Mell's Pove
კლუბში რომ შევედით ექვსი საათი იყო. მიუხედავად დროის შეუფერებლობისა,შენობა მაინც სავსე იყო. ახალგაზრდები ცეკვავდნენ,სვამდნენ და ერთობოდნენ. ალექსმა ისევ იგივე გაიმეორა და მაშინვე დალევა დაიწყო.
-ალექს გალოთდები-დავუყვირე მე.
-ნუ გეშინია მელ,უბრალოდ გახურებისთვის-დამიყვირა მანაც.
-წავედით ბიჭებო ვსვამთ ბოლომდე-ბიჭებს შესთავაზა ჩემმა ძმამ და ყველა ბარისკენ წაიყვანა. მეც მათ გავყევი უკან და ყვირილით დავიწყე საუბარი:
-მანქანას ვინც მართავს იმათმა არ დალიონ,ჯერ ყველას გვინდა სიცოცხლე.
-სანამ არ გამოვფხიზლდებიტ აქ დავრცეთ მერე,პრობლემა არაა-გაიცინა ლუკმა.
-სულ წახვედი შენ ხელიდან ლუკ!-გავუცინე მეც.
-ყველა ვსვამთ დღეს და სახლში ფეხით მივდივართ-დაიყვირა ლუკმა.
-ლუკ!!! ლიზა!მოდი აქ! და დაამშვიდე ეს ვაჟბატონი!-სიცილით დავუძახე ლიზას რომელიც გოგოებთან ერთად ცეკვავდა.
-შენ ვერ ხარ გოგო?მე თუ ვსვამ ლიზა რა შუაშია?-შემეკამათა ლუკი.
-შუაში კი არა თავშია,შენი აზრით ვერ ვხვდები რომ მოგწონს?-გავიცინე მე.
-ნუ ბოდიალობ.
-რად უნდა მაგას დამალვა ლუკ?პატარა ხომ არ ხარ?
-ჯერ ადრეა.
-ანუ არ უარყოფ ხო?-გადავიხარხარე.
-მელი კი არ ვარ მე ვიღაც-ვიღაცეების სიყვარული უარვყო-წაისისინა ლუკმა და ნიკის ჭიქას მიუჭახუნა,იმასაც მეტი რა უნდოდა და სიყვარულის სადღეგრძელო შესვა.
-იდიოტი ხარ ლუკ!-ვუთხარი და გოგონებთან დავბრუნდი.
ბიჭები დალევას აგრძელებდნენ,ჩვენ კი ერთად ვცეკვავდით,როცა ვიღაცა ბიჭი მოვიდა და ცეკვა შემომთავაზა.რა თქმა უნდა დავთანხმდი და ცეკვა დავიწყეთ,თუმცა ვინ დამაცადა,ნიკი მოვიდა და იმ ბიჭს ხელი გააშვებინა.
-ამ გოგოს ჩემთან უნდა ცეკვა.
-კი მაგრამ...
-არანაირი მაგრამ,შენი წასვლის დროა.-ბიჭიც გაგვშორდა.
-ნიკ რა ჯანდაბა გინდა?-გავბრაზდი მე.
-ცეკვა მელ,სხვა რა უნდა მინდოდეს?-გაიცინა.
-მშვენივრად ვცეკვავდი იმ ბიჭთანაც.
-არა,რაღაც ვერ ცეკვავდით კარგად,ეტყობა ცეკვა არ იცოდა იმან.
-ნერვებს მიშლი!
-მიყვარს როცა ბრაზდები-ისევ გაიცინა და წელზე ხელები მომხვია.
-ვერ გიტან!-გაბრაზებულმა ვუთხარი და ხელები გავაშვებინე.
-არავითარ შემთხვევაში!დღეს ერთად ვიცეკვებთ.-შემომატრიალა და ისევ წელზე მომხვია ხელები.
-არ მინდა.
-მე მინდა-სხვა გზა არ მქონდა,მაინც არ გამიშვებდა,ამიტომ ცეკვა დავიწყე.
5 წუთის შემდეგმუსიკა დამთავრდა და ბართან გავედი,იმ მიზეზით რომ დალევა მინდოდა.
ერთი ჭიქა ვისკი გადავკარი და სხეულში სასიამოვნო სითბომ დამიარა.
-დალევა არ შეიძლება შენთვის,ჯერ პატარა ხარ-სიცილით მითხრა ნიკმა.
-ყველგან შენ რატომ გხედავ?დამანებე თავი.
-ჩემზე უკეთესს ვის უნდა უყურო აბა?-ისევ გაიცინა.
მე ისევ ვისკი შევუკვეთე და მალე ჭიქა თვალწინ დამიდო ბარმენმა,თუმცა აღება ნიკმა დამასწრო.
-ერთიც საკმარისია შენთვის.
-შენი საქმე არაა რამდენს დავლევ!-ჭიქა გამოვართვიდა სწრაფად გადავუშვი პირში,თუმცა ეს იდეა საშინელება იყო,მეგონა მთელი შიგნეულობა მეწვოდა.სიმწრისგან დავიჭყანე და ჩუმად შევიგინე.
-წყალი თუ შეიძლება-შეუკვეთა ნიკმა და ჭიქა მე მომაწოდა.
-დააყოლე,ცოტას გაანეიტრალებს-სწრაფად გამოვართვი ჭიქა და ბოლომდე დავცალე.
-გინებაც კარგი გცოდნია-გაიცინა ნიკმა.
-როცა საჭიროა ყველაფერი ვიცი-არ მეგონა ორი ჭიქა თუ მიზამდა რამეს,მაგრამ საკმაო მოთენთილობას ვგრძნობდი და ცოტა თავბრუც მესხმოდა.
ნიკი მომშორდა და ბიჭებთან დაბრუნდა,მე კიდევ ერთი ჭიქა დავლიე და გოგოებს შევუერთდი.
-მელ დალიე?-მკითხა მერიემმა.
-არა! არ ვსვამ მე-სიცილით ვამბობდი.
-რამდენი დალიე?-ახლა ნინამ მკითხა.
-არ ვსვამ,არა!-გავიგუდე სიცილით.
-დალევა არ ვიცი მაგრამ მემგონი მოწია რაღაცა-თქვა ლიზამ.
-არც მოწევა, არც დალევა არ შეიძლება-ისევ ვიცინოდი.
-ღმერთო ჩემო,გააფრინა ამან-ამოიხრა ნინამ.
-მიყვარხართ გოგოებო-სამივეს ერთად მოვეხვიე.
-ჩვენც გვიყვარხარ,მაგრამ მეტი აღარ დალიო.
-საერთოდ არ ვსვამ-გავიცინე ისევ და გოგოებს მოვშორდი.
საპირფარეშოსკენ წავედი,შიგნით სიმღერით შევედი და სიმღერითვე გამოვედი. სუფთა ჰაერი მჭირდებოდა,მთელს სხეულში ჭიანჭველები დაღოღავდნენ და თან საშინლად მცხელოდა,ამიტომ გარეთ გამოვედი და კლუბის კიბეზე ჩამოვჯექი.
ჩემთვის ჩუმად ვღიღინებდი და ხელებს ჰაერში ვიქნევდი,თითქოც ვცეკვავდი,ამ დროს ვიღაცა მოვიდა და გვერდით მომიჯდა.
-აქ მარტო რას აკეთებ?-გავიგონე ნაცნობი ხმა.
-შენ ვინ ხარ?-გაღიმებულმა ვკითხე ისე რომ მისკენ არც გამიხედავს.
-ანგელოზი,ციდან მოფრენილი.
-მერე ჩემთან რა გინდა?
-უნდა წაგიყვანო.
-სად?უკვე მოვკვდი?
-კი მოკვდი და ახლა ღრუბლებში ვართ.
-ოოო როგორი რბილია ღრუბლები.
-ეგ ღრუბელი კი არა ჩემი თმებია.
-მერე ღრუბელს შენს თავზე რა უნდა?-თან ვიღიმოდი ამ დიალოგის დროს.
-ღრუბელი არა თმა.
-აააა მივხვდი,თავის მაგივრად ღრუბელი გაქვს.
-ხო,მართალი ხარ.
-ათიანს დამიწერთ მასწავლებელო?
-დაგიწერ,აუცილებლად დაგიწერ,ოღონდ ჯერ მითხარი რამდენი დალიე/
-არ ვსვამ მე მასწავლებელო-ღრუბელო.
-მასწავლებელო-ღრუბელო არა ნიკი მქვია.
-ნიკი?ნიკი...ნიკი...ნიკი...ააა გამახსენდი,შენ ის არ ხარ ლიფტში რომ გამაბრაზე?
-მაგის მეტი არაფერიი გახსოვს?
-მახსოვს!ყველაფერი მახსოვს!სულ რომ მეჩხუბები ეგეც მახსოვს.
-მე გეჩხუბები?
-კი,სულ მეჩხუბები და მეკამათები.
-კაი,როგორც გინდა.
-იცი?კარგი ბიჭი ხარ,მაგრამ მე არ მომწონხარ.
-მართლა?
-არა!მოგატყუე!მომწონხარ მაგრამ არ მომწონხარ.
-ეგ რანაირად?
-რანაირად და მომწონხარ,სიმპატიური ხარ,მაგრამ ნერვებს მიშლი ხანდახან.
-და მაგიტო არ მოგწონვარ?
-ხო,ნერვებს რომ მიშლი და მაწვალებ მაგიტო არ მომწონხარ.
-მე რომ მიყვარს შენი გაწვალება?
-გაწვალება გიყვარს?რატომ?
-როცა ბრაზდები საყვარელი ხარ.
-ისე არ ვარ?
-ისედაც ხარ.
-საყვარელი რომ ვარ მაგიტო გიყვარს ჩემი გაბრაზება?
-ხო მიყვარს.
-მე არ გიყვარვარ?
-შენც მიყვარხარ♥
-მე რომ გითხრა ახლა არ მიყვარხართქო?
-მითხარი.
-არ გეტყვი-გავიცინე.
და ამ დროს მაკოცა... ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემსას მისი ტუჩები. გრილი,ხავერდივით ნაზი ტუჩები. ტანში ჟრუანტელმა დამიარა,მუცელში პეპლები აფარფატდნენ და რაღაც თბილი და ტკბილი ჩამეღვარა გულში. როცა სუნთქვა აღარ შემეძლო ტუჩები მომაშორა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
-განა შემეძლო არ შემყვარებოდი?-მკითხა მან,თუმცა მე ვერაფრის თქმა ვერ შევძელი,ჯერ კიდევ გაბრუებული ვუყურებდი.
-შენი გაბრაზების ყურებაც კი მათრობს,სიცილზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი-ისევ აგრძელებდა ის.
კიდევ საუბრობდა,ბევრს საუბრობდა,მემგონი ჩემზე ლაპარაკობდა,მიყვარხარო,ლამაზი ხარო და ასეთებს,მაგრამ არაფერი მესმოდა,უბრალოდ გაშტერებული ვუყურებდი,მერე მოულოდნელად მოვხვიე ხელები და მივეკარი,მთელი ძალით ჩავეხუტე ხმის ამოუღებლად.
-ჩემი მანათობელი,ძაან მანათობელი ვარსკვლავი ხარ,ყველაზე მეტად რომ ანათებს ის ვარსკვლავი ხარ და მარტო ჩემი,სხვა არავისი არ ხარ.-მეჩურჩულებოდა ყურში…Vote & comment 💘💘