ᴘʀᴏʟᴏɢᴜᴇ

940 77 27
                                    

3027 წელი, კორეა.



იღბლიანები ვართ, რადგან გადავრჩით.
იღბლიანები ვართ, რადგან სახელმწიფოს შენარჩუნება და მისი თავიდან შექმნა მოვახერხეთ.
იღბლიანები ვართ, რადგან კედლით ვართ შემოსაზღვრულები, რომელიც ყველაფრისგან გვიცავს.
იღბლიანები ვართ, რადგან კონტინენტზე, რომელზეც სიცოცხლე თითქმის გაქრა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ არსებობას.
იღბლიანები ვართ, რადგან გვიცავენ, საკვებს გვაძლევენ და ზრუნავენ, რომ ცოცხლები დავრჩეთ.
ყოველ შემთხვევაში, ეს ის ფრაზებია, რაც ცხრამეტი წელია მესმის.
ცხრამეტი წელია პატარა, ძლივს მოქმედ ტელევიზორში, რომელიც სახელმწიფომ ყველა ქალაქგარეთ მცხოვრებს მისცა, რათა არავის გამორჩენოდა მათი კონფერენციები, მხოლოდ ეს ისმოდა.
გვეუბნებოდნენ და გვაჯერებდნენ, რომ მადლიერები უნდა ვყოფილიყავით, რომ ვცოცხლობდით, უსაფრთხოდ ვიყავით, საკვები და სასმელი გვქონდა და შეგვეძლო, რომ განათლება მიგვეღო.

გვეგონა, რომ ნორმალური იყო ყოველ წელს მხოლოდ ერთი წყვილი ტანსაცმლის ქონა, რადგან სახელმწიფო მეტს ვერ მოგვცემდა და ჩვენ არ გვქონდა ყიდვის შესაძლებლობა. გვეგონა ნორმალური იყო, რომ ხანდახან რამდენიმე დღით ვიყავით საჭმლის გარეშე, იმიტომ, რომ ანაზღაურება იგვიანებდა. გვეგონა ნორმალური იყო ის კოლოსალური ფიზიკური შრომა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი სწევდა ფერმებში და სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობისას. გვეგონა ნორმალური იყო, რომ ყოველდღე ვიღაც იღუპებოდა ამ პირობების გამო... რომ სოფელში აღარავინ იყო მოხუცი, რადგან ამ ასაკს ვერავინ აღწევდა.
ყველაფერი, რაც ჩვენს სასტიკ და საშინელ სახელმწიფოში ხდეობოდა, ნორმალური გვეგონა.

ასე გვეგონა, სანამ ჩემი უმცროსი და არ დაიღუპა იმიტომ, რომ რამდენიმე დღე გადაბმულად ვიყავით საჭმლის გარეშე, სანამ დედაჩემი ჭკუიდან არ შეიშალა ამის გამო, სანამ უეცრად არ გარდაიცვალა, სანამ მამაჩემი თავს მოიკლავდა და სანამ სრულიად მარტო დავრჩებოდი... ასე გვეგონა, სანამ ყოველი ჩვენგანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდებოდა... სანამ ნამჯუნის დედა გაქცევას მოინდომებდა და სანამ მთელი სოფლის წინაშე სიკვდილით დასჯიდნენ. სანამ იუნგის უფროსი ძმა თვითმკვლელობას არ სცდიდა, სანამ ჰოსოკი მიხვდებოდა, რომ აღარ შეეძლო ძალადობის ატანა, სანამ სოკჯინი გააანალიზებდა, რომ  ამ ქვეყანაში ვეღარ სუნთქავდა და სანამ ჯიმინი სხეულის დასახიჩრებას არ დაიწყებდა საშინელი ფიქრების გასაფანტად.
ყველაფერი საშინლად იყო და მაშინ მივხვდით, რომ ვიტანჯებოდით მორალურადაც და ფიზიკურადაც.

𝗜𝗡𝗙𝗘𝗥𝗡𝗢: 𝗧𝗵𝗲 𝗪𝗮𝘆 𝗢𝘂𝘁Where stories live. Discover now