3

479 63 14
                                    


ბედი არ მაქვს, არ მაქვს კაი ჯანდაბას და დოზანას, მარა ასეთი უბედობა შეიძლება? ჩემო გულის ატრიალებებო, ამ ჩემი ბედის დედაც.

დღეს რათქმაუნდა არ ჩაუვლია წესიერად,რადგან იმ ჩემის გადანგრეულმა ტვინი ააბზრიალა იმის თხოვნით რომ მისი მეწყვილე ვყოფილიყავი და თემა ერთად დაგვეწერა, ბოლოს კიდე როგორც მოგეხსენებათ კაი აწყვეტილი ჯორივით ვარ,ვეღარ მოვუთმინე და უცხო ენის ლექციაზე ერთი კარგად კი ვუთავაზე მის გუჩი-პრადა სახეში. ამაზე ლექტორს რათქმაუნდა დიდი რეაქცია არ ჰქონდა უბრალოდ ერთი დღით დაგვითხოვა ლექციიდან.

კაცო სულ შეიძლება ამ დედააბზრიალებული, გადასაშენებელი დინოზავრის გამო ყველა ადგილიდან ასე "კულტურულად" მაგდებდნენ?

-თუ არ გინდა ამ თავშეუკავებლობის გამო -ხელს სახისკენ იშვერს.-გიჩივლო შე ვირიშვილო მაიმუნო...
-ვირებს მაიმუნი შვილები არ ყავთ, გენიოსის ფეხის თითო.-სიტყვას ვაწყვეტინებ.
-მადაცე!-წამომიყვირა მობეზრებულად.
-ნუ ღრიალებ ტვინი გამომენგრა.-თითები ყურებთან მიმაქვს და ვიფარებ.
-კაი მისმინე.-ამოიოხრა.-ვიცი აქ ამ უნივერსიტეტში მარტივად არ ჩარიცხულხარ.-ეშმაკურად ჩაიღიმა.ვფიქრობ დროა მოვკეტო და ვუსმინო...-თუ არ გინდა შენი თავი გავაგდებინო ჩემი მეწყვილე იყავი. ეს
ერთი ღორის გრიპი თემა რა გახდა?!

დავფიქრდი, მართალი იყო...მოკლედ რომ მოვყვე, აქამდე მთლიანად ჩემი სახსრებით მოვაღწიე. მარტივი არ იყო ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრა, როგორიც სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. ვიცი თავიდან ისე გამოვიჩინე თავი თითქოსდა ისტორიაზე აგდებულად ჩავაბარე, მაგრამ მასე არაა...მართლა მიყვარს ისტორია,ალბათ ერთადერთი საგანი იყო რომელსაც სკოლაში ყველაზე გულდასმით ვსწავლობდი,ამიტომაც ავირჩიე ეს სფერო,მომავალში კი ვგეგმავ რომ ან არქელოგი გამოვიდე ან პროფესორი,ოღონდ ისეთი სირი არა როგორებიც მე მყავს...ბავშვებს მინდა ისე მივუდგე როგორც საჭიროა და არა ისე თითქოს რობოტები იყვნენ,როგორებადაც ეს პროფესორები
მიგვიჩნევენ. ნუ მშობლები რათქმაუნდა მხარს მიჭერდნენ,თუმცა ამდენი შესაძლებლობა მაინც და მაინც არ ჰქონიათ ასეთ უნივერსიტეტში სასწავლებლად რომ დავეფინანსებინე,ამიტომაც მოვინდომე, ვისწავლე და ისე ჩავაბარე გამოცდები ას პროცენტიანი გრანტიც კი ავიღე. მაგრამ მაინც საფრთხეში ვიყავი, რადგან თუ ასეთი გათამამებული ვირთხა მიჩივლებდა, როგორიც თეჰიონია თავისუფლად შეძლებდნენ ჩემს გაგდებას, რადგან თეორიულად უპატრონო ძაღლი ვარ.

-კარგი ხო ოღონდ ერთი პირობით.-ბევრი ფიქრის შემდეგ ცივილიზებურად ვუთხარი.
-აი ახლა ტრაკზე მაკოცეო არ მითხრა, თორემ არ ვიცი რას ვიზამ.-წარბაწეული სერიოზული სახით მითხრა.
-ჰაჰაჰ არააა-ჩავიცინე.-უბრალოდ მე ამ თემაში დაგეხმარები, შენ კი პროექტის შემდეგ თავს დამანებებ და ისე მოვიქცევით, რომ არც ვიცნობთ ერთმანეთს და არც არასდროს ვიცნობდით...-ხელი გავუწოდე.-შევთანხმდით?

ჩაფიქრდა...ამდენი ხანი რატომ ფიქრობს ვერ გავიგე, დავიჯერო მოწონს ის ფაქტი რომ ერთმანეთს ოჯახებს ვანგრევთ თავზე?
-კარგი ხო, შევთანხმდით.-ხელი ჩამომართვა.-ხვალ 11ზე იმ მუზეუმთან შევხვდეთ. შაბათია და გვეცლება. არ დააგვიანო.-თითით დამემუქრა.
-უუუ პაემანზე მეპატიჟები?-წარბები ავათამაშე.
-იდი ნახუი. -შუა თითი მიჩვენა და წავიდა.

ვინაიდან და რადგანაც უცხო ენა ბოლო იყო არც მე დავლოდებივარ არავის, ნამჯუნს მივწერე რომ დღეს ადრე წავიდოდი სახლში და ზოზინით გავისეირნე ჩემი ტკბილი ბუნაგისკენ.

______________
ნეტავ რა მოხდება...🤭თქვენი აზრით როგორ ჩაივლის ეს შეთანხმება,მოახერხებენ ერთმანეთის გაძლებას...?
ვნახოთ ვნახოთ🤭🤭
მადლობა ვინც წაიკითხა💘🙌

someone in me/ვიღაც ჩემში Where stories live. Discover now