Mell's Pove
სკოლიდან გამოსულები ყველა სახლებში წავედით,თუმცა საღამოს დაახლოებით 7-სთვის ისევ ვიკრიბებოდით და კლუბში მივდიოდით.
სახლში შევედი,მშობლები ვნახე,ცოტა ვჭამე და ჩემს ოთახში ავედი.საწოლზე წამოვწექი და აწკრიალებული ტელეფონი ვნახე.
ნიკისგან ერთი შეტყობინება დამხვდა.
"საღამომდე ბევრი დროა,მომენატრები,ამიტომ გამოდი შევხვდეთ♥"
მისმა შეტყობინებამ გამაღიმა,წამოვდექი და კარადაში შევძვერი.ჯინსის შარვალი,ნაცრისფერი ტოპი და ჯინსის მოსაცმელი ჩავიცვი,თმა გავიშალე და სახლიდან გამოვედი.
სადარბაზოს წინ ნიკის მანქანა დამხვდა,თვითონ ნიკი არსად ჩანდა.
მანქანასთან მივედი და კარები გამოვაღე.
-ნიკ?
-ნიკ სად ხარ?-ხმას არავინ მცემდა.
-ნიკკკ???-გარშემო მიმოვიხედე,არსად ჩანდა.
მობილური ამოვიღე და მის ნომერზე გადავრეკე.
-ნიკ სად ხრა?შენი მანქანა აქ არის-ვუთხარი ანერვიულებულმა.
-მოგენატრე?-სიცილი გავიგე.
-შეიძლება,მაგრამ სად ხარ?-მეც გამეცინა.
-ხო არ ნერვიულობ?-ისევ იცინის.
-კი-მოვუჭერი მოკლედ.
-მაშინ მოტრიალდი-ტელეფონი გამითიშა.
მოვტრიალდი და ნიკი დავინახე,ჩვეულებრივად ეცვა.
ზურგს უკან ქონდა ხელები და რაღაც ეჭირა აშკარად.
-უკან რა გაქვს?-ვკითხე მაშინვე.
-ისეთი არაფერი-მითხრა ღიმილით.
-მაჩვენე-სულმოუთქმელად მივვარდი.
ხელები წინ გამოწია,გულის ფორმის შავი ყუთი ეჭირა,ერთი წითელი ვარდით.
-შოკოლადი მოგიტანე,მოტკბები ცოტა-თვალი ჩამიკრა და ყუთს თავი მოხსნა.
-თუ დიაბეტი გინდა დამმართო?მერე უფრო თავისუფლად ააგდებ ნაშებს-სიცილით ვუთხარი.
-ეჭვიანო,მაგის გაკეთება ახლაც შემიძლია-ენა გამომიყო.
-აბა გაბედე-თითი ავუქნიე თვალწინ რაზეც გაეცინა.
კორპუსს მალე მოვშორდით და საბოლოოდ კაფეში აღმოვჩნდით.
-აქ რაგვინდა?-ვკითხე ნიკს.
-რავიცი,რავიცი-ეშმაკურად ჩაიღიმა.
კაფე მოვათვალიერე და ჩემი ძმის ზურგი დავლანდე.ნუ საკუთარ ძმას ზურგითაც ვცნობ:დ კი,კი აშკარად ის იყო.მარტო იჯდა თუმცა მის გვერდით ადგილი აშკარად დაკავებული იყო.
მისკენ წავედი,თუმცა მერიემმა დამასწრო მისვლა.
-სერიოზულად???-გაშტერებული სიფათით გავხედე ნიკს რომელიც იღიმოდა.
-ხო,ცოტა არარეალურია-ღიმილს არ იშორებდა.
ორივე მათკენ წავედით,რომ მივუახლოვდით მერიემსს სახეზე შეახმა სიცილი და გაკვირვებული დარჩა.
-თქვენ?-ყბა ჩამოვარდნილმა გვკითხა.
-მერიემ,დაქალს რამეს უმალავვ?-სიცილითვმივუჯექი გვერდით.
-როგორც ჩანს გეწყინა ჩვენი მოსვლა-ხუმრობით უთხრა ნიკმა.
-კრისს???ძამიკო თავი ხომ არ მიგირტყამს ამ ბოლო პერიოდშ რამისთვის?-გადავიხარხარე ჩემს ნათქვამზე.
-მემგონი კი და არ მახსოვს-ამყვა სიცილში.
მერიემმა თავისი თითები კრისისაში ახლართა და ჩვენ შემოგვიტრიალდა.
მე ლამის თვალები გადმომცვივდა ამის შემხედვარეს.
-ჩვენ ერთად ვართ-მომახალა მერიემმა და თვალები დახუჭა ძლიერად.
-მშვიდად მერიემ,ჩემს ძმას შენთან ურთიერთობას არ ვუკრძალავ-ავხარხარდი ბოლო ხმაზე.
-არც მე ვარ წინააღმდეგი-სიცილი დაიწყო ნიკმაც.
-მემგონი ახლა ნორმალურად ვსუნთქავ ხო?-თვალები გაახილა მერიემმა და გულზე მიიდო ხელი.
-აქამდე რა გჭირდა?რა განერვიულებდა?
-რავიცი.
-კრის,შენზე გაბრაზებული ვარ-მივმართე ჩემს ძმას.
-რატოოო?-გაუკვირდა.
-არ უნდა გეთქვა?
-ახლა ხომ გაიგე-თვალი ჩამიკრა.
-ძმაო ახლა ხომ გაკვირვებული ვარ,მაგრამ რომანტიკული სცენების დადგმა რომ დაიწყო გეფიცები მოულოდნელობა და გაკვირვება მომკლავს-სიცილი დავიწყეთ ყველამ..._____________________________
Vote & comment ❤️🖤❤️🖤❤️💘💖