Chapter 30

922 41 4
                                    

Author's Pove
კრისი და მერიემი კალათბურთს თამაშობენ და მთელი გულით იცინიან.
-მერიემ-ეძახის კრისი და თვალებში აშტერდება,თან ამ დროს ბურთს ართმევს და კალათში აგდებს.
-კრისსსს!ეს უსამართლობაა!-წუწუნით ყვირის მერიემი.
-არაფერიც ლამაზო,ეგეთი წესები არ დაგვიდგენია დაწყებამდე-ცხვირის წვერზე ურტყამს ნახად საჩვენებელ თითს.
-აღარ მინდა თამაში-გაიბუსა მერიემი და ხელები გადააჯვარედინა.
-ქალბატონი მერიემი გაბრაზდა?-სიცილით თქვა კრისმა.
-აღარ გელაპარაკები-ზურგი აქცია გაბუსულმა.
თამაშ-თამაშში და გართობაში დააღამდათ კიდეც.
საღამოს,დაბნელებას რომ იწყებდა სანაპიროზე ჩავიდნენ და ნაპირს გაუყვნენ უხმოდ.
-კრის-სიჩუმე მერიემმა დაარღვია და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-ხოო?-შეეკითხა კრისი.
-აქ რატომ ხარ?
-რას გულისხმობ?
-რატომ დამირეკე,აქ რატომ მომიყვანე,შენი დის ამბები მიზეზი იყო უბრალოდ თუ მართლა მაგაზე სასაუბროდ მოხვედი?თუ მართლა ეგ იყო მიზეზი,რატომ არაფერი თქვი მაგასთან დაკავშირებით?უამრავი კითხვა მიტრიალებს თავში-თავი დახარა მერიემმა.
-ხო,უბრალოდ მელის ამბების შემდეგ განტვირთვა და ვინმესთან საუბარი მჭირდებოდა-არ გატყდა კრისი.
-მხოლოდ ეს?-რაღაც ჩაწყდა მერიემს.
-აბა სხვა რა უნდა იყოს?
-არ ვიცი,მოდი სახლში წავიდეთ-ნაწყენმა უთხრა მერიემმა და ნაბიჯს აუჩქქარა.
სახლამდე ხმა არცერთს არ ამოუღია.ლიფტშიც უხმოდ შევიდნენ.
-კარგად კრის.
-დროებით-დიდ ხნიანი სიჩუმის შემდეგ მხოლოდ ეს თქვეს და დაცილდნენ ერთმანეთს.

_____________________________

Vote & comment 💖💖

from hate to love [COMPLETED] Where stories live. Discover now