შენთან ყოფნაზე უარესი მხოლოდ ერთი რამაა: ყოფნა უშენოდ........
ბრეგბედერიმომხდარის შემდეგ ჯერ კიდევ შოკში მყოფმა ჯისუმ როგორღაც მოახერხა და თავი ხელში აიყვანა, ალბათ მხოლოდ ღმერთმა იცის რა ძვირად დაუჯდა ეს. იარები რომელიც აქამდე მიყუჩებული ჰქონდა ისევ სისხლმდენი გახდა. ყველა მოგონება თვალწინ დაუდგა. მან ისევ გაანადგურა, კიმ თეჰიონმა ამდენწლიანი ტანჯვის შემდეგ ფუჭი გახადა ყველა ძალისხმევა რაც კი გოგონამ გაიღო მისი გონებიდან ბიჭის სამუდამოდ მოსაშორებლად, მაგრამ არა, ჯისუ ახლა ის ყურებამდე შეყვარებული თინეიჯერი აღარაა ვისაც გული მკერდიდან ამოაგლიჯეს, იგი ახლა ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალია და ერთი კოცნით ვერავინ შეძლებს გული აუჩუყოს. გოგონამ თავი სწრაფად მოიწესრიგა და ისევ სათათბირო დარბაზისკენ გაეშურა.
........................
- სად ჯანდაბაშია შენი მეგობარი? 15 წუთში ისევ თათბირია - უკმაყოფილოდ თქვა თეჰიონმა და ამ სიტყვებითან ერთად იერიმ კარი შემოაღო.
- აქამდე სად იყავი, ან საერთოდ რა ხდება?- ინტერესით იკითხა ჰარამ როცა დაქალი გაქვავებული სახით სავარძელზე ჩამოჯდა.
- ვცდილობდი დირექტორთა შორის მეპოვნა ისეთები ვის გადმობირებასაც ჯისუს წინააღმდეგ შევძლებდი. - ცივად ჩაილაპარაკა პარკმა და წყვილს უმეტყველო თვალები შეანათა.
- ასეთი რა მოხდა, ამოთქვი სანამ მოთმინება დამიკარგავს - ზედმეტად ჩუმად გაისმა თეჰიონი ხმაც და იერიმ მძიმედ ამოიხვნეშა.
- ამ ეშმაკის მოციქულის ძალა სათანადოდ ვერ შევაფასე. ამ დილით, საბჭოს სხდომამდე ერთმანეთს შევხვდით - გოგონა გაჩერდა, თითქოს ორჭოფობდა ეთქვა თუ არა ყველაფერი
- რას გულისხმობ, რაზე ისაუბრეთ? - ამჯერად დაინტერესდა ჰარა.
- დეტალებს მნიშნველობა არ აქვს - ყველა კარტის გაშლა არ ისურვა იერიმ - გეტყვით იმას რომ ჯისუს აქვს რაღაც რაც ხელ-ფეხს მიკრავს, და რითაც ბედავს და მაშანტაჟებს. ამჯერად მის წინააღმდეგ ღიად ვერ ვიმოქმედებთ. საჭიროა ჯერ დავრწმუნდე რომ მასალა რომელიც აქვს განადგურებულია.
YOU ARE READING
MAFIA LOVE (დასრულებული)
Fanfiction- რა არის სიყვარული? არსებობს კი საერთოდ? - რათქმაუნდა, იგი ყველაზე წრფელი და ლამაზი გრძნობაა რაც კი ამ სამყაროში არსებობს. ყველაზე სუფთა. - ვნება რაღაა? - ვნება ხორცის საზრდოა...... ყველაზე ტკბილი ცოდვაა..... უკონტროლოა......7