Mell's Pove
[ნიკი და ჩემი ძმა][ჩემი დაკარგვის დღე]
ნიკის ტელეფონზე ზარია.
-ხო ძმა,რა იყო?
-ბიჭო ჩემი და ხომ არ გინახავს დღეს?
-არა,რა იყო?მოხდა რამე?
-ბიჭო სკოლაში წავიდა დილით და უკვე 7 საათია ის კი არ მოსულა სახლში,ცოტა ვნერვიულობ.
-რა განერვიულებს შეჩემა,ხო იცი ყოველდღე ეგრე არიან ეგ და მისი სადაქალო-საძმაკაცო.სადღაც ერთობიან ალბათ.
-აუ რავი ნიკ,რაღაც ცუდს მიგრძნობს გული.
-კაი დაწყნარდი,დავურეკავ მე მაგათიანს ყველას და შევამოწმებ მაინც.
ნიკმა მერიემს დაურეკა და გაიგო რომ ლუკი და ალექსი იტალიაში არიან,ხოლო ნინა ჰავაიზე,თვითონ მერიემმა კი არ იცოდა მელი სად იყო,სკოლის შემდეგ აღარ უნახავს.
ნიკი შეშინდა,გაბრაზდა,წამოენთო,ყველაფერი ერთად დაემართა როცა გაიგო რომ მელი არსად იყო.
-კრის...მელი...არსადაა...მხოლოდ მერიემია ქვეყნის შიგნით და არც მასთანაა...არავინ იცის სადაა...
-ჯანდაბა რააა???-ტელეფონში იყვირა კრისმა.
-უნდა მოვძებნოთ,სად შეიძლება იყოს?რა შეიძლება მოსვლოდა?
-არ ვიცი ნიკ,არაფერი ვიცი,წავედი მე მის მოსაძებნად.-კრისმა ტელეფონი გათიშა.
ნიკი სასწრაფოდ სახლიდან გამოვარდა და მელის ძებნა დაიწყო.არც კი იცოდა სად მოეძებნა,ვისთვის ეკითხა,თუმცა არ ჩერდებოდა და ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავდა.
ღამდებოდა როცა სკოლის ჭიშკარს მიადგა და გამვლელი გააჩერა.
-უკაცრავად ეს გოგონა ხომ არ გინახავთ?-მელის ფოტო უჩვენა უცნობს.
-არ დამინახავს.
ახლა მეორეს მიადგა,მესამეს,მეოთხეს და მეხუთესაც.
-ეს გოგონა ხომ არ გინახავთ?
-კი,მემგონი დავინახე,სკოლიდან რომ გამოვიდა ტაქსიში ჩაჯდა.
-ნომერი ხომ არ გახსოვთ მანქანის?
-არა,არა.
-კარგით,მადლობა დიდი,უღრმესი მადლობა.
ნიკი მაშინვე სკოლაში შევარდა და ვიდეოთვალის ჩანაწერები მოითხოვა,დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ აჩვენეს ჩანაწერები და ტაქსის ნომერიც ამოიწერა.
შუაღამემდე ეძებდა იმ ტაქსის და მის მძღოლს,თუმცა უშედეგოდ.
-გაარკვიე რამე კრის?
-ჯერ ვერაფერი,შენ?
-კი რაღაც მაქვს.
-რა?რა იპოვე?
-იმ ტაქსის ნომერი ვიცი,რომლითაც სკოლიდან წამოვიდა,ახლა მის ადგილმდებარეობას ვარკვევ.
-თუ რამეს გაიგებ მაშინვე შემატყობინე,და მშობლებმა არაფერი უნდა გაიგონ.
-როგორც იტყვი კრის...
მომდევნო დღეს,ბევრი ძებნისა და ვიღაცეების დახმარებით ნიკმა უკვე იცოდა რომ იმ ტაქსზე ბილი იჯდა.
-ჯანდაბა!ჯანდაბა!ჯანდაბა!ამის დედაც!მოგკლავ ბილ!არ გაცოცხლებ! ჩემი ხელით მოგკლავ!-ბოლო ხმაზე ღრიალებდა გაცეცხლებული ნიკი.
ნიკი სახლიდან გავარდა და მელს დაუწყო ძებნა,თუმცა ამ დღემაც უშედეგოდ ჩაიარა.
მომდევნო დღეს,8 საათზე გამოვიდა სახლიდან ნიკი,თან ჯაყვაც გაიყოლა ჯიბით.
5 საათიანი ძებნის შემდეგ ფარეხს მიადგა.სწორედ იმ ფარეხს სადაც მელი იტანებოდა.
უკანა გასასვლელიდან შევიდა ფარეხში,დარწმუნებით იცოდა რომ მელი აქ იყო,გული რაღაცას უგრძნობდა,თან ახლო-მახლო ყველა ფარეხი თუ მიტოვებული კორპუსი დაიარა და ყველგან სიმშვიდე იყო.
შიგნით შესულს სკამზე მიბმული გოგონა დახვდა,ეს მელი იყო,ტიროდა,“სიბინძურით“ და დალურჯებული სხეულით იტანჯებოდა.ტანზე ნახევრად შემოხეული კაბა ეცვა,რომელიც ჭუჭყით იყო დასვრილი.
ხის ყუთებს ამოფარებულ ნიკს ლამის ცრემლები წამოუვიდა ამ მდგომარეობაში რომ დაინახა გოგონა,რომელსაც მის გულში დიდი ადგილი ეკავა,გოგონა რომელიც მოულოდნელად და თავბრუდამხვევად შეიჭრა მის ცხოვრებაში,ჯადო გაუკეთა მისი სილამაზით და ბოლომდე დაიმორჩილა მისი გული.
-მელ,აქ ვარ,შენს დასახმარებლად მოვედი,ხომ იცი რომ აქ არ დაგტოვებდი-ჩუმად დაუძახა ნიკმა ყუთებს უკნიდან.
-ნიკ?როგორ მიპოვე?-მელი შეტრიალდა და ჩაწითლებული თვალები გაუბრწყინდასავით,რამდენადაც შეეძლო.
ნიკი მელთან მივიდა მოეხვია,მთელი ძალით ჩაეხუტა,სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა.შემდეგ ხელების გახსნა დაუწყო.
-გაგიყვან აქედან,სახლში დაგაბრუნებ გპირდები,იმ ნაძირალას კი მოვკლავ,ჩემი ხელით მოვკლავ.
-ნიკ გთხოვ არ გინდა,დაანებე თავი,პოლიციაში გიჩივლებს.-ნიკმა ხელები გაუხსნა მელს,ახლა ფეხებზე გადავიდა,თუმცა ამ დროს რკინის კარის ხმა გაისმა და ფარეხსი ბილი შემოვიდა,გაღიმებული სახით.
-ოჰ,სტუმარი გვყოლია,მელ სტუმარს დაჯდომა ვერ შესთავაზე?იქნებ ყავა უნდოდა ან ჩაი?-დამცინავალ ლაპარაკობდა ბილი.
ნიკმა ვეღარ მოითმინა და ბილს მივარდა.
-შე ნაბიჭვარო!ნაძირალავ!როგორ გაბედე?როგორ გაბედე და მელს ხელი დააკარე?-ყვიროდა ნიკი ბოლო ხმაზე და თან ერთმანეთს სცემდნენ.
-ნიკ გთხოვ გაჩერდი,ნიკ თავი დაანებე,ნიკკკკ-ყვიროდა მელიც,თუმცა მას არავინ უსმენდა.
10 წუთიანი ჩხუბის შემდეგ ბილმა დანა ამოიღო,ნიკმაც იგივე გაიმეორა თუმცა ბილი უფრო სწრაფი აღმოჩნდა და დაასწრო,დანა დაარტყა ფეხზე,სისხლმა სწრაფად ითქრიალა,მთელი ფეხი წითლად შეღება,ამ დროს მელმა რკინის მილი ჩაარტყა გაშტერებულ ბილს,ბილიც ძირს დავარდა უგონოდ.
-ნიკ,ნიკ როგორ ხარ?-ტირილით მივარდა მელი.
-კარგად ვარ...კარგად...ნუ ტირი...ყველაფერი კარგად იქნება...
-დაჭრილი ხარ ნიკ...დაჭრილი...სისხლი მოგდის...ბევრი სისხლი-სლუკუნებდა მელი.
-მელ დამშვიდდი,უბრალოდ დამშვიდდი.მანქანაზე დაჯდომას შეძლებ?
-კი...კი...შევძლებ...საავადდმყოფოში უნდა წავიდეთ...
-ჯერ სახლში მიგიყვან,მე არაფერი მიჭირს.
-არა!ახლავე საავადმყოფოში მივდივართ,გასაღები მომეცი.
-მელ ნუღარ ტირი-ცრემლებს წმენდა სისხლიანი ხელებით ნიკი-გულს მისერავს შენი ცრემელები,გთხოვ დამშვიდდი.
მელმა საკუთარ მაიკას ბოლო ნაწილი მოახია და ფეხსე მოუჭირა ნიკს.
-მელ რას აკეთებ,არ არის საჭირო.
-გასაღები მომეცი ნიკ სასწრაოდ საავადმყფოში მივდივართ.
ძლივსძლივობით მივიდნენ მანქანამდე და ასევე წვალებით მიაღწიეს საავადმყოფომდე.
ნიკს ჭრილობა დაუმუშავეს,მელიც გასინჯეს,პოლიციამაც დაკითხა ორივე და 2 საათში ბილიც ციხეში აღმოჩნდა..._____________________________
Vote & comment 💘💘