Gigi's POV
თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თითქოსდა ჩვენ ის 7 ადამიანი არ ვიყავით, ვისაც მოსაკლავად ორი ტომი დაეძებდა...
დღეები დღეებს მისდევდა, ზეინი და იანი კი მთელი დღის განმავლობაში არ გამოდიოდნენ კარვიდან, ხმაურიანად არაბულად განიხილავდნენ გეგმებს და ახალ ახალ იდეებს ცვლიდნენ ერთმანეთში, რითიც იმ ძალაუფლებას დაიბრუნებდნენ, რაც მათ ღალატით წაართვეს.
მათი მოსმენა და ყურება უკვე აღარ შემეძლო, მათი გაუგებარი ენა კი ყურში საშინლად მხვდებოდა ამიტომ ყოველთვის ვარჩევდი, რომ პატარა ამწვანებულ ოაზისში გამესეირნა ან უკვე ჩემი საყვარელი, პალმის ხის ქვეს ჩამოვჯდარიყავი და მეოცნება იმ მომავალზე სადაც აქაურობისგან, ძალიან შორს ისევ ხმაურიან ნივი-ორკში, განცხრომაში ვიცხოვრებდი...
ახლაც პალმის ხის ქვეშ კომფორტულად მოკალათებული კამკამა წყალს გავყურებდი, რომელზედაც მოუსვენრად დათამაშებდა საღამოს ჩამავალი მზის სხივები და ოცნებებში ჩაძირული სრულიად, მოწყვეტილი ვიყავი დედამიწას.
-შეიძლება აქ ჩამოვჯდე?
ზეინის ტკბილი ხმა ოცნებებიდან დედამიწაზე მაბრუნებს, მზერას ვუსწორებ მის მომაჯადოვებელ თაფლისფერ თვალებს და თანხმობის ნიშნად გვერდით ვიწევი, რათა ადგილი დავუთმო ხის ჩრდილის ქვეშ.
ის ფრთხილად ეშვება ქვიშაზე და ჩემს გვერდით, მოხერხებულად იკავებს ადგილს.
მას დაკვირვებით ვუმზერ, სახეზე არსებული დალურჯებები გაჰყვითლებოდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მალე სრულაიდ გაუქრებოდა.
მისი ლამაზი მოყვანილობის სახის ნაკვთები და ვნებიანი ტუჩები ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ მას მერე რაც რაინდულად მიხსნა საპყრობილედან თითქმის სრულიად დამავიწყდა ის ფაქტი, რომ მე ჯერ კიდევ მის ტყვედ ვითვლები, ამის მიუხედავად გამიძლიერდა იმის სურვილი, რომ მისი სახე ხელებს შორის მომექცია და...
YOU ARE READING
Lost in the Wilderness
Fanficუდაბნოში სიკვდილისთვის განწირულ ცნობილ ტოპ მოდელ ჯიჯი ჰადიდს, "შამბრას'" ტომის ბელადი იხსნის სიკვდილისგან, მაგრამ ეს ამბავი ამით არ სრულდება... სწორედ მაშინ, როდესაც ჯიჯის ჰგონია, რომ ისევ შეძლებს სახლში დაბრუნებას იწყება საჰარის უდაბნოში მცხოვ...