18 თავი

678 58 14
                                    

თავიდან გულში  მხოლოდ დიდი ტკივილი ჩნდება. წყვდიადი ისადგურებს  სულში და  თანასწორი ხდება.  დაუნდობელი კრიმინალი ქალიც და გულუბრიყვილო გოგონაც. არვის შეუძლია ამ დამანგრეველ ტკივილს გაუმკლავდეს. ცოტა მოგვიანებით ბრაზი გეუფლება,  საკუთარ თავს საყვედურობ რადგან ვერ შეძელი თავი დაგეღწია ამ აბსურდისგან, ბრაზობ რადგან უფლება მიეცი გამოეყენებინათ შენი გრძნობები, სითბო, სიკეთე. მერე სინანული მოდის, ყველაზე მძიმე გადასატანი სწორედ ესაა. სინანული რომელიც ტკივილზე, იმედგაცრუებაზე ძლიერია. რომელიც  მეტად განადგურებს ვიდრე იმ ერთადერთის  ღალატი და მწარე სიმართლე. სინანული სიგიჟეს ბადებს შენში, რადგან იცი ყველაფერი რაც შეგეშალა, ყველაფერი რაც თავს გადაგხდა, რის გამოც ამდენ ხანს და ასე იტანჯებოდი მხოლოდ შენი ბრალია. თავად ხარ ერთადერთი დამნაშავე მაგრამ მას გამუდმებით სხვებში ეძებ.  ბოლოს ისევ ტკივილი მოდის..... ტკივილი რომელიც შინაგანი სიცარიელისგანაა გამოწვეული.......... შენ კი ამ დაუსრულებელ წრეში აგრძელებ არსებობას რომელსაც თურმე არც არასდროს ჰქონია აზრი  

                        ...........................

მარტო დარჩენილი ჰარას თავში უამრავი აზრი ტრიალებს. გამუდმებით ცდილობს გაიხსენოს მისი ცხოვრება თეჰიონის გარეშე მაგრამ ვერ ახერხებს. უკვე იმდენი დრო გავიდა რომ ამ მამაკცის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია. ჰარამ მისთვის ბევრი რამ გაიღო. უღალატა საკუთარ ოჯახს. ძველ ბანდის მეთაურს და მხოლოდ თეჰიონის გამო გაწირა ის ხალხი ვისაც მთელი 20 წელი ოჯახად თვლიდა. ამ გოგონამ საკმარისზე მეტი მისცა კიმს და ახლა რა, მას ის არასდროს ჰყვარებია. არასდროს ნდომებია რეალურად. ყველა მოფერება, შეხება კოცნა, ყველაფერი მხოლოდ "მისი" იყო. თეჰიონი მასთან იწვა და ჯისუზე ფიქრობდა. ჰარას აგიჟებდა იმაზე ფიქრი რომ ეს წლები იმ გოგოს აჩრდილქვეშ  გაატარა. რომ რეალურად მას არ უარსებია კიმისთვის.

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now