არაფერია უფრო საშიში ვიდრე ქალი, რომელიც თავს მოტყუებულად და მიტოვებულად გრძნობს. ჯისუს კაბინეტიდან გამოსული ჰარა ცრემლებს ძლივს იკავებდა. ეს ცრემლები იმ ტკივილისგან, იმედგაცრუებისაგან იყო გამოწვეული რომელსაც განიცდიდა. თეჰიონმა მას უღალატა. იმაში ეჭვი აღარ ეპარებოდა რომ ეს ორი ერთმანეთს იცნობდა, როგორც კი ჯისუს თვალი მოჰკრა უნებურად მაშინვე აითვალწუნა. მაგრამ თეჰიონი? როგორ შეეძლო ამდენი წლის ურთიერთბა ასე ერთ ხელის მოსმით დაენგრია, რა ჰქონდა ისეთი მას რაც თავად არ გააჩნდა. ამ 5 წლის მანძილზე რაც ერთად იყვნენ ჰარა გამუდმებით ცდილობდა თეჰიონისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა და ყველა მისი მოთხოვნა უნაკლოდ ესრულებინა. მაგრამ ახლა რა? ამ ძუკნას ყველაფერი ერთი ხელის მოსმით წყალში უნდა ჩაეყარა? არა ჰარა ამას ნამდვილად ვერ დაუშვებდა. გოგონა სწრაფად გამოვიდა პარკ ჰოლდინგიდან და იერის ნომერი აკრიბა.
- მეგობარო, სად ხარ?
- ქაისთან, რამე მოხდა?
- ეს ესაა ჯისუსგან გამოვედი, უნდა შევხვდეთ, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულო
- ნუთუ ისაა? - გაისმა იერის ცივი ხმა
- მისამართს გამოგიგზავნი, არ დააგვიანო - ჰარამ მისი კითხვა დააიგნორა და კავშირი გაწყვიტა......................
- დაქალის ზარის შემდეგ აფორიაქებული იერი ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა გაეგო რა გაარკვია ჰარამ, ამიტომ ჯონგინს მოკლედ აუხსნა საქმის ვითარება და მაშინვე გამოგზავნილი მისამართისაკენ გაემართა...
............. ...
ჰარას წასვლის შემდეგ რამდენიმე დოკუმენტს ხელი მოაწერა, მომდევნო დღეების განრიგი ბექიონთან ერთად შეადგინა და ჯისუმაც დატოვა ჰოლდინგის შენობა, გამომდინარე იქედან რომ პირადი დაცვა დაითხოვა კომპანიის ავტოფარეხში მარტო ჩავიდა და საკუთარი ავტომობილისკენ მიმავალმა იგრძნო, რომ იქ კიდევ ვიღაც იმყოფებოდა. გოგონას სხეულში გაუცნობიერებელმა შიშმა დაუარა, ნაბიჯს აუჩქარა, უნდოდა რაც შეიძლება სწრაფად მისულიყო მანქანამდე, თუმცა ძლიერი ხელები წელზე მოეხვია თავისკენ მიიზიდა პატარა სხეული და გულში მაგრად ჩაიკრა.
- არ მჯერა რომ ჩემთან ხარ. მართლა მეგონა რომ ვეღარ გნახავდი - თეჰიონის ხმა საოცრად ღრმა და მრავლისმეტყველი იყო. მისი ტემბრი უბრალოდ ნებისმიერს აიძულებდა დამშვიდებულიყო.
- იდიოტო გაგიჟდი? ლამის გული გამისკდა - წამოიყვირა შეშინებულმა ჯისუმ და კიმს ხელი ძლიერად დაჰკრა, საშინლად იყო გაბრაზებული, თუმცა ამ ბრაზმა მომენტალურად გაუარა როცა ბიჭის სახეზე ტკივილი შენიშნა
- ჯანდაბა, გატკინე არა? მაპატიე, მაპატიე სულ დამავიწყდა რომ ჭრილობა გაქვს. კარგად ხარ? რამე გჭირდება?? - შეშფოთდა გოგონა და კიმის სხეულის შემოწმება დაიწყო.
- კარგად ვიქნები ნუ ღელავ, რადგან შენ დარდობ ჩემზე და ისევ გიყვარვარ ყველაფერი კარგად მექნება. - მსუბუქად ამოილაპარაკა თეჰიონმა და გოგონას მისთვის დამახასიათებელი ეშმაკური ღიმილით გაუღიმა. ჯისუმ თვალები აატრიალა კიმმა კი მისი წვალება განაგრძო
- არც სცადო იმის უარყოფა რომ გიყვარვარ, კარგად მახსოვს როგორ ტიროდი ჩემს გამო და რამდენად ნერვიულობდი
- უბრალოდ შენი წარმოსახვის ნაყოფია
- ბიძაჩემსაც იგივე დაემართა? იქნებ არც მასთან გისაუბრია. - ჯისუს წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დაეძვრინა ამ "შემარცხვენელი" სიტუაციიდან თავი, თუმცა ჯონგინმა რომელმაც ზუსტად სწორ დროს დარეკა მისი ხსნა მოახერხა. გოგონამ შვებით ამოისუნთქა, კიმს ზურგი აქცია და ტელეფონს უპასუხა
YOU ARE READING
MAFIA LOVE (დასრულებული)
Fanfiction- რა არის სიყვარული? არსებობს კი საერთოდ? - რათქმაუნდა, იგი ყველაზე წრფელი და ლამაზი გრძნობაა რაც კი ამ სამყაროში არსებობს. ყველაზე სუფთა. - ვნება რაღაა? - ვნება ხორცის საზრდოა...... ყველაზე ტკბილი ცოდვაა..... უკონტროლოა......7