This isn't THE END

396 51 46
                                    

Zayn's POV

თვალებს ვახელ, თავის წამოწევა მიჭირს, მაგრამ როგორც კი ჩემს განუყრელ მაჯის საათს დავხედე, მაშინვე ფეხზე წამოვიჭერი, იმ გეგმის განხორციელება უნდა დამეწყო, რომელსაც მთელი ერთი კვირის განმავლობაში განვიხილავდით!

სწრაფად ვიცმევ სამოსს და სანამ კარავს საბოლოოდ დავტოვებდე საწოლში მწოლიარე, მშვენიერ ანგელოზს ვუყურებ, იგი მშვიდად სუნთქავს, შიშველი გულ-მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდის, ქერა თმა არეულად აყრია სახეზე და სახის ნახევარს სრულიად უფარავს, აწითლებული ტუჩები ოდნავ აქცს ღია და ხარბად ისუნთქავს დილის მცხუნვარე ჰაერს.

მეღიმება, როდესაც გუშინდელი საღამო მახსენდება. მისკენ მივიწევი თმებს სახიდან ნაზად ვუწევ, ის იშმუშნება, სწრაფად ვიხევ უკან, მაგრამ ამისდა მიუხედავად ანგელოზი ძილს ისევ მშვიდად განაგრძობს.

  საწოლთან ვბრუნდები, თხელ ზეწარს გულ-მკერდზე ვაფარებ, მისკენ ვიხრები და შუბლზე დამშვიდობების ნიშნად ვკოცნი.

ვიცი ის რაც წინ მელის ჩემთვის მისაღები შედეგებით შესაძლოა არ დასრულდესა ამიტომაც რამდენიმე წამი ისევ შევყურებ მას, და მისი სახის ყოველ დეტალს საგულდაგულოდ ვიმახსოვრებ.

  შემდეგ კი სწრაფად გავდივარ კარვიდან თან კი საგვარეულო, ხმალი მიმაქვს, რომელიც მოოქროვილ ქარქაში წლებია უკვე გამოუყენლობით იჟანგება.

როგორც კი კარავს ვტოვებ შორი ახლოს მდგომ მხედრებს ვამჩმევ, როგორც ჩანს ჩემს გარდა ყველა მზადაა...
მწარედ მეცინება, რადგან დადგა ის დღე, როდესაც ისევ სისხლში მომიწვედა ხელების გასვრა საკუთარი ხალხის გამო!

სანამ იანამდე მივაღწევდი მანამდე გზად ადა გადამეღობა. ტირილისგან აშკარად ალეწილი თვალები აქვს, არც კი ცდილობს იმის დაფარვას, რომ მომავალი გადაწყვეტილებებისა და საშიშროების გამო უკვე წინასწარ გამომიტირა!

Lost in the WildernessWhere stories live. Discover now