6

443 57 12
                                    

-ამის დედაც ნამჯუნ აღარ შემიძლია.-მუზეუმიდან წამოსულმა პირდაპირ ნამჯუნს დავურეკე,ვიცოდი რაც არ უნდა მომხდარიყო გვერდით დამიდგებოდა.ახლა კი ვზივართ ჩემს სახლში დივანზე და იმ ამბავზე ვბჭობთ,რაც მუზეუმში თავს დამატყდა.-ხომ გახსოვს რაიანი, ისიც ასე გადამეკიდა ბოლოს კი საავადმყოფოში აღმოვჩნდი,უბრალოდ იმის გამო რომ ის დედაშეცემული დავალება არ გადავუწერე.-არ ვუცემივარ,უბრალოდ მოულოდნელად პანიკური შეტევა დამეწყო მის ყვირილზე რის შედეგადაც საავადმყოფოში აღმოვჩნდი.
-ჯონგუკ, გთხოვ,ხომ იცი უბრალოდ შენს ნერვებზე თამაში უყვარს.-ნამჯუნმა გამაგხნევებლად ხელი დამადო მხარზე.-თანაც ეგ გადასაშენებელი დინოზავრი მაგდენს ვერ მოახერხებს, რომ უნივერსიტეტიდან გაგრიცხონ. მითუმეტეს ასეთ კარგ სტუდენტს ვერ დაკარგავენ.
-ხომ მაგრამ ის ჩემის გადანგრეული მაინც შემიკიკინებს, ვიცი კიდევ ვეღარ მოვუთმენ და ბოლოს სად ჯანდაბაში აღმოვჩნდები აღარ ვიცი უკვე.-ნერვიულად ამოვილაპარაკე.
-ვიცი რაც დაგეხმარება...

დაინტერესებული თვალებით შევხედე.

-წამო მაგრად გავილეშოთ.-ეს მითხრა და გამიღიმა.-თანაც ბოლოს თავს როდის მივეცი გართობის უფლება აღარ მახსოვს.
-არამგონია მიშველოს, მაგრამ შეგვიძლია ვცადოთ.

***
ნახევარი საათის შემდეგ უკვე კლუბში ვიყავით და ადგილიც დავიკავეთ.
-ფუ ბლიად!-წამოვიყვირე.
-რა ჯანდაბაა?-დაფეთებული ნამჯუნი ვიღაცა თხაჯანების ცეკვას თვალებს აშორებს და ჩემკენ ბრუნდება.
-ნამჯუნ გთხოვ მითხარი რომ ის ფერადი იუნიქორნი აქ არ არის და უბრალოდ მეჩვენება.
-რა ყლეობაა...-ჯუნმა იქით-აქით ცქერა დაიწყო და ზუსტად ჩვენს პირდაპირ ორ მეტრში მდგომ მაგიდაზე გააჩერა მზერა.-ფუ ბლიად.-მობეზრებულმა ამოიოხრა.-გინდა წავიდეთ...-მზრუნველი მზერით შემომხედა.
-არა გავუძლებ.-თავდაჯერებულობა მოვიკრიბე. ვცდილობდი იმაზე არ მეფიქრა, რომ ზუსტად იმ კლუბში სადაც თეჰიონის ჩაგვრისგან დაღლილი მოვედი, თავად ეს ალქაჯი გამომეცხადა.

someone in me/ვიღაც ჩემში Where stories live. Discover now