20 თავი

702 63 30
                                    

ორი მამაკაცი ერთმანეთს თვალებით ჭამს, აშკარად ერთი სული აქვთ ერთი მეორეს ყელი გამოჭრან.  ოთახში ტემპერატურა აშკარად იწევს, სასოწარკვეთილი ჯისუ კი გრძნობს რომ ეს მხოლოდ დასაწყისია..........

- კარგად გაიგე ჯეონ? არ გაბედო და არ მიუახლოვდე. არ ვხუმრობ - კბილებში გამოცრა თეჰიონმა, მისი სახე აბსოლიტურად არაფერს გამოხატავდა გარდა მრისხანებისა. აშკარა იყო თავს ძლივს იკავებდა წინ მდგომი მამაკაცი შუაზე არ გაგლიჯა.

- შენი?? - ოდნავ გასაგონად ჩაიცინა ჯონგუკმა და ჯისუმ აშკარად დაინახა ტკივილი მის სახეზე. - შენი, მართალია ის შენია, ყოველთვის შენი იყო. მთელი ეს პერიოდი სულ შენი იყო. მაშინ ვინ ვიყავი მე, ჯისუ - ბიჭმა ამჯერად გოგონასკენ მიმართა მზერა და ამჯერად მის თვალებში აშკარად ჩანდა ცრემლი. თეჰიონი კი მისი ასეთი უეცარი ცვლილებისგან ერთ ადგილას გაშეშდა.

- გუკ, ჯონგუკ, გეფიცები არაფერი მომხდარა. გეფიცები ჩვენს შორის არაფერი მომხდარა ის უბრალოდ დაჭრილია და ვერ დავტოვებდი. გთხოვ - გოგონას გული უკვდებოდა ჯეონს ასეთ დღეში რომ ხედავდა. რა გაუკეთა, სადამდე მიიყვანა ამქვეყნად ყველაზე კეთილი, თბილი ადამიანი, როგორ აიძულა ასე შეცვლა?? - ჯონგუკ, რამე მითხარი, გთხოვ - ხმა აუკანკალდა ჯისუს- ჯეონი ისევ მიუახლოვდა გოგონას, ლოყაზე ხელი მოუთათუნა 

- ბედნიერი იყავი სოია. გთხოვ მაპატიე  ჩემი ამგვარი საქციელი. უბრალოდ მე..... მაპატიე. იმ ღამით როცა ყველაფერი მომიყევი მე შენს თვალებში სიყვარული დავინახე, უსაზღვრო სიყვარული. გრძნობა რომელიც მე არ მეკუთვნოდა. ეს მაშინვე უნდა დამესრულებინა...... თავი არ უნდა მომეტყუებინა,   არ იფიქრო რომ გსაყვედურობ, ან შენზე ვბრაზობ. ზედმეტად მიყვარხარ რომ შენთვის ცუდი მინდოდეს. მაგრამ იცოდე, თუკი ოდესმე გაწყენინებს - ამ სიტყვებით უხმოდ მომზირალ თეჰიონს გახედა - მე დაგელოდები. მთელი ცხოვრება დაგელოდები და სამუდამოდ მეყვარები, სამუდამოდ.... - ჯეონმა ბოლოჯერ შეხედა საყვარელ ქალს, ისე თითქოს მისთვის იქვე მდგარი გახევებული თეჰიონი არც კი არსებობდა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა.......

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now