26 თავი

760 56 8
                                    

თეჰიონი ფრთხილად შევიდა ნახევრად ჩაბნელებულ რეანიმაციაში და მაშინვე  გაარჩია ოთახის შუაგულში უგონოდ მწოლიარე ჯისუ. კიმი ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს, თითქოს ეშინოდა მშვიდი ძილი არ დაეფრთხო გოგონასთვის. მისი ხელი ხელში დაიჭირა და ნაზად ეამბორა. 

- ჯისუ, ჩემო სიცოცხლევ, მაპატიე, რომ შენს გვერდით არ ვიყავი. მაპატიე რომ დაგტოვე. ჯისუ, არ ვიცი ახლა ჩემი გესმის თუ არა მაგრამ მაინც ვცდი სათქმელი გითხრა, რადგან ვგრძნობ სიტყვები მახრჩობენ. მთელი ეს დრო უშენოდ ჯოჯოხეთი იყო დედამიწაზე. არ ვარ კარგი მსგავს რამეებში, მაგრამ მე შენ მიყვარხარ. ეს შენთვის ყოველ დღე უნდა მეთქვა..... ყოველ წამს მკლავებში უნდა მყოლოდი... მხოლოდ იმას ვნანობ რომ ლაჩარი ვიყავი, პატარავ!! შენ არ დამტოვებ ეს ვიცი და ამაზე არ ვღელავ. შენ ვერ წახვალ  რადგან ამისთვის ზედმეტად გიყვარვარ ასე არაა? ჯისუ.... მინდა შენს უძირო თვალებში ჩავიხედო სადაც სარკესავით ჩანს შენი სუფთა სული. ვერ ვიცხოვრებ თუ მეცოდინება რომ არ სუნთქავ, ვერ ვიცოცხლებ თუ შენ არ იარსებებ ამ სამყაროში. ჩემო პატარავ, როცა პირველად გნახე ჩემი ცხოვრება, რომელიც მუდმივად ბნელი იყო თითქოს მომენტალურად განათდა. შენ მე სიცოცხლის ხალისი დამიბრუნე. ცხოვრების გასაგრძელებლად სტიმული მომეცი და სიყვარული მასწავლე. ახლა უფლება არ გაქვს დამტოვო. არასდროს დამვიწყებია პირველი ღამე რომელიც ერთად გავატარეთ, არასდროს დამვიწყებია შენი ათრთოლებული სხეულის სითბო, შენი გულისცემის ხმა. რიტმი, რომელიც ყოველ წამს გიჟვით იმატებდა. იმ წამს მეგონა რომ შენზე მეტად ვნერვიულობდი. მეშინოდა რომ ტკივილს მოგაყენებდი მაგრამ ეს მაინც გავაკეთე. ვიცი საშინლად გატკინე მაგრამ ასე ვერ დამსჯი არა? შენ ხომ ვერასდროს მიბრაზდებოდი დიდი ხნით... - თეჰიონმა იგრძნო როგორ აუკანკალდა ხმა, თავს წყევლიდა ამისთვის, არ უნდოდა ეტირა, არ უნდოდა სიტუაცია მძიმედ მიეღო. საკუთარ თავს  მთელი გზა გამუდმებით შთააგონებდა, რომ სანერვიულო არაფერი იყო და გოგონა მალე გამოჯანმრთელდებოდა, თუმცა ახლა მისი ფერმკრთალი სახის დანახვისას საშინელმა შიშმა შეიპყრო. ჯისუ გაუნძრევლად იწვა, სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. ამ სურათის შემხედვარე ნებისმიერი გატყდებოდა, მით უფრო ჭკუის დაკარგვამდე  შეყვარებული კიმი. თეჰიონი ნელა დაიხარა საყვარელი სახისკენ და ფრთხილად ეამბორა შუბლზე. მისი ცივი კანის შეხებისას თავის შეკავება ვერ შეძლო და  პატარა ბავშვივით აქვითინდა.... გთხოვ, უბრალოდ შემომხედე, უბრალოდ ერთხელ შემომხედე რომ მივხვდე ჩემთან დარჩები, რომ ვიცოდე არ დამტოვებ. მარტო ერთხელ შემომხედე და თუ საჭიროა მომდევნო  ცხრა წელი დაგელოდები, ან უფრო მეტი. მთელი ცხოვრება დაგელოდები,  შემომხედე. - კიმს ცრემლები უწყვეტ ნაკადად სდიოდა და დაუნდობლად ასველებდა ჯისუს სახეს.... 

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now