Chapter 26

987 50 5
                                    

Mell's Pove
დილით რომ გავიღვიძე ჩემს ოთახში ვიწექი.ჩემი გაღვიძება და ჩემი ძმის დადგომა ერთი იყო.
-მელლ-ყვირილით შემოვარდა კრისი.
-მღვიძავს კრის ნუ ყვირი.
-ყური მატყუებს თუ მართლა თქვი რომ გღვიძავს?-გაუკვირდა ჩემ ძმას.
-არ გატყუებს.
-ხო ხარ კარგად?-დაეჭვდა ჩემი ძმა.
-კი კრის,კარგად ვარ,გადი ახლა უნდა ჩავიცვა.
-დროებით მაშინ პრინცესავ.
ავდექი,შხაპი მივიღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.ბოლოს არჩევანი ძაან საყვარლობა კაბაზე და თეთრ კედებზე შევაჩერე.
სახლიდან გასვლამდე ჩემ სასტავს ვესაუბრე და სკოლაში წავედი.
გაკვეთილებმა ჩვეულებრივად ჩაიარა.სკოლიდან რომ გამოვედი ნიკის მანქანა დამხვდა.
-სად მიბრძანებთ წასვლას თქვენო აღმატებულებავ?-ჩაწეული მინიდან მკითხა ნიკმა.
-თქვენ სად მირჩევდით წავიდე?
-შემოგთავაზებდით ფილმის ყურებას ან აკვარიუმს.
-აკვარიუმის იდეა მომწონს.
-მაშინ წავიდეთ ქალბატონო.
დიდ აკვარიუმში მივედით მე და ნიკი.დათვალიერება დავიწყეთ.გზადაგზა რაღაცებს მაიმუნობდა.საოცრება იყო ეს ყველაფერი.ძალიან სილამაზე და სიმშვიდე სუფევდა.ფერად-ფერადი თევზები და წყალმცენარეები.
აკვარიუმიდან რომ წამოვედით მერიემს დავურეკე,ნიკმა ბიჭებს დაურეკა და ყველა ერთად კლუბში წავედით.
ყველამ ცეკვა დაიწყო,მე და ნიკი კი ვიჯექით ბართან და ვსაუბრობდით.უცებ მერიემი მომვარდა და ფეხზე წამომაგდო.
-ადექით ახლა ჩქარა! მთელი ღამე ასე აპირებთ ჯდომას?
-დაგვაცადე ცოტა ხანი მერიემ-ვუთხარი მე.
-არ შეიძლება.უჟმურებივით ზიხართ აქ.
-რა გაეწყობა?ავდგეთ მელ და ვიცეკვოთ ჩვენც-მითხრა ნიკმა,ხელი მომკიდა და საცეკვაოდ გამიწვია.
კარგა ხანს ვიცეკვეთ,შემდეგ დავიღალე და დასაჯდომად წამოვედი.ბართან მოვედი და წყალი შევუკვეთე ერთი ჭიქა.
ჭიქა ტუჩთან მივიტანე და რაღაც ძალიან მწარე ვიგრძენი.მუცელში საშინელმა ტკივილმა დამიარა,გვერდით გავიხედე და ბილის შურისძიების სურვილით ანთებული თვალები დავინახე.
სისველე ვიგრძენი.ქვემოთ დავიხედე და სისხლიანი დანა დავინაახე,რომელიც ჩემი მუცლიდან გამოაძვრინეს სწრაფი მოძრაობით.შემდეგ სისხლი,ბევრი სისხლი და მეტი აღარაფერი....

_____________________________

Vote & comment ❣️❣️❣️

from hate to love [COMPLETED] Where stories live. Discover now