Long eyelash Sheikh

455 57 63
                                    

Gigi's POV

მამაკაცი ვნება შეპარული ღიმილითა, ჩემსკენ ავხორცული მზერით გამოემართა.

მე მაშინვე უკან დავიხიე და გამაფრთხილებლად დავიყვირე:
-არ მომიახლოვდე თორემ საქმე სუდად წაგივა!
-შენ ჩემი საკუთრება ხარ და თუ, სიცოცხლე გინდა, გირჩევნია ენას კბილი დააჭირო და მასიამოვნო!
-არ ვაპირე...

სიტყვის დასრულება ვეღარ მოვასწარი, რადგან მან ძლიერად გამარტყა სილა!

თვალებში დამიბნელდა და მოწყვეტით დავეცი ძირს, იმდენად ძლიერად დამარტყა, რომ რამდენიმე წუთი გონს ვერ მოვდიოდი.

მან კი ამით დრო იხელთა და ჩემს ზემოთ მოექცა, სახეზე უხეშად მკოცნიდა ხელებს კი ჩემს ათრთოლებულ სხეულზე დაატარებდა.

განწირული ვყვიროდი და მთელი ძალით ვიბრძვოდი, რათა მისგან თავი დამეღწია.

  არ ვიცი, როგორ მაგრამ როდესაც მთელი ჩემი ძალით ვუბიძგე მან თავი ვეღარ შეიკავა და ძირს გადავარდა!

ფეხზე სწრაფად წამოვხტი, ლამპას ხელი ვსტაცე და მისი მიმართულებით ვისროლე.

მან ერთი მარტივი ხელის მოძრაობით აიცილა ლამპა, რომელიც ხალიჩაზე დაეცა და გატყდა!

როგორც კი გატყდა კარავში ცეცხლი აგიზგიზდა, ალიმ ცეცხლის ჩასაქრობად გაიწია მე კი დრო ვიხელთე და კარავიდან გავიქეცი.

მთელი ძალით გავრბოდი ღამის მთვარით განათებულ უდაბნოში და ყურადღებას არ ვაქცევდი ხალხის შეძახილებს და ყვირილს, რომელებიც ცეცხლის ჩასაქრობად გარბოდნენ და არაბულ ენაზე გაცხარებით საუბრობდნენ.

გული ლამის იყო საგულედან ამომხტომოდა, ადრენალინის მოზღვავების გამო სრულიად დავკარგე საღი აზროვნება.

ერთადერთი ახლა რაც მსურდა ეს ამ ადგილიდან შორს გაქცევა იყო, ვერ ავიტანდი იმ მამკაცის შეხებას, რომელმაც ასე დამამცირა, რომელიც ჩემს დამონებასა და გაუპატიურებას აპირებდა!

Lost in the WildernessWhere stories live. Discover now