წინ და უკან მოქანავე სხეული ოთახის კუთხეში იატაკზე ზის და მხოლოდ ეს ისტერიული ცახცახი მიანიშნებს რომ ჯერ კიდევ ცოცხალია. მისი თვალები სრულად ცარიელია ისევე როგორც მისი სული. ირგვლივ უკუნი სიბნელეა. თითქოს დრო გაჩერდა მას შემდეგ რაც ზუსტად 1 თვის წინ თეჰიონმა გამომშვიდობებისას გულში მაგრად ჩაიკრა. ამის ალბათ მეათასეჯერ გახსენებაზე გოგონას ავადმყოფურად ფერმკრთალ სახეს ნატანჯი ღიმილი გადაეფინა. ჯისუ უფრო მეტად ხვევს ხელებს საკუთარ მუხლებს და ჩუმად ჩურჩულებს
- თაეთაე მოვა.... ჩემთან დაბრუნდება.... მოვა.... აი ნახავთ მოვა..... - გოგონას ჩურჩული მალე ისტერიულ ქვითინში გადაიზარდა, ყოველთვის ასე ხდება. ბოლო ერთი კვირაა სულ ასეა, მის დამშვიდებას ვერავინ ახერხებს, არაფერს ჭამს, საერთოდ არ სძინავს. გულმოკლული დედა მწარედ ატირდა და შვილის საძინებლის კარი ფრთხილად დახურა- ჰაე რინ?? ჯივონმა აქვითინებული ცოლი მკერდზე მიიკრა
- მეტი აღარ შემიძლია, ვერაფრით ვეხმარები და ამის გამო გული მისკდება. აღარ შემიძლია იმის ყურება როგორ მეცლება შვილი ხელიდან. ეს ჩვენ რატომ დაგვემართა ჯივონ, რატომ. რატომ გაიმეტეს ჩემი პატრარა ამხელა ტკივილისთვის. გამუდმებით იმ ბიჭის სახელს აბოდებს. მხოლოდ მისი სახელი ისმის მისი ბაგეებიდან. ჭკუიდან შევიშლები ჯივონ. - მამაკაცმა ღრმად ამოიოხრა და შვილის ოთახში შევიდა.- ჯისუ, ჯისუ გესმის ჩემი? უნდა მომისმინო, ახლა რასაც გეტყვი უნდა კარგად მოისმინო. ის მკვლელის შვილია, ისიც ისეთი კრიმინალია როგორიც მამამისი. მან უბრალოდ გამოგიყენა, მან ჩემს წინააღმდეგ გამოგიყენა და ასე შური იძია ჩემზე. გემუდარები შვილო გონს მოდი. შენ ძლიერი ხარ. შენ ჩემი შვილი ხარ. გეფიცები შურს ვიძიებ იმის გამო რაც გაგიკეთეს ოღონდ გონს მოდი. - ჯივონმა გოგონასთან მიახლოება სცადა თუმცა ჯისუმ უხეშად მოიცილა მამა
- შენ მატყუებ, მატყუებ ჩემი თაე მკვლელი არ არის. ის მაფიოზი არ არის. ყველაზე კარგი ადამიანია მათ შორის ვინც კი ოდესმე მინახავს. მეზიზღებით ყველაფერი თქვენ დამმართეთ, თქვენ დამაშორეთ მასთან – ზიზიღით წამოიძახა გოგონამ და ტირილი განაგრძო.
YOU ARE READING
MAFIA LOVE (დასრულებული)
Fanfiction- რა არის სიყვარული? არსებობს კი საერთოდ? - რათქმაუნდა, იგი ყველაზე წრფელი და ლამაზი გრძნობაა რაც კი ამ სამყაროში არსებობს. ყველაზე სუფთა. - ვნება რაღაა? - ვნება ხორცის საზრდოა...... ყველაზე ტკბილი ცოდვაა..... უკონტროლოა......7