კვირა დღე. ალბათ ყველას გიყვართ კვირა, ყველასგან და ყველაფრისგან დასვენების და განტვირთვის დღე. ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღე კვირაა, რადგან მხოლოდ ამ დღეს შემიძლია ადამიანებისგან და ყველაფრისგან დასვენება და იმის კეთება რაც მიყვარს. ძირითადად კვირაობით სახლში ვრჩები და ვიდეო თამაშებით ვირთობ თავს ან წიგნის კითხვით,პოლნოებსაც ვუყურებ ხოლმე...კაი ვღადაობ,მასეთი რაღაცები ძაან მებანძება. მოკლედ კვირა ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღეა.
და-დაიცა მაღვიძარა რა ჯანდაბად რეკავს? ზოგადად კვირაობით მაღვიძარას არ ვაყენებ, თავს უფლებას ვაძლევ რამდენი ხანიც მინდა ვიძინო. ე ბიჭო,რა სირობაა?!
-შენი დედაც!-წამოვიყვირე და ტუმბოზე ხელის ცეცება დავიწყე, ალბათ გუშინ დამავიწყდა და შემთხვევით დავაყენე.მოიცა ვინმე გამაგებინებს ხელს ჰაერში რატომ ვიქნევ და ტუმბო იმ ადგილას რატომ არ დგას, სადაც უნდა იყოს?
ორ წამში ტელეფონის ყროყინის ხმა წყდება.
-უჰ აგაშენა ღმერთმა.-ჩატრიალებული ბალიშს ვეხვევი, ვიღიმი და ვცდილობ ძილი გავაგრძელო.-ფუ, შენი უჯიშო დედა მოვტყან.-რაც არ უნდა გათიშული ვიყო, დილით რომ გამაღვიძებ ძილის შებრუნება ჩემთვის ძალიან ძნელია.-შენი ნაზიკოს გაცვეთილი ორმეტრიანი კალოშობა შევეცი.
თვალებს საბოლოოდ ვახელ და ვფხიზლდები.
-რა ჯანდაბაა?!-ეს არის პირველი სიტყვები რასაც "დილის სუსხიან ამინდში, მზისგან განათებულ ოთახში" ,
ვღრიალებ...ჩემს ოთახში არ ვარ. ამის გადასაშენებელი დინოზავრობა დავაბზრიალე თითზე! ჩემს ოთახში არ ვარ!
ანუ იტოკში, ვიჩითები სადღაც გადათეთრებულ სპალნაში, თეთრი საღებავით შეღებილ ოთახში,თეთრ თეთრეულში, რა იქნა ფეირის რეკლამაა თუ რა თესლობაა? (რა ფეირი ბიჭო,ტაიდია ეგ მძღნერობა) ხო ხო ტაიდი და დედადოინჯ შემორტყმულობა.
YOU ARE READING
someone in me/ვიღაც ჩემში
Fanfiction""ვიღაც ჩემში"ასე უწოდებნენ ძველი ბერძნები ამ ნახატს და ასეთი სახელით მოაღწია ჩვენამდეც.ეს არის ნახატი, რომელზეც გამოსახულია ადამიანი, რომლის თვალებში სულ სხვა პიროვნებაა ჩახატული, თითქოს იგი მასშია გამომწყვდეული და თავის დაღწევას ცდილობს." გაფრთხილ...