1 თავი

1.9K 103 64
                                    

9 წლის წინ........

- პატარავ ასე ნუ გარბიხარ, რამეს დაიშავებ - სიცილით დაუყვირა ბიჭმა და ოთახში მორბენალ გოგონას გაეკიდა.

- არაა, შენ წააგე თაეთაე, ახლა დამიჭირე - გადაიკისკისა ჯისუმ და წინ უფრო სწრაფად გაიჭრა. თუმცა რამდენიმე წუთში იგრძნო მასზე შემოხვეულმა ძლიერმა ხელებმა როგორ ასწიეს ჰაერში.

- აბა ახლა რას იტყვი? სად გამექცევი??

- დამსვი ახლავე დამსვი კიმ თეჰიონ - მის მკლავებში აფართხალდა გოგონა მაგრამ მასზე ათასჯერ ძლიერ სხეულთან ვერაფერს გახდა.

- ღმერთო, როგორ მიყვარხარ კიმ ჯისუ, შენ ჩემი ყველაფერი ხარ, ჩემი სიცოცხლე.

- მეც ძალიან მიყვარხარ თაე, ისე მიყვარხარ რომ მეშინია. - ჯისუმ უეცრად მოიწყინა და მთელი ძალით ჩაეკრა ბიჭს.

- რის გეშინია პატარავ? მე აქ ვარ შენთან და ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ.

- არ ვიცი ჩვენს მშობლებს რა რეაქცია ექნებათ. მამაჩემი ძალიან მკაცრია - თვალები აუწყლიანდა გოგონას.

- ხოდა მომეცი უფლება დაველაპარაკო. ავუხსნი რომ ერთმანეთი გვიყვარს და მინდა ცოლად შეგირთო.

- თეთე მე მხოლოდ 16 წლის ვარ. მამა ამას არასდროს დათანხმდება.

- ჩემგან ვერავინ წაგიყვანს, ვერასდროს... ამას არ დავუშვებ. - ბიჭმა სახე ფრთხილად მიუახლოვა პატარას და მის ტუჩებს დაეწაფა. - შენი ტუჩები ამქვეყნად ყველაზე ტკბილი რამაა. - ჩუმად ამოილაპარაკა კოცნებს შორის თეჰიონმა და უფრო ახლოს მიიკრა სხეული. - მინდა რომ მთლიანად ჩემი იყო. მინდა მე მეკუთვნოდე რომ ვერასდროს ვერავინ შეძლოს შენი შეხება - ვნებამორეული ჩურჩულებდა თეჰიონი.

- მაგრამ თაე მე ისედაც შენი ვარ. - სიცილით თქვა ჯისუმ და ბიჭის თვალებში ჩაიძირა სადაც ახლა მხოლოდ უსაზღვრო სურვილი ჩანდა. გოგონა გამოუცდელი იყო ასეთ საკითხებში მაგრამ მიხვდა რას გულისხმობდა ბიჭი, მის დიდრონ ყავისფერ თვალებში ყველაფერი ნათლად ჩანდა.

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now