5 თავი

1K 78 29
                                    

ჯისუ სანაპიროზე დგას და ადრიანი გაზაფხულის დილის ცივი ნიავით ტკბება. მისი სული მხოლოდ ამ ხედს შეუძლია დააწყნაროს. მას უყვარს იმის ყურება როგორ ეხეთქება ტალღები ნაპირს, რადგან მათში საკუთარ თავს ხედავს. საკუთარ სულს რომელიც ამ ტალღებივით ბობოქარია. ჯისუ ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული გოგონაა მაგრამ არავინ იცის რა ხდება მის შიგნით. ამ გაყინული გრიმასის მიღმა არავის შეუძლია დაინახოს მისი რეალური სახე, განცდები, ფიქრები და ოცნებები. ჯისუ ყველას იმდენის ცოდნის საშუალებას აძლევს რამდენიც საჭიროა მათთვის. პირველად როცა ბაბუასთან ერათად ბუსანის ვილაში გადავიდა საცხოვრებლად შვება იგრძნო რადგან იქ მისი საყვარელი ბიძაშვილი იმყოფებოდა. ფიქრობდა მისი სახით მეგობარს შეიძენდა რომელიც არასდროს ჰყოლია თუმცა მწარედ შეცდა, იერიმ ის არ მიიღო. უფრო მეტიც, გამუდმებით მის დამცირებას ცდილობდა სხვების თვალში. ჯისუს ტანჯვა მხოლოდ ამერიკაში წასვლის შემდეგ დასრულდა. იქ გატარებულმა წლებმა კი რადიკალურად შეცვალა. მშიშარა, საყვარელი გოგონასგან არაფერი დარჩა. უკან გულცივი, მტკიცე ხასიათის, განათლებული ქალი დაბრუნდა, რომელიც არავის და არაფერს ენდობა, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს და მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. ბუსანში ჩასულს განსაკუთრებული ეჭვი იერის ქცევამ აღუძრა. არ იცოდა რატომ მაგრამ მასში ყველაფერი უცნაური და იდუმალი ეჩვენებოდა რეალურად არც შემცდარა. თუ რამდენად საეჭვო იყო ბიძაშვილის ქცევა ჯისუ სწორედ დღეს გაარკვევდა.....
- ქალბატონო კიმ.... ვიმედოვნებ დიდხანს არ დაგაყოვნეთ... - პატივისცემით დახარა თავი ჯონგინმა და გოგონას უკან მორჩილად დადგა. ჯისუ არ მოცდენილა მისკენ შებრუნებულიყო ისე უპასუხა.
- არაფერია, ეს მე მოვედი ადრე. აბა, რა გაქვს ჩემთვის?
- მართალი იყავით, იერი ნამდვილად არასასიამოვნო წრეში ტრიალებს - წყნარად უპასუხა ბიჭმა
- და რამდენად არასასიამოვნოა ეს წრე?
- თავად ნახეთ - ჯონგინმა ჯისუს კონვერტი გაუწოდა. გოგონამ მაშინვე გამოართვა ის და შიგნით მოთავსებული სურათების დაკვირვბა დაიწყო.
- ეს ახალგაზრდა ქალი ვინც თქვენი ბიძაშვილის გვერდით დგას ჩოი ჰარაა. იაკუზას ბანდის წევრი, როგორც ამბობენ ერთ ერთი მთავარი ქილერი და მათი ბოსის საყვარელია.
- იაკუზას ბანდა, შენ ამბობ? - უინტერესოდ იკითხა ჯისუმ, მისი სახე აბსოლიტურად არაფერს გამოხატავდა. - მადლობთ ჯონგინ, საკუთარ პოზიციას დაუბრუნდი. ჩემგან დრო და დრო ინსტრუქციებს მიიღებ რა უნდა გააკეთო. ჯერ ჯერობით კი ჩრდილში დარჩი.
- ბიჭმა თავი მორჩილად დაუქნია მას და იქაურობა უსოტყვოდ დატოვა.
- ასე, ასე, ვნახოთ რამდენად შორს შეგილძლია შეტოპო იერი. ვნახოთ რამდენად ბევრი შეგიძლია.....

MAFIA LOVE (დასრულებული)Where stories live. Discover now