Chapter 24

1K 53 4
                                    

Mell's Pove
ნიკთან რომ ავბრუნდი სახლის კარი ღია იყო,მეც დაუკაკუნებლად შევედი.მისაღებში არ იყო ნიკი.
-ნიკკ!სად ხარ?
-ნიკკ!!!
-ოთახში ვარ მელ-გამომძახა თავისი ოთახიდან.მეც ოთახში შევაკითხე და დავინახე,რომ ნიკი გოლდენ რეტრივერს ეთამაშებოდა პატარა დათვით.
-ნიკკკ-აღფრთოვანებით წამოვიყვირე-ვაიმე ნიკკკ,სად იყო ეს სიყვარულიკი?-ძაღლს მივვარდი.
-ვიყიდე და ახლა მომიყვანეს.
-ვაიმეეე,როგორი საყვარელია-ლეკვს ვეფერებოდი თან.
-მოგწონს?გიყვარს ძაღლები?
-ეს რანაირად არ უნდა გიყვარდეს?უყურე როგორი პატარაა-კოცნა დავუწყე ლეკვს.
-დაბადების დღეზე გაჩუქებ,გინდა?
-ღადაობ?ამას?
-ამას არა,ახალს გიყიდი,იგივენაირს.
-აუუუ მინდაა-ყურებამდე ამივიდა ღიმილი.
-სახელი შემარჩევინე ახლა.
-გოგოა თუ ბიჭი?
-ბიჭი.
-სქაი?სპენსერი?კოკი?ტოფსი?ჩაკი?დანტესი?შელბი?ტედი?-ერთდროულად მივაყარე მე.
-ვერცერთი რომ ვერ დავიმახსოვრე?
-სპენსერი დავარქვათ,ან არა,დანტესი,არა,არა ტოფსი-ვერ ჩამოვყალიბდი მე.
-სპენსერი მომწონს,მართლა კარგია.
-ხო მეც მომწონს,სპენსერ,სპენსერ-ლეკვს მივუბრუნდი.
-ნახე,თვითონაც მოსწონს-მოეფერა ნიკიც.
მთელი დღე სპენსერს ვეთამაშებოდი,დროგამოშვებით ნიკიც მოვიდოდა და ისიც მოეფერებოდა.
საღამოს დავაძინე სპენსერი და მისაღების დივანზე წამოვწექი დაღლილი.
სამზარეულოდან ნიკი გამოვიდა და ჩემთან მოვიდა.
-დაიღალეთ ქალბატონო მელ?
-დამღალა იმ მაიმუნმა-გაღიმებულმა ვთქვი.
-არ გშია?
-აუ კი,მოვამზადებ რამეს-ადგომა დავაპირე მე.
-არა იწექი,დღეს მე მოვამზადებ.
-მოწამვლა არ მინდა.
-სხვათაშორის მშვენივრად ვამზადებ.
-მაინც რას?
-პიცა გამოვაცხო?
-დაჟე პიცის ცხობაც იცი?-გაკვირვება ვერ დავმალე.
-თან ისეთის,თითებს ჩაიკვნეტ.
-მაშინ მოგეხმარები მეც-დივნიდან წამოვხტი.
მე და ნიკი საუზარეულოში შევედით.ნიკმა უჯრიდან დაკეცილი წინსაფრები ამოიღო და ერთი მე მომაწონა.
-ოჰოო-არმეგონა ბიჭებიც თუ იკეთებდნენ წინსაფარს სმზარეულოში,მითუმატეს ვერ წარმოვიდგენდი ნიკმა კვერცხის შეწვის გარდა რამე თუ იცოდა.
-ნუ გიკვირს მელ სკოტ,კიდევ ბევრჯერ გაგაოცებ,მოულოდნელობებით ვარ სავსე.
-ზოგადად მიყვარს როცა ხალხს მე ვაოცებ.
-ახლა პირიქითაა.
-მოდი დავიწყოთ მომზადება-შევთავაზე მე-თორემ მოვკვდი ისე მშია.
-აქამდე სად იყავი მერე,გეთქვა-მითხრა და დაიხარა,ქვემოთა უჯრიდან საჭრელი დაფა გამოიღო და მომაწოდა.
-პომიდორს დაჭრი?-მკითხა მე.
-კი,მომეცი.
მე პომიდვრის დაჭრა დავიწყე,თვითონ კი ცომი გაამზადა და მაგიდაზე დადგა.
-ძეხვიც მომეცი დავჭრი-ვუთხარი ნიკს როცა პომიდვრის დაჭრა დავამთავრე.
ყველა ინგრედიენტი მზად იყო,ახლა მხოლოდ ცომზე მოლაგება და გამოცხობა დარჩა.
ჩვენი პიცა შესანიშნავი გამოვიდა.ლამაზი ხომ იყო,მაგრამ გემრიელი უფრო.
-მეორედ პიცას აღარ გამოვიძახებ,შენთან ამოვალ და აქ მოვამზადებ.
-თ-დაამატა ნიკმა.
-ნუ ხო.
-სამის ოცი წუთია ჯერ,რამე არ გავაკეთოთ?-მკითხა ნიკმა.
-აუ ხო,მაგრამ რა?
-წამო გარეთ გავიდეთ.
-შენთვის სიარული არ შეიძლება ჯერ.
-კარგად ვარ.
-ექიმმა თქვა ბევრი არ იაროსო.
-ექიმმა რა იცის მე როგორ ვარ,წავიდეთ რა.
-კაი ხო,ჯანდაბას,მაინც არ მინდა მთელი დღე სახლში ყოფნა.
-სპენსერიც წავიყვანოთ და გავასეირნოთ.
-ხო მართლა,სადაა სპენსერი?
-აუ რავი,თამაშობს ალბათ სადმე.
ნიკის ოთახში შევედი და სპენსერი დავინახე,რომელიც საწოლზე გაგორებულიყო და ფანჯრიდან შემომავალ მზის სხივებს ეთამაშებოდა.ეს პატარა არსება როგორი საყვარელია,შემიყვარდა უკვე.სპენსერი ხელში ავიყვანე და მისაღებში ნიკს დავუსვი მუხლებზე,მეც გვერდით მივუჯექი.
-ნეხე როგორი საყვარელია-თბილი ხმით ვუთხარი და ნიკის მუხლებისკენ დავიხარე,სადაც სპენსერი იწვა.
-პატრონისავით-ნიკის მზერასვგრძნობდი,მაგრამ თავი არ ამიწევია.
-აშკარად ეს უფრო უკეთესია.
-მე რას მიწუნებ აბა?-ამ ბოლო დღეებში რაღაც ძალიან მოვლბი ამ ბიჭის მიმართ,ნეტა რა ხდება?რა მომივიდა?პასუხებს ვერ ვპოულობდი ჩემივე დასმულ კითხვებზე.
-რას გიწუნებ?-ჩავფიქრდი,რას უნდა ვუწუნებდე ასეთ სიმპატიას?!-რასდა ხანდახან ნერვებს რომ მიშლი.
-მე გიშლი ნერვებს?-მკითხა გაოცებით,მე თავის აწევა დავაპირე,თუმცა ნიკის თავს შევეჯახე,ჩვენი მზერა ახლა ერთმანეთისკენ იყო მიმართული,თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და მე მის თვალებში სამყარო დავინახე...ნიკიც დაჟინებით მიყურებდა თვალებში და გახედვას არც აპირებდა.მისმა ხან ყავისფერმა და ხან მწვანე თვალებმა თავბრუ დამახვია,მთელ მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფარფატი და მე თავი ვეღარ გავაკონტროლე...არც მთვრალი ვიყავი და არც მოწეული მქონდა რამე,უბრალოდ ვერ გავაკონტროლე ჩემივე თავი და ნიკის ტუჩებს ნაზად შევეხე.ერთხანს გაკვირვებული გაშეშდა,მერე როცა დანებება გადავწყვიტე თვითონაც ამყვა,თან გაშლილ თმაში შემიცურა ცალი ხელი,არ მომშორდა სანამ სუნთქვა არ შემეკრა,არც მერე აპირებდა რომ არა სპენსერის ყეფა.ლეკვმა ყეფა დაიწყო,თან ჩვენ შემოგვყურებდა,თითქოს გებულობდა რამეს,მე და ნიკმა სპენსერს გავხედეთ და ორივეს სიცილი აგვიტყდა,მე ალბათ უფრო იმიტომ ვიცინოდი რომ ის უხერხულობა გადამეფარა რომელსაც ვფრძნობდი.
-და შენ მეუბნებოდი ღრმად იჭრები ოცნებაშიო-დივანს მიეყრდნო ნიკი.
მე სახეზე ავწითლდი,ვერაფერი ვთქვი,უბრალოდ პატარა ბავშვივით სახეზე ავიფარე ხელები.
-შეგრცხვა მელ?არადა საუბრის დროს როგორი თავდაჯერებული ხარ,მოქმედებებს კი ვერ უძლებ-გამიღიმა ნიკმა და ორივე ხელი ძლიერად მომხვია.მეც მთელი ძალით მივეკარი მკერდზე და მისი გულის ცემის მოსმენა დავიწყე.
-პატარა სულელი ხარ,ოღონდ მარტო ჩემი პატარა,არავისი ჩემს გარდა-თმაზე მეფერებოდა ნიკი.

_____________________________

Vote & comment ❣️❣️❣️

from hate to love [COMPLETED] Where stories live. Discover now