11

374 52 12
                                    

-შენი გადასაშენებელი დინოზავრობა ამოგდე ყბაში! რა უქენი ჯონგუკს?!-თეჰიონის დაჟინებით ზუსტად ისე ჩავიცვით უნივერსიტეტისთვის,როგორც მას სურდა. შევდგით თუ არა უნივერსიტეტში ფეხი...დიახ სწორად მიხვდით ან ვერ მიხვდით, ნამჯუნი გვეტაკა.
-ნა-ნამჯუნ...მე...ისა...-თეჰიონმა ბლუყუნი დაიწყო...ვაიმე მის წინ ვმდგარიყავი თვალებს სიამოვნებით გადავატრიალებდი.
-ყველაფერი ვიცი! ვიცი რომ მისი კოცნა დააპირე!-ღმერთო ჩემო ეს ვერაა,კითხო ყველაზე ჭკვიანია, შუა დერეფანში რაებს ღრიალებს?!
-ნამჯუნ! წამოდი სხვაგან ვილაპარაკოთ!-ეს უკვე მე ვუთხარი, მკაცრად და გასაგებად.

უნივერსიტეტის უკან გავედით სადაც ნაკლები სტუდენტი დადიოდა.

-გუშინ მთელი დღის განმავლობაში არ შემხმიანებია! არც ერთი სიტყვა არ მოუწერია!-ვატყობ ჯუნი ძალიან ღელავდა ჩემზე.-დღეს დილით კი...-ღრმად ჩაისუნთქა.-დღეს დილით კი მასთან მივედი, ვიფიქრე ერთად წამოვიდოდით, თან გავარკვევდი არცერთ ჩემს შეტყობინებას რატომ არ პასუხობდა...მივედი და...სახლი ცარიელი დამხვდა.-თვალები ბრაზით ქონდა ანთებული.-შენ ნაბიჭვარო!-საყელოში წვდა აწ უკვე ცნობილ ჩემი და თეჰიონის სხეულს.-არც კი იცი როგორია! როგორ გაბედე საერთოდ შეხებოდი!
-ნა-ნამჯუნ...-თეჰიონი ნამჯუნის ხელების მოშორებას შეეცადა.-მისმინე.-მოიშორა კიდეც, მაგრამ ვატყობ ჯუნი ძალიან განრისხებული იყო.-მე...ვფიქრობ უფლება არ მაქვს გითხრა თუ რა გადაგვხვდა მე და გუკის...-ზე-ზედმეტ სახელი მლეწა ახლა ამაან?-როცა დრო მოვა...თავად აგიხსნის ყველაფერს.
-გუკის?! როდის აქეთ გახდა შენი გუკი?! ამდენს აწვალებდი, უკვე თავი ყელში ამოუყვანე და ახლა,ასე უცებ გუკი გახდა?!-ვგიჟდები ნამჯუნზე...აი იმენა ჯიგარია.-მისმინე შენ ნაბიჭვარო! ჯონგუკი! გიმეორებ ჯ-ო-ნ-გ-უ-კ-ი როგორც ჩემი პატარა ძმა ისე მიყვარს...და რამე რომ დაემართოს და ამის მიზეზი შენ იყო...იცოდე არ გაცოცხლებ!-საჩვენებელი თითი მუქარის ნიშნად დაგვიქნია...არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ჩხუბში ჩარევას მე არ ვაპირებდი.-ან საერთოდ რაებს ბოდავ. რას ნიშნავს უფლება არ გაქვს მითხრა რა გადაგხდათ შენ და გუკის?!

•ჯონგუკ მიშველე რამე თორემ ყველაფერი წამომცდება.•
"ჯანდაბა."
-ნამჯუნ მისმინე ახლა არ მცალია, მალე ლექცია დამეწყება ამიტომ ამ თემაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.-მკაცრად ვუთხარი მე.
•მადლობა.•
-იცოდე აუცილებლად გავარკვევ რაც ხდება.-მკაცრი იყო ჯუნის ხმაც. მოკლედ ზურგი გვაქცია და წავიდა.

•როგორ ფიქრობ რა უნდა ვუთხრათ?•
"ჯერ არაფერი, მაგას მოგვიანებით მოვიფიქრებთ."
•კარგი.•

გონებაში ამ მოკლე დიალოგის დროს, ნელ-ნელა ჩვენც წავზოზინდით ლექციაზე.

მოკლედ რომ ვთქვა ლექტორს, რომელმაც თემის დაწერა დაგვავალა ყველაფერი ისე ვუთხარით როგორც მე მოვიფიქრე. დანარჩენ ლექციებზე თეჰიონმა ნამდვილად იაქტიურა, მაგრამ მომენტებში მის უკითხავად მეც ვცემდი პასუხს ლექტორებს...მაგრამ, ახხ ჯანდაბა ყველა ქულა მაინც თეჰიონისკენ მიდიოდა.

მორჩა ლექციები.სახლი,ტკბილი სახლი.

-თეჰიონ!-ნამჯუნის ხმა მომესმა.როგორი ყურადღებიანია ჩემს მიმართ. ასეთი მეგობარი ყველას ჭირდება.
-მისმინე ჯუნ,მართლა არ ვიცი გუკის...
-შეწყვიტე მასზე გუკის დაძახება!
-ხო ხო ჯონგუკს რა დაემართა...მოკლედ მართლა არ ვიცი. გეთანხმები იმ დღეს მართლა ვცადე მისი...კოცნა.-"ჰაჰ გამოგიჭირეთ ბატონო თეჰიონ."-მაგრამ...ანუ...ეს უბრალოდ იმიტომ ვქენი რომ...მომბეზრდა.
-რას ნიშნავს მოგბეზრდა?
"რას ნიშნავს მოგბეზრდი?"
-უბრალოდ აღარ მინდოდა მასთან ასეთი ბავშვური კამათის გაგრძელება...მე ჩემი მიზეზი მაქვს...ამას ახლა შენ ვერ გეტყვი. როცა დრო მოვა თავად გუკის ვეტყვი.-ეს თქვა და სახლისკენ სიარული გააგრძელა.
ნამჯუნი და მე ნამდვილად გაოცებულები დავრჩით.

•გაგაკვირვე არა?•ღიმილი შეეპარა სახეზე.
"რას ნიშნავდა ეს ყველაფერი?" ახლა ნელა მივუყვებოდით ქუჩას და გონებაში ვსაუბრობდით.
•როცა დრო მოვა გაიგებ.•

-ოუ ბატონო თეჰიონ...არ მეგონა კიდევ თუ შევხვდებოდით.
•ჯანდაბა.•

________
ამ თავში უბრალოდ იმის ჩვენება მინდოდა რომ ჯუნი უმაგრესი ძმაკაცია. რამე ისე არ იფიქროთ უბრალოდ გუკის ბავშვობიდან იცნობს და დროა ცოტა მანაც იაქტიუროს და დაიცვას უმცროსი ძამიკო.
ბოდიშით თავებს რომ აგვიანდება🥺
მადლობა ვინც წაიკითხა😊

someone in me/ვიღაც ჩემში Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz