დიდი დრო გავიდა, მაგრამ ისევ საშინლად მტკივნეულია როცა ვიღაც ამბობს შენს სახელს.
თეჰიონმა საქმიანი შეხვედრა მოიმიზეზა, იერის და ჰარას პროტესტისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ნაჩქარევად დატოვა კაბინეტი. მის გონებაში უამრავი მოგონება ამოტივტივდა. ყველა შეგრძნება რომელიც ეგონა დავიწყებული ჰქონდა თავიდან განიცადა.
- ეს მხოლოდ დამთხვევაა, ასე არ ხდება.. ამ გრძნობებს უფლებას არ მივცემ დამასუსტოს. მე გაგიშვი იმიტომ რომ ორივესთვის ასე ჯობდა. აქ არ არსებობს შანსი რომ მისი მამიდაშვილი შენ იყო..
- თეჰიონ იქნებ ამიხსნა რა ხდება? ძალიან ცუდად გამოვიდა იერისთან. ხომ იცი რომ ჩემი მეგობარია შეგეძლო ცოტა უფრო კორექტული ყოფილიყავი.
- ჰარა, კარგად იცი რომ მსგავსი რამეებით დაინტერესებული არ ვარ და რასაც დავთანხმდი იმასაც შენი ხათრით. საერთდაც ახლა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს ვიდრე პარკ ჰოლდინგია. - თემის გადატანა სცადა კიმმა და გამოუვიდა კიდეც
- რამე მოხდა?
- ბოლო პარტიასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. ჩრდილოეთის ბაზარზე სიტუაცია გაუარესდა.
- ისევ ტრიადა? - დაძაბულმა იკითხა ჰარამ.
- ჰო ისინი არიან, მაგრამ ახლა უარესი ისაა რომ სადღაც მოღალატე გვყავს, ჩენი და ჩანიოლი არკვევენ. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ სანამ ჩინელები ჩვენს შიგნით არეულობით ისარგებლებენ. როცა ვიპოვი ისე დავსჯი რომ ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მსგავსი რამ.
- ყველაფერი მოგვარდება. როცა ბუსანიდან დავბრუნდებით ამ საქმეს თავად მივხედავ. ახლა კი ნება მომეცი შენზე ვიზრუნო – ჰარა თეჰიონს მთელი სხეულით მიეკრა, ხელები კი მხრებზე შემოხვია – მომენატრე თაეთაე – ჩაიჩურჩულა გოგონამ და სცადა ბიჭის ყელს ტუჩებით შეხებოდა, როცა მან უხეშად მოიშორა და ზურგი აქცია – მაპატიე მაგრამ ახლა არაფრის განწყობა არ მაქვს. დამტოვე – ცივად გაისმა მისი ხმა. - აცრემლებულმა ჰარამ ოდნავ უკან დაიწია
YOU ARE READING
MAFIA LOVE (დასრულებული)
Fanfiction- რა არის სიყვარული? არსებობს კი საერთოდ? - რათქმაუნდა, იგი ყველაზე წრფელი და ლამაზი გრძნობაა რაც კი ამ სამყაროში არსებობს. ყველაზე სუფთა. - ვნება რაღაა? - ვნება ხორცის საზრდოა...... ყველაზე ტკბილი ცოდვაა..... უკონტროლოა......7