Chapter 20

1K 56 12
                                    

Mell's Pove
სახლიდან მე და კრისი ერთად გამოვედით,ნიკის მანქანაში ჩავსხედით და წავედით.
-კრის მოდი ჯერ ნიკი ვნახოთ და სკოლაში მერე წამიყვანე-შევაპარე ჩემ ძმას.
-გაკვეთილები გაგიცდება.
-არაუშავს,ნიკი უნდა ვნახო,მან გადამარჩინა.
-კაი ხო,წაგიყვან.
საავადმყოფოში შევედით და სარეგისტრაციოსთან მივედით ორივე.
-გამარჯობათ ქალბატონო,ნიკ ბრაუნი რომელ პალატაშია?-იკითხა ჩემმა ძმამ.
-გამარჯობათ.დამელოდეთ ახლავე ვნახავ.-გვითხრა შუა ასაკის ქალმა და კომპიუტერს ჩახედა.
-მეორე სართულზე,232ე ოთახში.
-ნახვა შეიძლება?
-ექიმს დავუკავშირდები.-ახლა ტელეფონის ყურმილი აიღო ქალმა და ექიმს ესაუბრა.
-კი,შეგიძლიათ შეხვიდეთ,ახლა ღვიძავს,თუმცა მხოლოდ 10 წუთი.
-მადლობა ქალბატონო.
მე და კრისი ლიფტში შევედით,მეორეზე ავედით და 232ე პალატის ძებნა დავიწყეთ.
ნიკის პალატასტან ბახილები და სპეციალური ლურჯი „ტანსაცმელი“ ჩავიცვით და პალატაში შევედით.ოთახი მთლიანად წამლების სუნით იყო გაჟღენთილი.
ნიკს ფანჯრისკენ ჰქონდა თავი შებრუნებული და გარეთ იყურებოდა.კარის ხმაზე თავი მოატრიალა.
-პრივეტ ლომო-გაღიმებული სახით მიესალმა კრისი.
-ძმას გაუმარჯოს-გაუღიმა ნიკმაც.
-პრივეტ ნიკ-ახლა მე მივესალმე.
-პრივეტ მელ-მომესალმა ისიც.
-ხო ხარ ჯიგრულად?-ჰლითხაჩემაა ძმამ.
-უჰჰ კი.
-მეთქი წავიდა,კვდება კაცითქო.
-ეგრე ადვილად რა მომკლავს შეჩემა?!
-ხოდა ეგრე-გაიცინა ჩემმა ძმამ და ნიკის გვერდით დაჯდა.
-მელ შენ როგორ ხარ?
-აჰჰ...მე?...კარგად, არამიშავს.-დავიბენი უცებ.
-იმ ნაძირალას რა მოუვიდა?
-დაიჭირეს,მალევე იპოვეს,ეგ დებილი თავისი უფრსი დის სახლში მისულა.
-ნორმალური რომ არ იყო ვიცოდი,მაგრამ დის სახლში რანაირად მივიდა?
-პოლიცია რომ მიადგათ გადარეულა ქალი,ბავშვებს ვაფშე ტირილი დაუწყათ მამაჩემი არ წაიყვანოთო,საწყალ პატარებს ეგონათ მამამისი თუ მიყავდათ.
-ღმერთო ჩემო!ნაძირალა!ბავშვებიც შეაშინა.
-შენი წყალობით გადარჩა მელიც,არც კი ვიცი მადლობა როგორ უნდა გადაგიხადო.
-რა მადლობა შეჩემა,ნორმალური ხარ?
-ასწორებს ასეთი ძმაკაცის ყოლა-გაიცინა ჩემმა ძმამ.
-ნეტა აქამდე რატო არ გამიცანი ხო?-გაიცინა ნიკმაც.
-თავში ნუ აგივარდება ახლა.
-ჭრილობა როგორ გაქვს ნიკ?-ჩავერთე მეც.
-არაფერია პროსტა 7 ნაკერი მადევს მარტო-გაიცინა.
-7?-გავიკვირვე მე.
-პროსტა შენ დას თუ აკვირდები?-ჩემ ძმას მიუბრუნდა ნიკი-მანამდე როგორ მექცეოდა,მლანძღავდა და სულ მეჩხუბებოდა,ახლა როცა საავადმყოფოში ვარ როგორ მეალერსება,ვეცოდები აშკარად.
-ჩემს გამო რომ ხარ აქ თორემ ისე არ შემეცოდებოდი, გამოჯანმრთელდები და ისევ ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები-ხელები გადავაჯვარედინე მე.
-ნუ მელი მაინც მელი დარჩა,არაფერი მოქმედებს ამ გოგოზე.
-თუ არ ჩავთვლით რომ გამაუპატიურეს-სევდა და ტკივილი ვიგრძენი უცებ და თვალებიც ამიცრემლიანდა.
-...
-...
ამ ნათქვამს ორივეს მხრიდან სიჩუმე მოჰყვა.
-კაი რას გაჩუმდით,როგორმე გადავიტან,არ ვაპირებ ბილის გამო მთელი ცხოვრება ვიტანჯო,ნუ მთავარია შემდგომში ამან ურთიერთობებში ხელი არ შემიშალოს.
-თუ რამე და შინაბერა დარჩი მე გითხოვ,ჯანდაბას!
-სულ რომ არავინ მოინდომოს ჩემთან ყოფნა შენ მაინც არ გამოგყვები-ენა გამოვუყავი მე.
-მაინც როგორ ამაყად ჭიკჭიკებს,შემეხვერწები ცოლად მომიყვანეო.
-თუ ვინმეს ფანტაზიის უნარი სჭიდება შენთან მოვიდეს და ისესხოს ცოტა,შენ მაინც ბევრი გაქვს.
-შენ ხო არ გინდა გასესხო?ნაკლებობას ვგრძნობ რაღაც-გაიცინა ნიკმა.
-ოჰჰ,ცუდად არ იყოოოო-ვინატრე ხმამაღლა.
-რას მიზამდი რო რამე?
-დაგახრჩობდი,ჩემი ხელით.
-დასახრჩობი ვინცაა იმას მოუწევს ნამდვილად,ჯერ ავდგე აქედან და-ცეცხლი მოეკიდა თვალებზე.
-ციხეშია შეჩემა,რას უზამ აქედან?-ჰკითხა კრისმა.
-რავი.-დანებდა ნიკი.
-თუ შეიძლება მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს და ძველებურ რუტინას დავუბრუნდეთ-ვთქვი მე ხელების აწევით.
-okay darling!-მითხრა ნიკმა.
-აუ მელ,ნიკის დაკრული მოსმენილი გაქვს?
-რაზე უკრავს?ნერვებზე ხო?-გავიცინე მე.
-ნუ ნერვებზეც მაგრამ გიტარაზეც-სიცილით მიპასუხა ჩემმა ძმამ.
-ზოგადად მიყვარს გიტარისტი ბიჭები,მაგრამ შენ გამონაკლისი ხარ-შხამი მაინც გამოვუშვი ცოტა.
-აჰ კაი ერთი-ჩაიბუტბუტა ნიკმა.
პალატის კარი გაიღო და ექთანი შემოვიდა.
-თუ შეიძლება დატოვეთ პაციენტი,გადაიღლება.
-მაგრამ ჯერ არ დავღლილვარ-მოწყენილი სახით უთხრა ნიკმა.
-მშვენიერია,სანამ დაიღლები მანამდე მოუწევთ წასვლა,მაგას რა ჯობია-ღიმილით თქვა ექტანმა და პალატიდან გავიდა.
-რა მაგარი ვიღაცაა ეს შენი ექთანი-ცალი თვალი ჩაუკრა კრისმა ნიკს.
-20 წლისაა.
-ეგ არაფერი,ერთი წლით უფროსი ვინ არ ყოფილა-გაიცინა კრისმა.
-ჩავიგდო ხელში?-ეშმაკურად გაიღიმა ნიკმა.
-ლოგინში ჩაიწვინე და მერე რად გინდა-გადაწყვიტა ჩემმა ძმამ.
ნიკმა ტუჩის ცალი მხარე ასწია და ეშვი გამოაჩინა ვნებიანად.
-გულს მირევთ თქვენც და თქვენი დიალოგებიც-ღებინების იმიტაცია გავაკეთე მე.
-აა შენც აქ ხარ ძვირფასო?-გამომხედა ჩემმა ძმამ.
-არა კრის,გეჩვენები.
-ხოდა იმას გეუბნებოდი რომ ერთი ღამის გოგოა რა-ისევ ნიკს მიუბრუნდა კრისი.
-უხხხ-ვნებიანად აილოკა ტუჩები ნიკმა.
-ჯანდაბა!როგორი გარყვნილები ხართ!თქვენი არაპატიოსნების დედაც!-შევიკურთხე მე და პალატიდან გამოვედი.
გზაში ის ექთანი შემხვდა და ჩემდაუნებურად შევუბღვირე.
მალე ჩემი ძმაც მომყვა და სკოლაში წამიყვანა.
სკოლაში როგორც კი შევედი,კარის უკნიდან მერიემი გამოხტა,ხელში ყვითელი ბუშტი ეჭირა გაბერილი,რომელზეც გაღიმებული სმაილი ეხატა და ეწერა „SMILE“.
-მელლლლ როგორ მომენატრე ჩემო გოგო-მომახტა მერიემი.
-მერიემმ-ვიყვირე სიხარულით.
-როგორ ხარ გოგო?ძაან მომენატრე და ვინერვიულე,შენს მოსაძებნად მეც მოვდიოდი მაგრამ კრისმა არ წამომიყვანა,არ მინდა შენც რამე მოგივიდესო.
-არ მინდა შენც რამე მოგივიდესო?ეგ უკვე პროგრესია თქვენს ურთიერთობაში_სიცილით ვუთხარი მე და მოვეხვიე მთელი ძალით.
-წავედით ახლა კლასში შევიდეთ...
გაკვეთილები რომ დაგვიმთავრდა, მე და მერიემი ერთად გამოვედით.
მერიემმა დაიჯინა გინდა თუ არა ნიკი უნდა ვნახოო და საავადმყოფოში წავედით.
ნიკი ვნახეთ და შემდეგ სახლში წამოვედით,მერიემი იმ დღეს ჩემთან რჩებოდა.

_____________________________

Vote & comment 💖💘

ექთანი

from hate to love [COMPLETED] Wo Geschichten leben. Entdecke jetzt