10 თავი

896 72 19
                                    

8 წლის წინ

ჯისუ ფრთხილად მიუახლოვდა ბაღში მჯდომ მასზე რამდენიმე წლით  უფროს გოგონას და თავისი საყვარელი ღიმილით მიესალმა                                                                                 
- გამარჯობა, მე კიმ ჯი....                                                                                                   - ვიცი ვინც ხარ - ცივად მიუგო მან, ისე რომ ჯისუსთვის ზედაც არ შეუხედავს.       
 - ჰ -ოო, ბაბუამ მითხრა რომ შენ იერი გქვია. მე ძალიან გამიხარდება თუკი ჩვენ საერთო ენას გამოვნახავთ თა დავ.... - მორცხვად დაიწყო გოგონამ თუმცა იერიმ ისევ შეაწყვეტინა, ამჯერად მისი ხმა უკვე ცინიკურად ჟღერდა                                  - საცოდავო, გგონია შენნაირთან ოდესმე ვიმეგობრებ? გირჩევ ჩემგან თავი შორს დაიჭირო, იდიოტი... - აგდებულად ჩაილაპარაკა იერიმ და თავდახრილ ჯისუს სწრაფად გაეცალა.....

ახლანდელი დრო 

ჯისუმ მტკივნეული მოგონებების მოსაშორებლად თავი გადააქნია, საათს დახედა, უკვე 8 ხდებოდა,   ფილტვებში დილის ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთა და ტელეფონი მოიმარჯვა. რამდენიმე ზარის შემდეგ მეორე მხარეს გაღიზიანებული ხმაც გაისმა

- როგორ ბედავ ჩემთან დარეკვას იმის შემდეგ რაც გამიკეთე......              - მორჩი წუწუნს. სანაპიროზე მოდი, 15 წუთში აქ იყავი, არ დაგელოდები - ცივად მიუგდო ჯისუმ და მაშინვე გათიშა..... 

...........................................

იერი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა, როცა მობილურს დარეკა გაოცება და გაბრაზება ერთდროულად გამოისახა მის ნამძინარებ სახეზე, ხოლო როცა ჯისუმ შეხვედრა დაუთქვა  და გაუთიშა გაღიზიანებულმა ჩუმად შეიკურთხა.                                                   - წყეული, როგორ ბედავს რომ ასე მელაპარაკება, ჯანდაბა. - გოგონამ თავის გვერდით მწოლიარე ჯონგინს გადახედა შუბლზე ნაზად აკოცა და საწოლიდან ფრთხილად ადგა რომ არ გაეღვიძებინა. მას ძალიან უყვარდა ეს მამაკაცი. იმ მომენტიდან როცა პირველად დაინახა. მაშინ სულ რაღაც 15 წლის იყო და ცხოვრებისაც არაფერი გაეგებოდა, მაგრამ დაინახა ჯონგინი და ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ. იერიმ სამყაროს სხვა თვალით შეხედა, ხასიათი შესამჩნევად გამოუკეთდა უფრო გულისხმიერი გახდა თუმცა ამან დიდხანს არ გასტანა. იერის ერთ ერთ დაბადების დღეზე ბიჭმა ჯისუ გაიცნო და მთელი მისი ყურადღება კიმისკენ მიმართა. იერის ეზიზღებოდა ჯისუ, ასე უმიზეზოდ პირველივე წამიდან ეზიზღებოდა მისი პათეტიკური სახე, ამის მერე კი უფრო მეტად შეიძულა. იმდენად რომ მზად იყო საკუთარი ხელით დაეხრჩო. საბედნიეროდ გოგონა იმ წელს ამერიკაში გაგზავნეს და ჯონგინთან მისი შეხვედრებიც შეწყდა,  ბიჭი მას დაუბრუნდა და ახლა ორივენი ერთმანეთით ტკბებოდნენ.
- ჩვენ არაჩევეულებრივი მომავალი გველის ჩემო სიცოცხლე, წყნარად ჩაილაპარაკა უკვე წასასვლელად მომზადებულმა გოგონამ და ბიჭს თმებზე ნაზად მიეფერა. - მალე ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ შეიცვლება საყვარელო - იერიმ კიდევ ერთხელ დახედა საყვარელ მამაკაცს და ოთახის კარი ფრთხილად გაიხურა.

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now