13 თავი

761 67 21
                                    

ირგვლივ სიჩუმეა, სულის გამყინავი სიჩუმე, პატარა სხეული კომფორტულად მოკალათებულა სავარძელში და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უიმედოდ შესცქერის. ოდესღაც მათ სილამაზით  მასთან   ერთად ტკბებოდა, მომავლის გეგმებს აწყობდა, ოჯახს, შვილებს წარმოიდგენდა. წარმოიდგენდა როგორ შეხვდებოდა სამსახურიდან დაბრუნებულს, გულში მაგრად ჩაეკვრებოდა, ან დილით, როგორ გააცილებდა.  ბევრი არაფერი უნდოდა ამ ცხოვრებისგან კიმ ჯისუს, მხოლოდ მშვიდი, თბილი ოჯახი, ქმარი რომელსაც უპირობოდ ეყვარებოდა  და ახლა როცა ასე ახლოა მიზანი, როცა ბოლოს და ბოლოს შეუძლია სანატრელ სიმშვიდეს ეღირსოს წარსულის კოშმარული აჩრდილი ისევ მთელი სიცხადით ბრუნდება. გოგონა გაუცნობიერებლად იკიდებს ხელს ტუჩებზე რომელსაც დილით მისი ტუჩები ეხებოდა, ამ კოცნამ სისხლი აუჩქროლა, ფეხებში ძალა გამოაცალა, საკუთარი  სახელი დაავიწყა, მაგრამ რატომ ვერ გრძნობდა იმავეს ჯონგუკთან? რატომ ვერასდროს ვერ განიცდიდა იმავეს როცა ჯეონი კოცნიდა. 
- ეს დაუშვებელია, არასწორია, არ შეიძლება - ჯისუ ფეხზე შეშლილივით წამოხტა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა. ამ ცხოვრებაში რაც ყველაზე მეტად ეზიზღება ღალატი და ორგულობაა, ახლა კი თავად იქცევა ასე, ჯონგუკს ღალატობს, ღალატობს რადგან მის გონებაში სხვამ შეაღწია. გოგონა სიგიჟის ზღვარზეა, ბევრს ორჭოფობს თუმცა საბოლოოდ მაინც იღებს ტელეფონს და ტექსტურ შეტყობინებას აგზავნის "ვიცი გვიანია მაგრამ უნდა შევხვდეთ"....

..............................

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით ზედმეტად გადაღლილი იერი ჯონგინის გვერდით მოკალათებული უყურებს ტელევიზორს და შეუძლია თამამად თქვას რომ ბედნიერად და სრულყოფილად გრძნობს თავს ამ სიტუაციაში.
გოგონამ ღრმად ამოიოხრა რითაც ბიჭის  ყურადღება მიიბყრო.
- რა მოხდა პატარავ? ასე რამ გაგანერვიულა?
- ჩემი მამიდაშვილი, ის ცდილობს ყველაფერი წამართვას რაც მაქვს, გაბედა და იძულებით შვებულებაში გამამწესა, თავი მაინც ვინ ჰგონია? მაგრამ არაუშავს მალე მივუჩენ ადგილს, რაღაც საიდუმლო ექნება, რაღაც აუცილებლად ექნება ისეთი რასაც მის წინააღმდეგ გამოვიყენებ - ჩუმად ჩაისისინა პარკმა და მისმა სიტყვებმა ჯონგინის ყურადღება მიიქცია.
- მაინც რის გაკეთებას აპირებ? თავად არ თქვი რომ ძლიერია? - დაინტერესდა ქაი.
- შენს შეყვარებულში ეჭვი გეპარება? - მაცდურად ჩაიცინა იერიმ და ბიჭის სხეულზე ხელი აასრიალა, ჯონგინისთვის ცხადი იყო რასაც  ითხოვდა და თავადაც სწრაფად აჰყვა.
- რათქმაუნდა არა, უბრალოდ მაინტერესებს რომ დაგეხმარო - დივანზე გადააწვინა გოგონა და კისერთან სველი კოცნა დაუტოვა რამაც იერის კვნესა გამოიწვია. მალე წყვილი ერთად გადაეშვა სიამოვნების მორევში.

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now