18

410 51 26
                                    

ეს ფიქრები სასწრაფოდ გონებიდან უნდა ამოვიგდო!
უკვე ორი დღე გავიდა,რაიანის ინციდენტის შემდეგ და მას შემდეგ რაც ჩემს თავს ეს დედააბზრიალებული კითხვა დავუსვი. ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო,მაგრამ მიჭირს. როგორც უკვე იცით თეჰიონის სხეულში ვარ და ეს უფრო ართულებს საქმეს,რადგან მასაც შეუძლია ჩემი ფიქრების მოსმენა და იქნებ უკვე იცის კიდეც საკუთარ თავს ეს კითხვა რომ დავუსვი. საშინელ ჩიხში ვარ. მეშინია მართლა არ გაიგოს,რომ უკვე რაღაც გრძნობები მიჩნდება მის მიმართ. საშინლად მეშინია,იმის გათვალისწინებით რომ მთელი ორი წელი ჩემი დაბულინგებით ირთობდა თავს,ისიც არ არის გამორიცხული, რომ როცა ამას გაიგებს უარესად დამაჯვამს ზედ. იქნებ საერთოდ ჩამკლას კიდეც მასში და სამუდამოდ შევწყვიტო არსებობა? საშინლად მეშინია. ყველაზე ცუდი კიდევ ის არის, რომ უკვე ერთი გული გვაქვს და იქნებ გულის ის ნაწილი რომელსაც მე ვფლობ უკვე გამოუტყდა მეორეს? ახ ჯანდაბა როდის მერე გავხდი ასეთი რომანტიული და სიყვარულზე შეშინებული ახალგაზრდა?

ხუთშაბათი? ბევრი არაფერი მომხდარა...ლექციებს დავესწარით,კაფეტერიაში თეჰიონის მეგობრებთან ერთად ვისადილეთ. მაგარი გამაოგნებელი რამ გინდათ გითხრათ? ნამჯუნიც ჩვენთან ერთად სადილობდა. ეს ტრაკი თურმე ჯინთან დაახლოებულა. მოკლედ ჯინის და ჯუნის მშობლები თურმე ერთმანეთს იცნობდნენ, ერთად უვახშმიათ და უჭორავიათ კიდეც. ტრაკი! როგორ დამიმალა ეს არ ვიცი. ბოზი სუფთა! ეს ყველაფერი იმ საღამოს მითხრა, უფრო სწორად გვითხრა,როცა ჩვენს ამბავს ვიკვლევდით.

პარასკევი? ამის დედაც! ლექტორმა შეგვახსენა რომ თემა ორშაბათისთვის უკვე მზად უნდა გვქონოდა, როგორ გამოვძვერით სიტუაციიდან არ ვიცი. ჯონგუკი სადარისო, მომიკითხა, თეჰიონმა კარგი ტყუილიც მოიფიქრა და უთხრა რომ ისევ ბებიასთან ვიყავი სოფელში და თემაზე ტელეფონით ვმუშაობდით. არ ვიცი დაიჯერა თუ არა მარა მკიდია. აბა ის რომ ვუთხრათ,რომ მე თეჰიონში გამოვიკეტე მაგრად დააყლევებდა იმ საწყალს.

someone in me/ვიღაც ჩემში Where stories live. Discover now