( დასასრული)

1.2K 73 82
                                    

თავს ისე კომფორტულად გრძნობს როგორც არასდროს, მის ირგვლივ შემოხვეული ძლიერი მკლავები აიძულებენ მშვიდად იყოს. სურნელი რომელიც მის  სხეულს ასდის მთლიანად ავსებს და აბედნიერებს. ჯისუ კიდევ უფრო მჭიდროდ ეხუტება თეჰიონს და ცხვირს კიმის კისერში რგავს. მორჩა ეს სუნი სჭირდება რომ საკუთარ თავში ძალა იპოვოს, სჭირდება რომ გადარჩეს. გოგონას სათალავი აერია უკვე რამდენი საათი გავიდა ასე ჰყავს მამაკაცს მიკრული და ეს პერიოდი აბსოლიტურად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ  საბოლოოდ დანებებოდა ამ გრძნობას. მას კიმ თეჰიონი ისევ უყვარს, და იმდენად უყვარს რომ არ შეუძლია მისგან შორს დარჩეს. რახან ცოცხალია, რახან გადარჩა ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს და ამჯერად ბედნიერი იყოს. გოგონა ისევ ძილბურანშია თუმცა წყვილის მყუდროებას კარის ხმაურიანი შემონგრევის ხმა არღვევს და მალე ჯისუს წინ ერთიანად გაფითრებული ჰაე რინი გაჩნდა. თეჰიონი მათ დანახვაზე ზარმაცულად წამოდგა თუმცა გოგონასთვის ხელის გაშვება არ უფიქრია, თითქოს ეშინოდა რომ წაართმევდნენ

- ჯისუ, პატარავ როგორ ხარ? - ტირილნარევი ხმით ჰკითხა ქალმა შვილს თუმცა როგორც კი თეჰიონის სახეს მოჰკრა თვალი გუნება შეეცვალა. - შენ აქ რა გინდა? არ გეყო რა ტკივილიც მიაყენე? შენს გამოა ამ მდგომარეობაში, სასწრაფოდ დატოვე აქაურობა კიმ - თეჰიონი რაღაცის თქმას შეეცადა თუმცა იგრძნო როგორ ჩასჭიდა ჯისუმ ხელი და იმ წამს გოგონას სუსტი მაგრამ მტკიცე ხმაც გაიგო.

- თეჰიონი არსად წავა, ჩემთან დარჩება და ამის განხილვას არავისთან ვაპირებ. მინდა მასთან ვიყო... - ჯისუმ ჯიქურ შეხედა დედას თვალებში და აგრძნობინა რომ აზრს არ შეიცვლიდა.

- კი მაგრამ, შენ ჯონგუკის საცოლე ხარ, საერთოდ ხვდები მაინც რას ამბობ? - ერთიანად გაფითრდა ქალი.

- მაგ საკითხს მე და ჯონგუკი მივხედავთ. იმან რაც დამემართა ბევრ რამეზე დამაფიქრა დედა. აღარ ვაპირებ უაზრო პატივმოყვარეობისა და ვინმეს ბედნიერების გამო ჩემსაზე უარი ვთქვა. მე ეს კაცი მიყვარს და თუ მას მიიღებ ბედნიერი ვიქნები მაგრამ თუ არ მიიღებ არც ეგაა ჩემთვის პრობლემა. ღმერთმა იცის ვცადე მის გარეშე ყოფნა და ამ ჯოჯოხეთს ისევ თავიდან ვერ გამოვცდი. 

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now