დილით 11ის ნახევარზე ავდექი,მაინც და მაინც როცა ჩემი ნება სურვილით დავაყენე მაღვიძარა მაშინ არ დარეკა ნორმალურად. ნახევარი საათი მაქვს რომ გადავივლო,მოვწესრიგდე და იმ იდიოტურ მუზეუმში მივიდე სადაც ჩემი "გულისფეთქვა" ადამიანი მელოდება.იმედია მიხვდით რომ ეს სიტყვა ირონიით ჩავაკვეხე. განა სულ ფეხებზე მკიდია მას სულ არ ვეპრანჭები,უბრალოდ მინდა კარგად გამოვიყურებოდა რომ ის აჯაფსანდალივით აჭრელებული დინოზავრი დავჩრდილო.
თორმეტი უკვე დაწყებული იყო როცა ძლივს მივაღწიე მუზეუმამდე.
-ვაუ რა მალე მოხვედი.-ირონიით ჩაილაპარაკა თეჰიონმა.
-შენკენ სულ არ მომეჩქარებოდა.-თმა სპეციალურად ელეგანტურად გავისწორე.
-თემა, ჯონგუკ თემა!-ამოიოხრა.-თემა გვაქვს დასაწერი შე ქათამო,თემა! თორე მე სულ ფეხემზე არ მკიდიხარ.
-თუ ასე ძალიან ვერ მიტან, სხვა რატომ არ აირჩიე შენს მეწყვილედ?-ჯანდაბა,დილიდანვე მომიშხამა ხასიათი მისმა ნახვამ,ის არ მყოფნიდა უნივერსიტეტში მთელი დღე მასთან ერთად რომ უნდა ვმჯდარიყავი ლექციებზე,ახლა დასვენების დღესაც არ მომასვენა.
-მემგონი უკვე გითხარი, რომ იმ აბზრიალებულებიდან ყველაზე ჭკვიანი შენ ხარ.-თვალები გადაატრიალა.-თან ეგეც არ იყოს ცოტა დახმარება მჭირდება ნიშნებთან დაკავშირებით...შენთან მუშაობით და ამ თემით კი მათ გამოვასწორებ.
-შენს დახმარებას არ დავთანხმებულვარ ანორექსიანო ღორო!-ხმა ავამაღლე.-ესეიგი უბრალოდ ჩემს გამოყენებას აპირებ და მერე მიგდებას?-დაიცა რა შეყვარებული თინეიჯერი ღლაპივით ვლაპარაკობ...
-ჰეი,ჰეი.-ხელები სახესთან ამიფრიალა.-ჩვენ ხომ შევთანხმდით, შენ ამ თემის დაწერაში დამეხმარები, მე კიდე ისე მოვიქცევი თითქოს და არ გიცნობ და არც არასდროს გიცნობდი.
-ჰაჰა,-ნერვიულად გამეცინა,აუ დაიცა რა მემართება ღმერთო ჩემო...თან დილიდან გული ცუდს მიგრძნობს.-ვიხუმრე ზეზვა,ვიხუმრეეე.მართლა რა პირველყოფილი ხარ ვერანაირ ხუმრობებს ვერ ხვდები.-თავი დავიძვრინე ვითომ? მარა რისგან?-კარგი ხო გამოაჯვი შევიდეთ რამე ავარჩიოთ, თემა დავწეროთ და მოვხიოთ აქედან. შენ შენი გზით მე ჩემი.
-წამო წამო.-ამოიოხრა და მუზეუმის კიბეებზე ასვლა დაიწყო. მეც უკან მივყევი.
მუზეუმის კარი გამოაღო და შიგნით შევიდა, ხოლო როცა მე ვაპირებდი შესვლას კარი არც დაიჭირა და ეს ჯართი პირდაპირ სახეში მეტაკა.
-ფუ შენი დედა შევეცი.-ხელი ცხვირზე მოვისვი, ძალიან არ მტკენია მაგრამ მინდოდა ცოტა მეთამაშა, რადგან ვხვდები რომ ეს გუჩი-პრადა სახიანი ბიჭი ყველაფერს გააკეთებდა რომ დავხმარებოდი.
როცა თეჰიონმა გააცნობიერა რომ
უკან არ მივყვებოდი მოტრიალდა და გარეთ გამოვიდა,სადაც ცხვირის ზელით დავხვდი.
-ოუჩ.-სახე მომანჭა.-ბოდიში რა.გამეცინა.
-როდის აქეთ ვუხდით ბოდიშებს ერთმანეთს?-სახეში შევხედე.
-შემოაჯვამ თუ არა?-წამში იცვალა გამომეტყველება.
-კაი ხო, მარა ჯერ მე შევალ.წინ წავედი და ზუსტად იგივე გავაკეთე რაც თვითონ ქნა.
-ერთით ერთი.-ეშმაკურად გავუღიმე ცხვირის სრესით გამწარებულ თეჰიონს.
-აუ სიამოვნებით გცემდი რა.
-კაი წამოდი რა ქალივით იქცევი,იმდენად არც გტკენია.თვალები აატრიალა და უკან მომყვა.
-რომელ ჯანდაბაზე გინდა თემის დაწერა?-უკან მივტრიალდი და ვკითხე.
-ვიღაც ჩემში.-ამოიბუტბუტა.-მასზე მინდა თემის დაწერა.
-კაი რა ამ ბავშვურ იდიოტობაზე თემის დაწერით გინდა მოიმატო ნიშანი?-გამეცინა.
-გეუბნები ამაზე დავწეროთ თქო.-მკაცრად მიპასუხა.-დარწმუნებული ვარ არავინ არ დაწერს ამაზე თემას. ორიგინალური იქნება და ყველაზე მაგარი."ყველაზე მაგარი". ეს სიტყვები მომეწონა.მინდა გითხრათ რომ ძალიან მიმწოლი პირობნება ვარ და მიყვარს გამოწვევები. თეჰიონმა კიდე ისე შემოატრიალა სიტუაცია, თითქოს ვინმე დიდ კონკურენციას გვიწევდეს და თუ ჩვენ ამ თემაზე არ დავწერთ აუცილებლად წავაგებთ.
-რადგან მასე ფიქრობ...კარგი დავწეროთ მაგ სირობაზე.
____________________
ჰმმ ვნახოთ რა იქნება...როგორ მოაბამენ თავს თემის წერას🤭
წარმატებები ბიჭებო🙌
YOU ARE READING
someone in me/ვიღაც ჩემში
Fanfiction""ვიღაც ჩემში"ასე უწოდებნენ ძველი ბერძნები ამ ნახატს და ასეთი სახელით მოაღწია ჩვენამდეც.ეს არის ნახატი, რომელზეც გამოსახულია ადამიანი, რომლის თვალებში სულ სხვა პიროვნებაა ჩახატული, თითქოს იგი მასშია გამომწყვდეული და თავის დაღწევას ცდილობს." გაფრთხილ...