*ერთი კვირის შემდეგ, მას შემდეგ რაც ჯიჯი დაიკარგა*
-ბელა არ გინდა გთხოვ!
ქამელეონისფერი თვალებით ინტერესით აკვირდება ანვარი ბელას, რომელიც მიზანდასახული სწრაფი ნაბიჯებით მიემართება გასასვლელისკენ.
მისი პატარა ძმის მიმართვაზე სწრაფად და მრისხანებით ტრიალდება, სახეზევე ეტყობა, რომ უკვე დღეებია არ სძინებია, ეტყობა როგორი დაღლილიცაა მედიის ყურადრებისაგან და ისიც, რომ ჯერ კიდევ ჯიუტად აქვს თავის უფროსი დის მოსაძებნად თავად წასვლა გადაწყვეტილი.
-არა თავად არ გინდა! ახლავე შეწყვიტე მსგავსი თვალებით ჩემთვის ყურება! არაერთხელ ვთქვი, რომ არ ვაპირებ ჩვენი მშობლების მსგასად ხელებ დაკრეფილი ჯდომას და ლოდინს თუ, როდის შეწყვეტენ ჩვენი დის ძებნას და როდის გამოაცხადებენ მას უგზო უკვლოდ დაკარგულად! არ ვაპირებ დანებებას, ჯერ მხოლოდ ერთი კვირა გავიდა ანვარ!
ის კი მარტოა, საჰარაში! არც კი მინდა იმის წარმოდგენა თუ ახლა, როგორ უჭირს, როგორ სურს სახლში დაბრუნება... მე უბრალოდ არ დავრჩები და გავაგრძელებ უშედეგო ლოდისნს...რამე უნდა გავაკეთო! ამიტომაც დღესევე წავალ და თავად მოვძებნი ჯიჯის!
-ნუ იქნები ეგოისტი ბელა!
ნუ გამოგყავს საკუთარი თავი ერთადერთ ადამიანად, ვისაც ჯიჯის ბედი აღელვებს! რატომ არ გესმის ჩვენც ისევე გვსურს მისი პოვნა როგორც შენ! მითხარი რას გინდა, რომ მიაღწიო? რატომ არ გინდა აქ სახლში უსაფრთხოდ დარჩე და ხალხს მისცე უფლება საკუთარი საქმე მშვიდად აკეთონ?!ბელამ გამეხებული მზერა გაუსწორა თავის ძმას, სახეზე გამოსახული მრისხანება ახლა ცინიკურმა ღიმილმა შეუცვალა და ანვარს ის უთხრა, რაც შემდგომ თქმის თანავე ინანა:
-სახლში მშვიდად ვიჯდე? და რა ვაკეთო ანვარ? მითხარი? დედასავით მთელი დღე ოთახში გამოვიკეტო და ყველას თავი მოვაჩვენო, რომ კარგად ვარ? მამასავით მთელი დღეები სამსახურში გავატარო და დაბრუნებისას კაბინეტში ჩავიკეტო? ან იქნებ შენს მსგავსად შენი დის ჯიჯის, საუკეთესო დაქალთან ვიჟიმავო შემდეგ კი სიტყვის უთქმელად მივატოვო საწოლში?
არა, რატომღაც არცერთი გამოსავალი არ მიზიდავს! არ მაინტერესებს ეთანხმები თუ არა ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ დღეს საღამოს უკვე საჰარაში ვიქნები და ჩემი დის ძებნაში ჩავერთობი.
შენ კი შეგიძლია აქ უშფოთველად, კომფორტულად იჯდე და იქვითინო, რადგან სხვა რამ მაინც არასდროს გამოგდიოდა!
YOU ARE READING
Lost in the Wilderness
Fanfictionუდაბნოში სიკვდილისთვის განწირულ ცნობილ ტოპ მოდელ ჯიჯი ჰადიდს, "შამბრას'" ტომის ბელადი იხსნის სიკვდილისგან, მაგრამ ეს ამბავი ამით არ სრულდება... სწორედ მაშინ, როდესაც ჯიჯის ჰგონია, რომ ისევ შეძლებს სახლში დაბრუნებას იწყება საჰარის უდაბნოში მცხოვ...