The melancholy of longing

392 47 62
                                    

Gigi's POV

  მთლიანი სხეული მტკივა, დივანიდან ფეხზე წამოდგომისას თვალებში მიბნელდება და რამდენიმე წამის განმავლობაში, გაშეშებული ვდგავარ მანამ, სანამ მისაღები ოთახი ტრიალს არ შეწყვეტს.

როგორც კი ოთახმა შეწყვიტა ტრიალი ბარბაცით, შევედი სამზარეულოში და მაშინვე გავშეშდი, როდესაც ფანჯარასთან მდგომი ჰარი დავინახე.

შორს  ჰორიზონტს ჩამუქნებულ მწვანე თვალებით გაჰყურებდა, არ მინდოდა მისი აწყლიანებული თვალების შემჩნევა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, თავი საშინლად ვიგრძენი იმის, გამო რომ არ შემეძლო მისი დახმარება...

-ჰაროლდ ყავას დალევ?

ფიქრებიდან უწყინარი შეკითხვით ვაფხიზლებ, ის ჩემსკენ სწრაფად ტრიალდება და უარყოფის ნიშნად თავს აქნევს.

-მაპატიე ჯი, მაგრამ უნდა წავიდე არ მინდოდა შენს უნახავად წავსულიყავი და აქმადეც ამიტომ დავრჩი ახლა კი უნდა გავიქცე...

გვერდის ავლა და წასვლა დააპირა, მაგრამ მის ძლიერ ხელს დავექაჩე და გაჩერება ვაიძულე.
-შენსა და ბელას შორის რა მოხდა ჰარი?
-ამაზე შენთან საუბარი არ შემიძლია, შენ მისი და ხარ თან იმ წყეული ძუკნას მეგობარი!
-რა?

დაბნეული ვეკითხები ჰარის, მაგრამ ის ჩემს კითხვას უპასუხოდ ტოვებს და სამზარეულოდან გადის, ფეხდაფეხ მივყვები მაგრამ ის სვლას ისე  აგრძელებს და სახლიდან ისე გადის თითქოს არც კი გავყოლილვარ უკან!

-ჰარი გაქცევით არაფერი შეიცვლება!

  ვუყვირივარ, მანამ სანამ მანქანაში ჩაჯდომას მოასწრებდა, ჩემი სიტყვები, მის ყურადღებას საბოლოოდ იქცევს ჩემსკენ წაშლილი სახით ტრიალდება და ცივი ხმით მპასუხობს:

-დრო მჭირდება ახლა ამაზე სასაუბროდ ძალა არ მეყოფა  ჯელენა...

ის ამას იმდენად გულმოკლული ამბობს, რომ სურვილი მიჩდება მივიჭრე მასთან და ჩავეხუტო დასამშვუდებლად კი ვუთხრა, რომ ყველაფერს გავარკვევ და აუცილებლად დავეხმარები მას იმ ბედნიერების პოვნაში, რომელსაც თავად ყოველთვის გავურბოდი!

Lost in the WildernessWhere stories live. Discover now