—•——}{——•—-გაიღვიძე?!-ყურში გამუდმებით ჩამესმოდა. მე კიდევ არ მსურდა გაღვიძება, რადგან ძილი ერთადერთი გზაა, სადაც შემიძლია თავისუფალი ვიყო და ჩემს ოცნებებს გავყვე-გაიღვიძე!-ხმა არ წყვეტდა და ისევ მაიძულებდა ამ სამყაროში დავბრუნდე...ბოლოს დავნებდი და წამოვდექი გარშემო კი უამრავი ბავშვი დავინახე, რომელებიც მიღიმოდნენ და გარს მეკვრენ.
-რახდება? - გაკვირვებულმა ვიკითხე
-დღეს შენს წასაყვანად მოდიან-ერთერთმა გოგომ წამოიყვირა
-რააა?!?!-სწრაფად წამოვხტი საწოლიდან და ქალბატონი ლის კაბინეტისკენ გავსწიე. კარზე ფრთილად დავაკაკუნე და შესვლის ნებართვა ვითხოვე.
-გამარჯობა ქალბატონო ლი, გავიგე დღეს ჩემს წასაყვანად მოდიან და ეს მართალია?-ლიმ სათვალეები შეისწორა და მსუბუქად გაიღიმა
-უკვე ყველაფერი გაგიგია. მომილოცავს! ქუქი დღეიდან ახალი ოჯახი გეყოლება თუ რათქმაუნდა ყველაფერი კარგად ჩაივლის-ამ სიტყვების გაგონებაზე გული ბედნიერებით ამევსო, რადგან უკვე დიდი ვარ და მეგონა არავინ ამიყვანდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ აქედან წავიდოდი ნაკლებად მახარებდა, რადგან აქ უკვე 14 წელია ვცხოვრობ. სამი წლის ვიყავი, როდესაც ბავშვთა სახლში დამტოვეს. დიდი დროის მანძილზე მეგონა, რომ ჩემი მშობლები დაბრუნდებოდნენ და წამიყვანდნენ, მაგრამ შევცდი... რათქმაუნდა არავის გავხსენებივარ..
-შენი მომავალი მშობლები დღეს მოვლენ შენს სანახავად , ამიტომ ცოტა დაისვენე და შემდეგ მე თვითონ დაგიძახებ-ქალმა სათვალე შეისწორა და ისევ ფურცლებში ჩარგო თავი.
-კარგი ქალბატონო ლი-გავუღიმე და საერთო ოთახში დავბრუმდი
-ქუქიი რა გითხრა ქალბატონმა ლიმ?
-როდის მიდიხარ?
-ხომ მოხვალ ჩვენს სანახავად?
-შეძლებული ოჯახია?
-მეტი შვილი ჰყავთ?
-სკოლაში ივლი?
ოთახში შესვლის თანავე ბავშვებმა კითხვების დასმა დამიწყეს
YOU ARE READING
𝑆𝑡𝑒𝑝𝑏𝑟𝑜𝑡ℎ𝑒𝑟😈 (დასრულებული)
Teen Fiction👬😈🥀🔞 ისტორია მოგვითხრობს გათამამებულ ბიჭზე, რომელსაც ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. მას თავისი ცხოვრება აქვს და მისი წესებით ცხოვრობს, მანამ, სანამ მშობლები არ გამოუცხადებენ, რომ ახალი ძამიკო ჰყავს... 𝐴𝑛𝑚𝑖🪐