Chapter 31

873 45 2
                                    

Mell's Pove
კრისი სახლში შევიდა და მელს დაუწყო ძებნა.
-დედა მელი სახლშიაა?
-კი,ოთახშია მაღლა-და პირდაპირ კიბეებისკენ წავიდა.
კარზე დაუკაკუნებლად შეუვარდა ოთახში დას,რომელიც იწვა და ტელეფონს ჩაჰყურებდა.კრისის დანახვაზე წამოხტა.
-კრისს!სად იყავიი?-გაბრწყინებული თვალებით მივვარდი ჩემ ძმას.
-დაჯექი,დრო გაქვს?-სერიოზული სახით მკითხა.
-კი,კი როგორ არა,მოდი-სიხარულით დავეშვი საწოლზე.
-რაღაცეების კითხვა მინდაა და რჩევაც.
-ოჰო,როგორი სერიოზული ხარ დღეს-გამეცინა მე.
-ჰო მეც მიკვირს-გამიღიმა ჩემმა ძმამ.
-როგორ უდა დავრწმუნდე იმაში რომ გოგო მომწონს?
-კრისს,ნამდვილად კარგად ხარ?-ეშმაკური ღიმილით ვუთხარი
-არც კი ვიცი მელ-ამოისლუკუნა ჩემმა ძმამ.
-მიდი პირდაპირ მითხარი რისი კითხვაც გინდა და მეც ადვილად გიპასუხებ-სიცილით ვუთხარი კრისს.
-მემგონი მერიემი...
-მოგწონს?-წამოვიყვირე უცებ და სიხარულით წამოვხტი.
-არ ვიცი-ყოყმანით თქვა.
-როგორ არ იცი?იცი,თან ძალიან კარგად-გავუღიმე ჩემ ძმას-მოგწონს ხო,მოგწონს-სიხარულით ვხტოდი და ისე ვლაპარაკობდი.
-ნუ ცქმუტავ მელ-დამსვა კრისმა.
-ბედნიერი ვარ კრის,ჩემს ძმას ვიღაც მოსწონს და ვიღაცას ცოტა სერიოზულად უყურებს,განა ეს სასწაული არაა?-ლოყაზე ვუჩქმიტე.
-მოიცა,დარწმუნებული არ ვარ ჯერ.
-მე ვარ,მე დარწმუნებული ვარ-გავიცინე და ისევ წამოვხტი.ტელეფონში სიმღერა ჩავრთე და ცეკვა დავიწყე.
-მელლ-სიცილით მითხრა ჩემმა ძმამ.
-იცოდე სმოკინგს მე გირჩევ,კარგი გემოვნება მაქვს ხომ იცი-გავუღიმე და ცეკვა განვაგრძე.
-რა სმოკინგზე ლაპარაკობ,მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი.
-ხომ არ გავიწყდება საუკეთესო და რომ გყავს მსოფლიოში?-ორივე სათვენებელი თითი საკუთარი თავისკენ გავიშვირე.
-მაგას რა დამავიწყებს-მობეზრებულად მითხრა.
-ეგრე ხო?მაშინ ჩემი იმედი ნურაფერში გექნება-გავუბრაზდი მე.
-ვიხუმრე დაიკო,ვიხუმრე-მოლბა კრისი-არ გინდა შოკოლადის პუდინგზე დაგპატიჟო?-ხრიკებს მიმართავს.
-ჩემს მოთაფვლას ცდილობ ძამიკო?-ეშმაკურად გავუღიმე-ეგრე ადვილად არ გამოგივა-ცალი თვალი მოვჭუტე-თუმცა შოკოლადის პუდინგის ხათრით წამოვალ-ვარსკვლავები ამიციმციმდნენ თვალებში.
-მაშინ წავიდეთ.

_____________________________

Vote & comment 💖💖💖

from hate to love [COMPLETED] Dove le storie prendono vita. Scoprilo ora