიკრიბეთ ყველა ერთად.
ნიკი და ლუკიც მოვიდნენ მანქანებით.
-ნიკ კრისი ხო არ იცი სადაა?-ვკითხე მე.
-სახლში არაა?
-დილიდან არ დამხვდა.
-დავურეკო?
-არა,საქმე აქვს ალბათ რამე.
-მერიემი სად გყავთ-ახლა ნიკმა გვკითხა.
-სახლშია,სიცხე მაქსო.
-სიცხეო?-ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ნიკს.
-რა იყო?-კითხა დაინტერესებულმა ნინამ.
-არაფერი-ისევ გაიღიმა.
-ნიკ,რამე იცი?-ახლა ლუკი გადავიდა კითხით.
-ოჰჰ რა ამბები ტრიალებს რომ იცოდეთ-ინტრიგა ჩაგვიგდო ნიკმა.
-ნიკკკკკ.
-კრისთან ერთადაა წასული-უყოყმანოდ მოგვახალა.
-რაა?-წამოვიყვირე მე გაოცებით.
-ღადაობ ხო?
-სერიოზულად?-ყველა პირდაღებული მივაჩერდით ნიკს.
-შენს ძმას მემგონი სიყვარულმა მოაკითხა-თვალის ჩაკვრით მითხრა.
-შანსი არაა-გაუკვირდა ლუკსაც.
-სერიოზულად გეუბნებით,მემგონი მოსწონს მერიემი.
-აუუ მაგარია-თქვა ნინამ.
-ვერ ვიჯერებ რომ ჩემი ძმა ვინმეს სერიოზულად უყურებს.
ასე გაკვირვებულები დავშორდით ერთმანეთს.

_____________________________

Vote & comment ❤️❤️

from hate to love [COMPLETED] Donde viven las historias. Descúbrelo ahora