Chapter 9

1.2K 63 4
                                    

Mell's Pove
გავიღვიძე. ტელეფონი ავიღე და საათს დავხედე. ღამის სამის ნახევარი იყო,ჩემი ტელეფონი მესიჯებით და ზარებით გატენილი,ფეხზე წამოვხტი.მეორე ოთახიდან ნიკი გამოვიდა,წელს ზემოთ შიშველი იყო,მხოლოდ შორტი ეცვა.
-რა იყო?ხომ კარგად ხარ?
-შეგიძლია რამე მოიფარო...-თვალებზე ხელი ავიფარე.
-ოოო მოგცლია ერთი.
-უნდა წავიდე,დედა და ჩემი ძმა ალბათ მეძებენ. რვის მერე სახლში არ ვარ და თან კლუბში ვიყავი,ცუდ რაღაცეებს იფიქრებენ.
-ნუ ჯავრობ შენმა ძმამ იცის.
-საიდან?რანაირად გაიგო?
-მე დავურეკე. ვუთხარი არ ინერვიულო შენი და ჩემთანაათქო,მოვუყევი რაც შეგემთხვა,ამოსვლას აპირებდა მაგრამ არ შეაწუხო,ძინავსთქო და კაი დედას რამეს მოვატყუებო.
-მადლობა ნიკ!
-რისთვის?
-ყველაფრისთვის.
-მიდი დაიძინე,დასვენება გჭირდება.
-არ მეძინება-ჩემთვის ჩუმად ვთქვი და თმის შეკვრა დავიწყე.
-ვერ იძინებ?
-ნწუ...
-წამოდი,გამოომყევი.
-ამმ...სად?
-უბრალოდ წამოდი-ისე საყვარლად მითხრა უარის თქმა ნებისმიერს გაუძნელდებოდა.
ოთახის კარი გააღო და აივანზე გავიდა. გარეთ სიბნელე იყო და სრული სიჩუმე სუფევდა,მხოლოდ მილიონობით პატარა ციცინათელა ციმციმებდა ცაზე. ასეთი მცირე ზომის და ძალიან შორი მანძილის მიუხედავად მე მაინც კარგად მესმოდა რაზე გვიამბობდნენ ვარსკვლავები. გვიამბობდნენ წარსულზე,წინაპრებზე,ბევრ ტკბილ მოგონებაზე,პრობლემებზეც და მისი მოგვარების გზებზეც,გვიქადდნენ მომავალზე,ახალ თაობაზე და ბევრ სიახლეზე. სასწაულად მშვენიერი იყო ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ზოგადად მიყვარს ღამით ცის ყურება,მაგრამ მარტო არა,ამიტომ ყოველთვის ჩემ ძმასთან ერთად ვუყურებდი ცას. ახლა უკვე დიდი გაიზარდა კრისი,აღარც ვარსკვლავები აინტერესებს და აღარც ჩემთან ერთად საუბარი,თუმცა ვიცი რომ ძალიან ვუყვარვარ,ყველაზე მეტადაც კი.
-ხომ ლამაზია ღამით ცა?ხომ გესმის მისი საუბარი?გესმის როგორ ჩურჩულებენ ვარსკვლავები?ისინი ყველაზე ერთგული მსმენელები არიან და ყველაზე საიმედოებიც,შეგიძლია ნებისმიერი საიდუმლო გაანდო მათ,ისინი კიდევ არავის მოუყვებიან,არასდროს-მითხრა ნიკმა ისე რომ ცისთვის თვალიც არ მოუწყვეტია.
აივანზე ვიყავით ჩამუხლულები და მაღლა ვიყურებოდით. გვერდიგვერდ ვიჯექით,ისე ახლოს,რომ მისი სუნთქვაც კი მესმოდა.
-გცივა?-ისევ მან დაარღვია სიჩუმე.
-კი,ცოტა შემცივდა.
-დამელოდე.
სახლში შევიდა და მალევე გამობრუნდა,პლედით ხელში.
პლედი მომაფარა თუ არა მაშინვე ვიგრძი სითბო.
-მადლობა.
-დღეს ძალიან ხშირად იხდი ბოდიშს და ცუდ ღაცაცეებზე ვფიქრობ. ხომ კარგად ხარ?
-მე თვითონაც არ ვიცი რა ხდება-სევდიანი ღიმილით ვუთხარი და ისევ ცას ავხედე.
-ვარსკვლავებს ხშირად უყურებ?
-ვუყურებდი. მე და კრისი ხშირად ვისხედით ხოლმე აივანზე და ვარსკვლავებს ვუცქერდით.
-იცი?მე თითქმის ყოველ ღამე ვესაუბრები მათ. ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან.  ვარსკვლავებს ვუზიარებ ჩემს დარდსაც. ვუყვები როგორ... მიჭირს მშობლების გარეშე....მე ხომ სულ პატარა ვიყავი როცა მიმატოვეს-ვიგრძენი რომ თვალები აუუცრემლიანდა-დამტოვეს და წავიდნენ. ჯერ კიდევ 8წლის ვიყავი,მეგონა დილით ისევ დედა გამაღვიძებდა და სკოლაში გამიშვებდა.შუადღეს მამა მომაკითხავდა და სახლში წამომიყვანდა,მაგრამ არა,არც ერთი იყო და არც მეორე. ისინი უკვალოდ გაქრნენ,მე კი ბავშვთა სახლში წამიყვანეს. დაც მყავდა,მაშინ 12 წლის იყო,ჩემზე 4წლით ადრე წამოვიდა თავშესაფრიდან და მას შემდეგ არც ის მინახავს,ისიც წავიდა. ამხელა დედამიწაზე სრულიად მარტო დავრჩი. 18წლის რომ გავხდი მეც წამოვედი იქიდან. არსად წასასსვლელი მქონდა,არავინ მყავდა,ქუჩაში მარტო დავდიოდი და მხოლოდ ვაარსკვლავებს ესმოდათ ჩემი. მარტო ისინი მისმენდნენ და არ ბეზრდებოდათ ჩემი საუბარი. მალევე მივხვდი,რომ ასე არაფერი გამოვიდოდა,ჩემი ცხოვრება უნდა ამეწყო და საკუთარი თავისთვის თვითონ მიმეხედა,ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა ყველაზე ცუდი რამაა. არასდროს უნდა დანებდე,ყოველი დაცემის შემდეგ უნდა წამოდგე. სწორედ ასე მოვიქეცი და აქამდეც მოვედი. რთული იყო ეს ყველაფერი მაგრამ  ვიმუშავე,ზოგს რაში ვეხმარებოდი,ზოგს რაში,ფული დავაგროვე და მემგონი ცხოვრებაც მოვიწყვე ცოტა-მთელი ამ საუბრის განმავლობაში ვხედავდი ნიკის ცრემებს,მესმოდა მისი ამღვრეული ხმა და ვგრძნობდი მის გულის ტკივილს.
-უბრალოდ...მე...არ ვიცი...რა გითხრა-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და დავდუმდი,გულში რაღაც საშინელი ტკივილი ვიგრძენი.
-არაფრის თქმა არ არის საჭირო,უბრალოდ ჩამეხუტე...გთხოვ...
-დაგამშვიდებს?
-ისე როგორც არაფერი.
ხელები ძლიერად მოვხვიე,ფაქტიურად ჩავებღაუჭე,მის მკლავებს ჩავაფრინდი და არ მინდოდა გამეშვა.
-არ ვტიროდი,ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავი სუსტად არ გამომეჩინა,მაგრამ ახლა არც  კი ვიცი რა მომივიდა.
-იტირე,ყოველთვის იტირე როცა მოგინდება,მერწმუნე გიშველის,ცოტას მაინც დაგამშვიდებს,ტირილი არ ნიშნავს სისუსტეს,უბრალოდ მიატოვე ყველა და იტირე.
-მადლობა მელ. დიდი ხანია ასე კარგად არავისთან მიგრძვნია თავი.
არაფერი მითქვამს,გავჩუმდი და ხელები უფრო ძლიერად მოვხვიე.

_____________________________

Vote & comment 💘💘

from hate to love [COMPLETED] Where stories live. Discover now