მომხდარი ინცინდენტის შემდეგ 1 კვირა გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ჯისუმ საკუთარ თავში მკაცრად ჩამოაყალიბა რომ ჯონგუკისგან და თეჰიონისგან თავი შორს უნდა დაეჭირა. ყველაფერი უნდა დაელაგებინა სანამ არჩევანს გააკეთებდა, ახლა კი ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ იყო. იერიმ ის არ იკმარა რომ კომპანიაში ჯისუს წინააღმდეგ ხალხის ამხედრება დაიწყო, ჯონგუკსაც აურია ტვინი ათასი სისულელით. ფაქტია პარკმა ღია ომი წამოიწყო, ამ სიტუაციაში ჯისუს სასიყვარულო სამკუთხედის პრობლემებისთვის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თეჰიონის ზარები საერთოდ დაეიგნორებინა..... მხოლოდ მტრებზე და კომპანიის მართვაზე გადაიტანა ყურადღება.
გოგონამ ღრმად ამოიოხრა, თეჰიონის მიერ მოწერილი შეტყობინება კიდევ ერთხელ გადაიკითხა.. - პატარავ, გთხოვ უბრალოდ დამელაპარაკე, მინდა ვიცოდე რომ კარგად ხარ. გეფიცები არაფერს გკითხავ უბრალოდ შენი ხმის გაგონება მინდა. უკვე 1 კვირა გავიდა კომპანიაშიც არ გამოჩენილხარ. მინდა ვიცოდე რომ კარგად ხარ - ჯისუმ ტელეფონი ისევ მაგიდაზე დააბრუნა და სავარძელში გადაწვა. თავადაც ძალიან უნდოდა კიმის ხმა გაეგო, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. ჯერ იერისთვის უნდა მიეხედა.... ამ ფიქრებში გართული კაბინეტის კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამოაფხიზლა. ჯისუმ ვიზიტორს შესვლის ნება დართო და მალე ჯონგინის სერიოზული სახეც გამოჩნდა.
- ქალბატონო, დარწმუნებული ხართ რომ კომპანიაში ჩემი გამოჩენა ღირს? შეიძლება იერიმ, უკაცრავად თქვენმა ბიძაშვილმა ამის შესახებ შეიტყოს.
- და შენ ეს გაწუხებს ქაი? მაინტერესებს გაუხებს რომ იერიმ შეიძლება სიმართლე შეიტყოს.....
- არა, მე...
- რა მოხდა, ხომარ შეგიყვარდა?? - დამცინავად გადახედა ჯისუმ მის წინ მდგომ აჭარხალებულ ბიჭს - არა, იდიოტი ხარ, ისევე როგორც ყველა მამაკაცი შენც იდიოტი ხარ. შეგიყვარდა, კიი ნამდვილად ასეა.....
YOU ARE READING
MAFIA LOVE (დასრულებული)
Fanfic- რა არის სიყვარული? არსებობს კი საერთოდ? - რათქმაუნდა, იგი ყველაზე წრფელი და ლამაზი გრძნობაა რაც კი ამ სამყაროში არსებობს. ყველაზე სუფთა. - ვნება რაღაა? - ვნება ხორცის საზრდოა...... ყველაზე ტკბილი ცოდვაა..... უკონტროლოა......7